აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა

Share

სამუშაო საათები:
ორშაბათი-კვირა 10:00-19:00

*აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

*ბიბლიოთეკა წარმოადგენს ქალაქის მთავარ წიგნსაცავს, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციულ დაწესებულებას.

*მისი მიზანია საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება, მათი დაცვა და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნა; ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლების შედგენა.

29/05/2026

📚 აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის უნიკალური ფონდი წარმოგიდგენთ:

კურანი

მუჰამმადისა.

თბილისი

ელექტრომბეჭდავი ამხ. „შრომა“, მიხეილის პრ., №65

1906

Photos from აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა's post 27/05/2026

🗓️ დღეს, ბათუმის №20 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ერთად გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი განსაკუთრებულად ემოციური და შთამბეჭდავი ლიტერატურული საღამო —„ცვრიან ბალახზე, თუ ფეხშიშველა არ გავიარე — რაა მამული“.

🇬🇪 ღონისძიების მთავარი იდეა იყო სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული ღირებულებებისა და თავისუფლების მნიშვნელობის გააზრება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, რომლებშიც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით იყო წარმოჩენილი საქართველო.

26/05/2026
13/05/2026

📖 ციფრული ბიბლიოთეკა - „ივერიელი“ წარმოგიდგენთ წიგნის ელექტრონულ ვერსიას - ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი.
თბილისი - სახელმწიფო გამომცემლობა
1954 წელი

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/301519

Photos from აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა's post 11/05/2026

📚ბათუმის აკაკი წერეთელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში ჩატარდა გეგმიური ღონისძიება — საუბარი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის, იმედის დღის აღსანიშნავად.

✨ ღონისძიება გახსნა საბავშვო განყოფილების ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ, რომელმაც მოზარდებს წარუდგინა თემატური სტენდი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საბავშვო ლიტერატურა საქართველოს ეკლესიისა და წმინდანების შესახებ, ასევე პატრიარქის ეპისტოლეთა კრებული. შეხვედრაზე ისაუბრეს რწმენის მნიშვნელობაზე, ილია მართლისეული ფორმულის — „ენა, მამული, სარწმუნოება“ — არსსა და ფასეულობაზე. პატრიარქის ეპისტოლეებიდან ამონარიდები ფერად ფურცლებზე ამობეჭდილი გადაეცათ მოზარდებს.

📌 ღონისძიებას ესწრებოდა ბიბლიოთეკის დირექტორი ნატალია ძიძიგური, რომელმაც საღამოს დასასრულს დამსწრეებს მიულოცა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ისაუბრა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ უნიკალურ გამოცემებზე, წიგნის მნიშვნელობასა და იმ მრავალფეროვან ღონისძიებებზე, რომლებიც რეგულარულად იმართება ბიბლიოთეკის სივრცეში.

08/05/2026

📝 ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის უნიკალური ფონდი წარმოგიდგენთ:

მოსე ხონელი და მისი ამირან-დარეჯანიანი

წერილი მ.ჯანაშვილისა

სტამბა მაქსიმე შარაძისა

ტფილისი

1895

Photos from აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა's post 08/05/2026

📚 ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებამ, პროექტის „ბავშვები ბიბლიოთეკაში“ ფარგლებში, სკოლამდელი განათლების დაწესებულების აღსაზრდელთა კიდევ ერთ ჯგუფს უმასპინძლა. ბავშვთა დარბაზში სტუმრობისას, პატარები წიგნის სამყაროსა და ბიბლიოთეკის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.
📝 შეხვედრის მთავარი თემა იყო „წიგნის გზა მკითხველამდე“. ბავშვებმა დაათვალიერეს წიგნადი ფონდები და პრესის დარბაზი, რის შემდეგაც ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკაში.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან ბიბლიოთეკის დიდ ოჯახს ბევრი ახალი, ნორჩი მკითხველი შეემატა. 🌟
#ბავშვებიბიბლიოთეკაში #საჯარობიბლიოთეკა
#ნორჩიმკითხველი
#წიგნიერება

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address

ქ. ბათუმი ვაჟა-ფშაველას 21
Batumi
6010