აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი

Share

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი

05/06/2026

პოლონეთის ქალაქ გდანსკში, პულში საერთაშორისო ტურნირი „ბალტიის თასი“ გაიმართა, სადაც წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 🥇 აჭარის ნაკრების წევრმა ლევან კიკალიშვილმა.

🏆 ეს შედეგი ბილიარდის პულის სახეობაში, საერთაშორისო ტურნირებზე ქართველი სპორტსმენის მიერ მოპოვებული პირველი ოქროა.

Photos from აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი's post 05/06/2026

თბილისმა სპორტულ კარატეში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 16 ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 600-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრების წევრებმა.

🥇 თამარ ცინცაბაძე

🥇 ანდრია ონიანი

🥇 მარიამ მალანია

🥇 ქეთი ხარაძე

🥈 ანდრია კუპრეიშვილი

🥉 დემეტრე ცინცაძე

🥉 ლუკა ახვლედიანი

🥉 ანდრია არჯევნიშვილი

🥉 ანა მხეიძე

🥉 გიგი ბაკურიძე

ვულოცავთ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ამ წარმატებას.

Photos from აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი's post 04/06/2026

🔹აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასლან ბალაძე, ბათუმში მიმდინარე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებს დაესწრნენ. შეხვედრისას მათ ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

🔹ბათუმი საქართველოს პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ყოველდღიურად იმართება. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდული სპორტის განვითარების ხელშეწყობა და რეგიონებს შორის სპორტული კავშირების გაძლიერება.

🔹ფესტივალში ქვეყნის 12 რეგიონიდან 1200-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობს.

Photos from აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი's post 03/06/2026

🔹ველოსპორტში აჭარის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად ველომრბოლელები სომხეთის რესპუბლიკიდანაც მონაწილეობდნენ.

🔹ტურნირი ოთხი დღის განმავლობაში მინდინარეობდა და გამარჯვებულები, როგორც ცალკეულ, ასევე ოთხივე ეტაპზე დაგროვილი ქულებით გამოვლინდნენ.

იუნიორები
ჩემპიონი გახდა აჭარის ნაკრების წევრი 🥇 გიორგი ბაბილოძე.

ელიტა
ვიცე-ჩემპიონი გახდა აჭარის ნაკრების წევრი 🥈 გიორგი გობაძე.

🔹ჩემპიონატი აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ველოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

Photos from აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი's post 03/06/2026

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სხვა ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, საქართველოს სპორტის მინისტრმა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.

2-6 ივნისს ბათუმი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს, რომელშიც ქვეყნის 12 რეგიონიდან 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

გახსნის ცერემონია საქართველოს 12 რეგიონის დელეგაციების აღლუმით დაიწყო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორმა სპორტსმენებმა საზეიმოდ აღმართეს. ღონისძიებაზე ტრადიციული ოლიმპიური ფიცი, ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების სახელით, აჭარის რეგიონის წარმომადგენელმა, ტაეკვონდოისტმა ვიოლა ცეცხლაძემ დადო. ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო.

Photos from აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი's post 02/06/2026

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე და აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე, აჭარის რეგიონის ნაკრები გუნდების სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობასა და მის როლზე სპორტის განვითარებაში. მხარეებმა წარმატებები უსურვეს ახალგაზრდა სპორტსმენებსა და სპორტული ფორმები გადასცეს მათ.

ბათუმი 2-6 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ეტაპს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 17 სახეობაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 12 რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი. სხვადასხვა სახეობაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, ხოლო ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცემა იმ რეგიონს, რომელიც ქულათა ჯამური მაჩვენებლით საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.

ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია 2 ივნისს გაიმართება.

🕘 21:00
📍აჭარაბეთ არენა, ლადო გუდიაშვილის N12
🔹 დასწრება თავისუფალია

01/06/2026
31/05/2026

ხორვატიაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და 87 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა აჭარის ნაკრების წევრმა ლუკა კოჩალიძემ 🥇

ვულოცავთ სპორტსმენსა და მწვრთნელს ამ წარმატებას.

31/05/2026

ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის II სერიაში, წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრების წევრმა მამუკა კორძაიამ და +90 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 🥇

🔹ჩემპიონატი ჯამში ხუთ სერიას მოიცავს, ხოლო ფინალურ სერიაში გამარჯვებული, ხუთივე ეტაპზე დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდება.

🔹მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპს 20-21 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს.

31/05/2026

🥋 ბათუმმა კონტაქტურ კარატეში აჭარის თასს უმასპინძლა, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 17 წლამდე ასაკის 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის აჭარის ნაკრების წევრებიც, რომლებმაც აღნიშნულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

ბათუმი, ლადო გუდიაშვილის N4
Batumi
6000

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00