01/06/2026
დაბა ადიგენის ცენტრალური პარკი დღეს, განსაკუთრებულად მხიარული და ფერადი იყო.
🎈🎊🍦ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვებს დაურიგდათ ფერადი ბუშტები, ბამბის ნაყინები. მოეწყო უფასო ატრაქციონები, სასიამოვნო განწყობა კი მათ ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
01/06/2026
📣1 ივნისი, ზაფხულის პირველი დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც აღნიშნავენ.
🔔 დღესასწაულის დაარსების იდეა პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე 1925 წელს გაჟღერდა.
ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღის დაწესების საკითხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, როდესაც ბავშვთა პრობლემებზე, კაცობრიობის მომავალზე ზრუნვა, მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს საფიქრალად იქცა. ამასთან დაკავშირებით პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის ზრუნვა მათი უპირველესი ამოცანა იქნებოდა.
✅ პირველად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1959 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ეს დღესასწაული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გისურვებთ ფერად ბავშობას,ნათელ მომავალსა და გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას!
31/05/2026
🏆🔥ზედიზედ მეორედ! ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიაა
გილოცავთ!
27/05/2026
🎓🔔დღეს ადიგენის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დასრულებასთან დაკავშირებული ღონისძიება ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გამართეს.
✅ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა და ადიგენის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ინგა ბოჭორიშვილმა მიულოცეს, მათ წარმატებები უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე რომელიც სავსეა მრავლი სირთულეებითა და გამოწვევებით!
27/05/2026
საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს, განსაკუთრებით კი ადიგენის მუნიციპალიტეტის მუსლიმ მოსახლეობას გილოცავთ ყურბან-ბაირამს, მშვიდობისა და თანადგომის, სიკეთის და გამარჯვების დღესასწაულს!
გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას!
ადიგენის საკრებულოს თავმჯომარე შმაგი ბიძიშვილი!
26/05/2026
🇬🇪26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა ადიგენში.
🥇ღონისძიება სპორტული აქტივობებით დაიწყო. მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის ფარგლებში მინი ფეხბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც რაჭველების გუნდმა ზანავის გუნდი დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდებს ფულადი ჯილდოები, მედლები და თასი გადაეცათ.
🎨🎷🎸🥁საზეიმო ღონისძიებები დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში გაგრძელდა. გაიმართა კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები.
🥁საღამო ბენდ „მარეს“ კონცერტით, DJ-ის შესრულებითა და ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#დამოუკიდებლობისდღეადიგენში
25/05/2026
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოდგილე ზაზა მღებრიშვილი,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ადიგენში ქვაბიჯვრობის სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ.
დღესასწაულის ფარგლებში, ათონის მთაზე დაწერილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, სოფელ მოხეში არსებული ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან, ქვაბიჯვრის მონასტერში საზეიმოდ გადააბრძანეს.
ქვაბიჯვარში, დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ, სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მეუფემ ასევე აკურთხა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დღეიდან ქვაბიჯვრის მონასტერში იქნება დაბრძანებული.
ქვაბიჯვრობის სახალხო დღესასწაულს მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ.