საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვა ქართული დიასპორისადმი
https://www.facebook.com/DavidZalkalian/videos/697878354085054/
Jeune Ambassadrice de Géorgie en France 2018-2019
Page Officielle de Jeune Ambassadeur de la Géorgie en France/საფრანგეთში ს?
2016 წელს, პროგრამას – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ უხელმძღვანელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საელჩოებთან ერთად, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ელჩებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში, განახორციელონ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები დიასპორულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში.
2018-2019 წლის "ახალგაზრდა ელჩის" მანდატი ამოწურულია, ამიტომ ამ სტატუსით გემშვიდობებით და ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.
პირველ რიგში განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს რომლებიც ჩემსავით ჩართულნი იყვნენ ყველა ღონისძიების დაგეგმვაში და განხორციელებაში.
დიდი მადლობა პარიზში არსებულ ქართულ ასოციაციას "ლაზი" და რესტორან კოლხეთს - ეკა ბოდოკიას და დაჩი ჩაგანავას, თანადგომისთვის და დახმარებისთვის მთელი წლის მანძილზე.
მადლობა საქართველოს საელჩოს საფრანგეთში და ბატონ გოჩა ჯავახიშვილს მხარდაჭერისთვის.
მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ამ პროექტის დამფუძნებელ ბატონ რატი ბრეგაძეს ამ შესაძლებლობისთვის.
მადლობა სხვა თოთხმეტივე ქვეყნის ახალგაზრდა ელჩს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს - თამუნა კობახიძეს თანადგომისთვის , გუნდური მუშაობისთვის და მეგობრობისთვის.
მადლობა ყველა ადამიანს ვინც დამეხმარა და ჩემს ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას: ანსამბლ თამარიონს, ანა ჭეიშვილს, დიანა ჭანკოტაძეს, თინა ოსაძეს - კომპანია საბნევი, სტუდია 9 და ქართულ ასოციაციას "ერთობა" რენში.
მადლობა პარიზში მყოფ ყველა ახალგაზრდას, და არამარტო, ჩართულობისთვის და გვერდში დგომისთვის.
მადლობა წინა წლების ახალგაზრდა ელჩებს საფრანგეთში, გაზიარებული გამოცდილებისთვის და რჩევებისთვის.
და რათქმაუნდა წარმატებები მომავალ ახალგაზრდა ელჩს!
პატივისცემით,
მერი უღრელიძე 🙂❤
25/11/2019
პარასკევს, 22 ნოემბერს, ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით, პარიზში გაიმართა დიანა ჭანკოტაძის დოკუმენტური ფილმის - Perdu.e.s ჩვენება. დიდი მადლობა დიანას საინტერესო ფილმისთვის, რომელიც ძალიან აქტუალურ და პრობლემატურ საკითხს ეხებოდა. ასევე დიდი მადლობა ყველა სტუმარს ფილმის შემდეგ გამართულ დისკუსიაში ჩართულობისთვის.
22/11/2019
📢 საგრანტო პროგრამის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, განაცხადების შეტანის ვადამ გადაიწია 25 ნოემბრამდე 👇
📢 საგრანტო პროგრამის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, “ განაცხადების შემოტანის ვადამ გადაიწია
🗓️ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საგრანტო პროგრამის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადამ გადაიწია. საგრანტო განაცხადების წარმოდგენა თავდაპირველად შესაძლებელი იყო 2019 წლის 31 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის ჩათვლით. დიასპორის წარმომადგენლების თხოვნის გათვალისწინებით, განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდა და საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2019 წლის. 25 ნოემბერი.
🇬🇪 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
🔹 „ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.
🔹 პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ავსტრიის რესპუბლიკაში; აზერბაიჯანში; ამერიკის შეერთებულ შტატებში; ბელარუსში; ბელგიის სამეფოში; ბულგარეთში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; დანიაში; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში; ესპანეთის სამეფოში; ესტონეთში; თურქეთის რესპუბლიკაში; იაპონიაში; ირლანდიაში; ისრაელის სახელმწიფოში; იტალიის რესპუბლიკაში; კანადაში; კვიპროსზე; კორეაში; ლატვიაში; ლიეტუვაში; მალტაზე; მოლდოვაში; ნიდერლანდების სამეფოში; ნორვეგიაში; პოლონეთის რესპუბლიკაში; საბერძნეთის რესპუბლიკაში; საფრანგეთის რესპუბლიკაში; უკრაინაში; უნგრეთში; ფინეთში; შვეიცარიაში; შვედეთის სამეფოში; ჩინეთში; ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე 18-დან 29-წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.
🔹 კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით, საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორების წარმომადგენლებს.
პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად იხილეთ ⤵
🔗 ახალგაზრდა ელჩების პროგრამა: http://gov.ge/s/15113
🔗 საკონკურსო განაცხადი: http://gov.ge/s/5ada8
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ: (+995 32) 2945000 (შიდა - 3102, 3103)
19/11/2019
შაბათს, 16 ნოემბერს, ქალაქ პარიზში, საქართველოს"ახალგაზრდა ელჩის" - მერი უღრელიძის ორგანიზებით გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.
საღამოს პირველ ნაწილში ისტორიკოსმა და ქართველ ქალ მეღვინეთა ასოციასიის დამაარსებელმა - ანა ჭეიშვილმა, სტუმრებს გააცნო საქართველოში ღვინის კულტურა და მისი დამზადების ტრადიციული ტექნოლოგია. დიდი მადლობა ანას ძალიან საინტერესო პრეზენტაციისთვის და ზოგადად დახმარებისთვის.
მეორე ნაწილი გართობითი ხასიათის იყო: უცხოელი მეგობრებისთვის მომზადებული თემატური თამაშებით და სიმბოლური საჩუქრებით.
როგორც ყოველთვის, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს დახმარებისთვის, ასევე დიდი მადლობა მარან კოლხეთს და დაჩი ჩაგანავას არაჩვეულებრივი ქართული ღვინისთვის, და რათქმაუნდა დიდი მადლობა თითოეულ სტუმარს მოსვლისთვის და თბილი სიტყვებისთვის! ❤
Merci à tous d'être venu et de votre participation! ❤
01/11/2019
❗საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საყურადღებოდ!
➡️საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს "ახალგაზრდა ელჩების" შესარჩევად!
ℹ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრებ 18-დან 29-წლამდე მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს.
📄 განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:
[email protected]
➡️პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულში 👇
http://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-msoflio-(1).aspx?CatID=5
საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა | Botschaft Georgien Home განცხადებები საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ოქტომბერი 31, 20...
14/10/2019
შაბათს, 12 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ რენში "ახალგაზრდა ელჩის" - მერი უღრელიძის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება რომლის მიზანიც იყო საქართველოს და ქართული კულტურის გაცნობა ადგილობრივი უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ამავდროულად რენში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა და მათთან ერთად სხვადასხვა აქტუალური თემის განხილვა.
პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რენში არსებულ ქართულ ასოციაციას - "ერთობა" და ჩემს მეგობრებს რომელთა დახმარების და ჩართულობის გარეშე ეს ღონისძიება ვერ შედგებოდა! თუმცა, როგორც ადგილზე გაირკვა ჩვენი ღონისძიება სრულიად დაუგეგმავად დაემთხვა ქართველების მასიური დეპორტაციის წინააღმდეგ გამართულ მანიფესტაციას ქალაქ რენში. როგორც შემატყობინეს, მანიფესტანტებს სურდათ ჩემგან ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება, რადგან ჩათვალეს რომ ვიყავი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი. ამავე კონტექსტში, ღონისძიების დაწყებამდე გვესტუმრა ორი ფრანგი ქალბატონი, ერთ-ერთი ფრანგული ასოციაციიდან, რომლებიც ასევე აპროტესტებდნენ ქართველების დეპორტაციას ( როგორც თვითონ აღწერეს არადამიანურ პირობებში) და მთხოვდნენ ღონისძიებაზე მოსული სტუმრებისთვის დეტალურად ამეხსნა ასრებული სიტუაცია.
მიუხედავად იმისა რომ მე, როგორც "ახალგაზრდა ელჩი", ყოველთვის თავს ვიკავებ პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირებისგან და პოლიტიკური განცხადებებისგან ჩემს ღონისძიებებზე და მათ აქვთ მხოლოდ კულტურული ხასიათი, შეუძლებელი იყო რამდენიმე წუთი არ დამეთმო ამ ქალბატონებისთვის რომლებიც არ არიან ქართველები და ძალიან სოლიდარულები აღმოჩნდნენ ჩვენი თანამემამულეების მიმართ.
ღონისძიებაზეც ვთქვი და ახლაც მინდა გავაიმეორო რომ "ახალგაზრდა ელჩი" არ არის ოფიციალური სტატუსი და აქედან გამომდინარე ვერანაირ ოფიციალურ განცხადებას ვერ გავაკეთებ ვერც ამ და ვერც სხვა პოლიტიკურ თემაზე. თუმცა, როგორც საფრანგეთში მყოფი ქართველი სტუდენტი, მერი უღრელიძე, ვარ სოლიდარული ყველა ქართველის რომელიც უსამართლოდ და არაკანონიერი გზით დაადეპორტეს ან ადეპორტებენ საფრანგეთიდან.
მიუხედავად ამ გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი ფაქტისა, ღონისძიების მეორე ნაწილში მაინც მოვახერხეთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის გაგვეცნო ქართული, მრავალფეროვანი კულტურა, ტრადიციული ცეკვებით და სიმღერებით. მეტიც, ისე მოეწონათ ეს ყველაფერი რომ ბოლოს თავადაც ამღერდნენ და აცეკვდნენ 😊.
04/10/2019
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას მოაწერა ხელი. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რომლებმაც მოიპოვეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნა.
პრეზიდენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას მოა ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
Cliquez ici pour réclamer votre Listage Commercial.
Our Story
პროექტი - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA 2-ის ფარგლებში.
Ce projet est soutenu par ICMPD, dans le cadre d’ENIGMA2 qui est le projet financé par l’UE
