11/12/2019
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა📈🔝📊 ზრდა⬆43%
2019 წლის 9 თვის მონაცემებით, აჭარაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 112.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს📈
#ინვესტიციები #უცხოურიინვესტიციები #ეკონომიკა
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა📈🔝📊 ზრდა⬆43%
2019 წლის 9 თვის მონაცემებით, აჭარაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 112.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს📈✅
02/12/2019
მე-9 საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენა " Batumi Build 2019" (6-8 დეკემბერი)
9th International Exhibition For Construction Materials,Technologies and Real Estate "Batumi Build 2019 " (6-8 December)
19/07/2019
eAuction
11 235 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.01.564),
13/03/2019
↪ #ბიზნესფორუმი #ინვესტიციები #ეკონომიკა #ბათუმივროცლავი #აჭარა2019 ⤵
✅🔜🔛2019 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ბიზნეს ფორუმი „ბათუმი-ვროცლავი“ გაიმართება.
➡საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნობიან.
🖊📘პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ.
✅ფორუმზე პოლონეთის წარმომადგენლებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდებათ. ფორუმის მონაწილეები ასევე აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნობიან.
➡ფორუმის ფარგლებში ბათუმს ტურიზმის, მშენებლობის, საფინანსო და სხვა სექტორში მოღვაწე პოლონური კომპანიები ეწვევიან.
➡პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს.
27/11/2018
07-09 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო "ეუფორიაში" გაიმართება, სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე-8 საერთაშორისო გამოფენა "BATUMIBUILD 2018"
26/11/2018
#ბიზნესი #ინვესტიციები #ეკონომიკა2018 #აჭარა2018
►აჭარაში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია იმყოფება.
►აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.
►მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე და ამ სფეროში არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა. დელეგაციის წევრებმა აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
►ჯაბა ფუტკარაძემ სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური განვითარებაზე,მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
►მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
►ოფიციალური დეგელაციის წევრებთან შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები თორნიკე კუჭავა და თინა ზოიძე ესწრებოდნენ.
26/11/2018
#ახალიინვესტიცია #ეკონომიკა #დასაქმება #ტურიზმი #ინფრასტრუქტურა #აჭარა2018
✅🔛ქობულეთში, 40 მლნ ლარის ღირებულების, ახალი საინვესტიციო პროექტი დაიწყო.
➡პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების, 240 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა განხორციელდება.
✅სასტუმროში გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები განთავსდება. სასტუმროში ასევე რეკრეაციული ზონა მოეწყობა.
✅მშენებლობის პროცესში 150 ადამიანი, ხოლო ოპერირებისას 70 მოქალაქე დასაქმდება.
↗სასტუმრო კომპლექსს საძირკველი აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და შპს "ელ&ერ კომპანის" გენერალურმა მენეჯერმა გიორგი შერაზადიშვილმა ჩაუყარეს.
↗ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდელო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სხვა ოფიციალური და არაოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
↗სასტუმროს მშენებლობას შპს "ელ&ერ კომპანი" ახორციელებს.
13/11/2018
Invest in Batumi - Home
Why invest in Ajara?