რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე, Government Official, კოსტავას ქ. N38;, Ambrolauri.

Photos from რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე's post 05/06/2026

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ონის საჭიდაო სკოლის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

ტარიელ ჩალაძე 92 წონით კატეგორიაში და ლუკა მაისურაძე 71 წონით კატეგორიაში, ვიცე-ჩემპიონები გახდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ულოცავს სპორტსმენებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, უსურვებს წინსვლას და კიდევ მრავალ გამარჯვებას მომავალ ასპარეზობებზე! 🏆🤼‍♂️🇬🇪

Photos from რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე's post 05/06/2026

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთის ტანმოვარჯიშეთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა.

ანა ჭელიძემ, ანასტასია გურაბანიძემ, ქრისტინე რეხვიაშვილმა და ბარბარე სირაძემ ფესტივალზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელით ვულოცავთ სპორტსმენებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, ვუსრვებთ წინსვლას და კიდევ მრავალ გამარჯვებას მომავალ ასპარეზობებზე!

Photos from რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე's post 05/06/2026

ფოლკლორის ცენტრის პროექტი- ,,ლხინმან შეჰყარა სოფელი" თბილისში 4-დან 11 ივნისამდე გაიმართება, სადაც მონაწილეობას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ

პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში 6 ივნისს დაგეგმილია კონცერტი რაჭა -ლეჩხუმის რეგიონის სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.

აღნიშნული პროექტი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების მერიების ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება.

05/06/2026

📍🩺8-ივნისიდან, 11-ივნისის ჩათვლით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება.

აქციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება:

•ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, რაც მოიცავს მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას, სტანდარტულ − პირდაპირ და ირიბ პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით), პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;

•საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში.
ასევე, სკრინინგის დღეს პარალელურ რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება:
• HBV-B ჰეპატიტის სკრინინგი;
• HCV-C ჰეპატიტის სკრინინგი;
• HIV-აივ ინფექცია შიდსის სკრინინგი.

📍 #ლენტეხი- 8 ივნისი, 10:00 საათიდან, დაბა ლენტეხი, სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორია;

📍 #ცაგერი- 9 ივნისი ,10:00 საათიდან, ქალაქი ცაგერი, ლადო ასათიანის სახელობის პარკის მიმდებარე ტერიტორია;

📍 #ამბროლაური -10-11 ივნისი, 10:00 საათიდან, დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერი;

📍 #ონი - 12 ივნისი, 10:00 საათიდან, ქალაქი ონი ვახტანგ VI -ის ქუჩა N10;

Photos from რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე's post 04/06/2026

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გამართულ, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო.

თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია და პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი ჯონ მერშჰაიმერი.

თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.

თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი 6 ივნისს დასრულდება.

03/06/2026

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლომისობის დღესასწაული აღინიშნა.

სოფელ ჩქუმში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ადგილობრივ მრევლთან და სტუმრებთან ერთად, ლომისობის დღესასწაული, სოფელ ჩქუმში ჭყონდიდის ეპარქიის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს.

საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილე ალუდა თუთისანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, მოადგილე- მამუკა ხიმშიაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მოადგილე-ონისე ჩაკვეტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები.

Photos from რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე's post 03/06/2026

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლომისობის დღესასწაული აღინიშნა.

სოფელ ჩქუმში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ადგილობრივ მრევლთან და სტუმრებთან ერთად, ლომისობის დღესასწაული, სოფელ ჩქუმში ჭყონდიდის ეპარქიის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს.

საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილე ალუდა თუთისანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, მოადგილე- მამუკა ხიმშიაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მოადგილე-ონისე ჩაკვეტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები.

Photos from რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე's post 03/06/2026

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგარზდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ტურნირში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან ახალგაზრდა სპორტსმენები 10 სახეობაში იასპარეზებენ.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდული მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს რეგიონის გუნდებს!

Photos from რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე's post 02/06/2026

📍რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ ონის მიმართულებით არსებულ გზაზე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული მონაკვეთი დაათვალიერა და ალტერნატიული გზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

ამ ეტაპზე, გეოლოგებისა და საპროექტო ჯგუფების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს მეწყრული პროცესების კვლევა და სტაბილიზაციის ეფექტური ღონისძიებების შემუშავება.

მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მდინარე ხეორზე დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელება დაგეგმილია მაქსიმალურად ეფექტურ და გონივრულ ვადებში, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 111-ე კილომეტრზე სამუშაოების სრული მასშტაბით შესრულება.

02/06/2026

ამბროლაურის კულტურის ცენტრში, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, რეჟისორ კახა იაკობიძის სპექტაკლის „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ პრემიერა გაიმართა, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა.

სპექტაკლის პრემიერას რაჭა-ლეჭხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელ მარიკა დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

დღეს, 2018 წლის შემდეგ მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრმა სპექტაკლი მაყურებლის წინაშე პირველად წარადგინა, სამომავლოდ კი მათ მიერ არაერთი ახალი სპექტაკლის ჩვენება იგეგმება.

Want your business to be the top-listed Government Service in Ambrolauri?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address

კოსტავას ქ. N38;
Ambrolauri
0400