ბაკურიანის განვითარების სააგენტო • Bakuriani Development Agency

ბაკურიანის განვითარების სააგენტო • Bakuriani Development Agency

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბაკურიანის განვითარების სააგენტო • Bakuriani Development Agency, Government Organization, 1 Tamar Mepe str, Bakuriani.

''ბაკურიანის განვითარების სააგენტო'' არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია დაბა ბაკურიანის განვითარებაზე ზრუნვა და დაბაში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული სტანდარტების გაუმჯობესება.
სააგენტოს გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულები და მასში შემავალი ქვედანაყოფები, სადაც თითოეული თანამშრომლის მიზანია უზრუნველყოს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს დაბის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებთან მისადაგების პროცესს.

01/06/2026

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ბავშვები ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი სიმდიდრე და მომავლის მთავარი საფუძველია. მათი უსაფრთხოება, განათლება, ჯანმრთელობა და ბედნიერი ბავშვობა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

ვულოცავ ყველა ბავშვს ამ განსაკუთრებულ დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერ, მზრუნველობითა და სიყვარულით სავსე ბავშვობას, წარმატებულ მომავალსა და უსაზღვრო შესაძლებლობებს.

- -
ეკატერინე ორჯონიკიძე
სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” თავმჯდომარე

https://bda.gov.ge/news/1966--.html

01/06/2026
31/05/2026

დღეს, 31 მაისს 12:00 საათზე აღნიშნე ბიატლონის საერთაშორისო დღე ბაკურიანში!

საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია გეპატიჟებათ ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

🗓️ თარიღი: 31 მაისი, 2026 წელი
🕔 დრო: 12:00 საათი
📍 მდებარეობა: დაბა ბაკურიანი, ბიატლონის ტრასა

ერთად ავღნიშნოთ ბიატლონის საერთაშორისო დღე!

27/05/2026

🎉🎉 1 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

📍 მერაბ კოსტავას სახელობის პარკი

⏰15:00 საათი

🎨 შემოქმედებითი მასტერკლასები და აქტივობები:

სახის მოხატვა გუაშით;

ყვავილების გვირგვინების დამზადება;

სამკაულების დამზადება;

ჭიქის სადგამების მოხატვა.

🎪 ჯადოსნური შოუ-პროგრამა:

საპნის ბუშტების შთამბეჭდავი წარმოდგენა;

მინიატურული თოჯინების თეატრი;

მოსიარულე საცირკო სანახაობა.

🎭 ანიმატორები და საყვარელი მასკოტები:

მსახიობები საჰაერო ბურთისა და პროპელერიანი თვითმფრინავის კოსტიუმებით;

მხიარული არლეკინები და თემატური მსახიობი ველოსიპედით;

საყვარელი გმირები (მასკოტები): ჟირაფი, სტიჩი და სპილო.
🎶 სტუმრების საზეიმო განწყობაზე ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები იზრუნებენ.

✨ შემოუერთდით დღესასწაულს, აჩუქეთ თქვენს პატარებს ღიმილი, სიხარული და დაუვიწყარი ემოციები!

27/05/2026

შეგახსენებთ, რომ ხვალ 28 მაისს, 13:00 საათზე, დაგეგმილია სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა დაბა ბაკურიანის კინოთეატრის შენობაში.

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, მრავალფუნქციური ტურისტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ქალაქგარეთ 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე დასასვენებელი კომპლექსური დასახლების (მათ შორის, სასტუმროსა და მასთან დაკავშირებული ნაგებობის) მშენებლობა.

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG”

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2026 წლის 28 მაისი, 13:00 საათი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის კინოთეატრის შენობა

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 1 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: [email protected] (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის და საჯარო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2026 წლის 30 აპრილს, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/5156549e-d7b3-41e3-a27f-7f59c551fa62

Photos from ბაკურიანის განვითარების სააგენტო • Bakuriani Development Agency's post 26/05/2026

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს — 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ეს დღე არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლო.

გილოცავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და გისურვებთ მშვიდობას, სიძლიერესა და წინსვლას!

- - -
ეკატერინე ორჯონიკიძე

სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” თავმჯდომარე

https://bda.gov.ge/news/1965--.html

25/05/2026

აღნიშნე ბიატლონის საერთაშორისო დღე ბაკურიანში!

საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია გეპატიჟებათ ბიატლონის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

🗓️ თარიღი: 31 მაისი, 2026 წელი
🕔 დრო: 12:00 საათი
📍 მდებარეობა: დაბა ბაკურიანი, ბიატლონის ტრასა

ერთად ავღნიშნოთ ბიატლონის საერთაშორისო დღე!

21/05/2026

ბორჯომის მუნიციპალიტეტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს. ბორჯომის ისტორიული პარკის შესასვლელთან არსებული მოედანი საქართველოს დროშებით გაფორმდება:


15: 00 საათი — ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

Want your business to be the top-listed Government Service in Bakuriani?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

1 Tamar Mepe Str
Bakuriani
1200