04/06/2026
მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აჭარას ქვემო სილეზიის ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების 10 პედაგოგი ეწვია.
პედაგოგებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე და განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს პედაგოგთა პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი ტრენინგები, თემატური შეხვედრები.სტუმრები გაეცნობიან რეგიონის კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს.
პროექტი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება რეგიონებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
28/05/2026
➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა ტრენინგები, რომლის მიზანია სკოლების მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში.
➡️ ტრენინგ მოდული - „სკოლის საჭიროებების დიაგნოსტიკა და განვითარების დაგეგმვა“ განკუთვნილია საჯარო სკოლების დირექტორების, მათი მოადგილეებისა და ხარისხის მართვის პროცესში ჩართული პირებისთვის. ტრენინგი მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 4 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
➡️ 2026 წლის 21-24 მაისს აჭარის განათლების ფონდში დაიგეგმა და TEAMS პლატფორმაზე ჩატარდა ტრენინგი ბოლო ჯგუფისათვის. ტრენინგი ჩაატარა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერმა - კახაბერ ჩაკვეტაძემ.
➡️ მოდულის ფარგლებში მონაწილეები მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლისგან (მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, ადმინისტრაცია) მონაცემების შეგროვება და ანალიზი, სკოლის საჭიროებების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია, მათ საფუძველზე ფუნქციების განსაზღვრა კარიერული წინსვლის პროცესში ჩართული მასწავლებლებისთვის.
➡️ სატრენინგო მოდულის გავლის შემდეგ სკოლის წარმომადგენლები შეძლებენ, გააძლიერონ თითოეული სკოლის კონტექსტს მორგებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა.
➡️ 23 მაისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ამ ეტაპზე სქემის მხარდამჭერი ტრენინგები დასრულდა.
25/05/2026
✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს აჭარის საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს პოლონეთში, ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში (ქ. ვროცლავი) ერთკვირიანი სტაჟირებისათვის.
ყურადღება!!! ქ. ვროცლავში სტაჟირების კონკურსი აჭარის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ბლოკის მასწა
✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს აჭარის საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნი....
25/05/2026
✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს, რომლის მიზანია სკოლების მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში.
✅ ტრენინგ მოდული - „სკოლის საჭიროებების დიაგნოსტიკა და განვითარების დაგეგმვა“ განკუთვნილია საჯარო სკოლების დირექტორების, მათი მოადგილეებისა და ხარისხის მართვის პროცესში ჩართული პირებისთვის. ტრენინგი მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 4 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
✅ 2026 წლის 14-17 მაისს აჭარის განათლების ფონდში დაიგეგმა და TEAMS პლატფორმაზე ჩატარდა ტრენინგი შვიდი ჯგუფისათვის. ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: კ. ჩაკვეტაძე, ნ. მგელაძე, მ. აბაშიძე, ი. მოსიძე, ხ. ტოტოჩავა, თ. ძველაია და დ. აბურჯანია.
✅ მოდულის მიზნებია: მონაწილეებმა შეძლონ გამოვლენილი საჭიროებების გარდაქმნა ფუნქციებად, შესაბამისი კომპონენტების (ობიექტი, პროცესი) გათვალისწინებით, და ერთწლიანი პერიოდისთვის შესასრულებელი ფუნქციების განსაზღვრა; შეძლონ თვითშეფასების კითხვარის, როგორც მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტის, გამოყენება, მისი სტრუქტურის, შეფასების სკალისა და სხვადასხვა აქტორისთვის განკუთვნილი ვერსიების გააზრება; შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა ტრენინგზე მიღებული ცოდნის სკოლაში დანერგვისათვის.
✅ მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: განმარტონ სკოლის საჭიროების დადგენის არსი, მისი ციკლური ხასიათი და მნიშვნელობა სკოლის განვითარებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში; აღწერონ სკოლის საჭიროების დადგენის ციკლის ძირითადი ეტაპები (ფოკუსის განსაზღვრა, მონაცემების შეგროვება, ანალიზი, განვითარების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი) და ახსნან მათ შორის ლოგიკური კავშირი; დაასაბუთებენ, თუ რა რისკებს შეიცავს გადაწყვეტილებების მიღება მტკიცებულებების გარეშე.
✅ 16 მაისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდნენ ფონდის კოორდინატორები. აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად გაგრძელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წევრებისათვის.
11/05/2026
➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაიწყო ტრენინგების ახალი ციკლი, რომლის მიზანია სკოლების მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში საჭიროებების სისტემურ შესწავლასა და შეფასების კომისიების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.
➡️ ტრენინგ მოდული - „სკოლის საჭიროებების დიაგნოსტიკა და განვითარების დაგეგმვა“ განკუთვნილია საჯარო სკოლების დირექტორების, მათი მოადგილეებისა და ხარისხის მართვის პროცესში ჩართული პირებისთვის. ტრენინგი მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 4 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
➡️ 2026 წლის 7-10 მაისს აჭარის განათლების ფონდში დაიგეგმა და TEAMS პლატფორმაზე ჩატარდა ტრენინგი ექვსი ჯგუფისათვის. ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: კ. ჩაკვეტაძე, ნ. მგელაძე, მ. აბაშიძე, ი. მოსიძე, ხ. ტოტოჩავა და დ. აბურჯანია.
➡️ მოდულის ფარგლებში მონაწილეები მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლისგან (მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, ადმინისტრაცია) მონაცემების შეგროვება და ანალიზი, სკოლის საჭიროებების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია, მათ საფუძველზე ფუნქციების განსაზღვრა კარიერული წინსვლის პროცესში ჩართული მასწავლებლებისთვის.
➡️ სატრენინგო მოდულის გავლის შემდეგ სკოლის წარმომადგენლები შეძლებენ, გააძლიერონ თითოეული სკოლის კონტექსტს მორგებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა.
➡️ 9 მაისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდნენ ფონდის კოორდინატორები. აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად გაგრძელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წევრებისათვის.
21/04/2026
•დღეს აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე,
მოადგილე ედუარდ მიქელაძესთან და თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდნენ ფერიის საჯარო სკოლაში, სადაც აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის განათლების ფონდის ეგიდით მიმდინარეობს აფხაზური ენის შემსწავლელი უფასო კურსები.
•ვიზიტის ფარგლებში დაესწრნენ გაკვეთილს, გაეცნენ სასწავლო პროცესს, მოსწავლეთა ჩართულობას და კურსის მიმდინარეობას. ასევე ადგილზე ისაუბრეს არსებულ პირობებსა და საჭიროებებზე.
•აფხაზური ენის სწავლა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და გააღრმავონ ურთიერთობები.