01/06/2026
2026 წლის 28 მაისს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, პარიზში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ იუნესკოს გენერალური დირექტორი, ხალედ ელ-ენანი; ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალური დირექტორი, ემანუელ სუბერანი; საფრანგეთის სენატში საფრანგეთი-კავკასიის ჯგუფის თავმჯდომარე, სენატორი ალან უპერი; ლევილის მერი, ერიკ ბრეივი; ფრანგი პარლამენტარები; საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა
და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები; საფრანგეთში აკრედიტებული ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები; იუნესკოში აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები და მუდმივი დელეგაციის წევრები; არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და ბიზნეს წრეებისა და
ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და იუნესკოში საქართველოს
მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი ყურაშვილმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, 26 მაისს, პარიზის მე-17 რაიონის მერიის შენობა განათდა საქართველოს დროშის ფერებში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, იუნესკოს შტაბ-ბინაში აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.
ქართული დიასპორის წარმომადგენელმა, ელგა ფორჩხიძემ შეასრულა საქართველოსა და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები.
#26მაისი
01/06/2026
🇬🇪 ძვირფასო თანამემამულეებო!
📌საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის მართლმადიდებლურ ტაძარს ეწვევა საპატრიარქოს დელეგაცია.
📌2026 წლის 7 ივნისს, 10:00 საათზე, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ეკლესიაში მოაბრძანებენ სიწმინდეებს, აღევლინება სადღესასწაულო წირვა, რომლის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა მრევლთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ტაძრის მისამართი : 6 Impasse Boieldieu, 94190 Villeneuve-Saint-Georges, France
29/05/2026
📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
📌პროექტის მიზანი:
➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.
🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola
20/05/2026
2026 წლის 18 მაისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქ. პარიზში მიმდინარე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა.
სესიის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს, დავით სონღულაშვილმა გლობალური მასშტაბით ძლიერი ვეტერინარული სისტემების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გენერალური სესიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „ცხოველთა ჯანმრთელობის დაფინანსება: სტრატეგიული ინვესტიცია“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგებზე ისაუბრა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ესპანეთის, იორდანიის, ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან.
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ სესიასა და მინისტრის შეხვედრებს ესწრებოდა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი.
16/05/2026
🇬🇪🇫🇷 2026 წლის 11-13 მაისს, პარიზში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი, საელჩოს წარმომადგენლები და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძე.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და ღვინისა და გასტრონომიის ფრანგი ექსპერტი კრისტოფ ლაველი უძღვებოდნენ.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის უნიკალურ კულტურას.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ქართული ღვინის, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.
11/05/2026
📣 ხმა მიეცი საქართველოს! 🇬🇪
📣Vote for Georgia! 🇬🇪
🔴 12 მაისი
🗳️vote.eurovision.com
05/05/2026
GEO/ENG👇
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.
Irakli Kobakhidze, Prime Minister of Georgia participated in a roundtable discussion on Strengthening Connectivity and Economic Security within the framework of the 8th Summit of the European Political Community (EPC).
In his remarks, the Head of Government underscored Georgia's distinctive role in enhancing connectivity and highlighted major infrastructure projects undertaken by the government to support this function, including the Baku-Tbilisi-Kars (BTK) railway, the development of modern highways and the Anaklia Deep Sea Port.
Irakli Kobakhidze also emphasized the importance of diversifying transport and energy routes, referring in this context to the strategic significance of the Southern Gas Corridor and the Black Sea Submarine Cable Project.
The Prime Minister reaffirmed Georgia's readiness to continue close cooperation with partners and noted that strong connectivity is one of the key prerequisites for long-term stability.
The discussion was co-chaired by Andrej Plenković, Prime Minister of Croatia and Jonas Gahr Støre, Prime Minister of Norway. Participants included Mark Carney, Prime Minister of Canada; Bart De Wever, Prime Minister of Belgium; Ursula von der Leyen, President of the European Commission; Gordana Siljanovska-Davkova, President of North Macedonia; Robert Fico, Prime Minister of Slovakia and Feridun Sinirlioğlu, Secretary General of the Organization for Security and Cooperation in Europe (OSCE).
https://www.facebook.com/share/p/18cwc5HYuH/?mibextid=wwXIfr