ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall

Share

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall

Photos from ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall's post 04/06/2026

ბოლნისის სპორტის სასახლეში კიკბოქსინგისა და ტაიბოქსინგის 33-ე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს

ჩემპიონატის საზეიმო გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსთან, კობა ჟღენტთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. ალექსანდრე ზაბახიძემ სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და ასპარეზობაში წარმატება უსურვა.

ჩემპიონატში, რომელსაც ბოლნისი პირველად მასპინძლობს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

სპორტული ჩემპიონატი 6 ივნისს დასრულდება და გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

04/06/2026

8 ივნისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდებარედ (გიორგი სააკაძის ქუჩა N1), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება.

ხელმისაწვდომი გამოკვლევები:

მკერდის კიბოს სკრინინგი – 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის.

მომსახურება მოიცავს:
მამოლოგის მიერ მკერდის ფიზიკალურ გასინჯვას;
მამოგრაფიულ გამოკვლევას სტანდარტულ (პირდაპირ და ირიბ) პროექციაში;
შედეგების გადამოწმებას 2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად;
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, მკერდის ულტრაბგერით გამოკვლევას.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის.

სკრინინგის დღეს, პარალელურ რეჟიმში, ასევე შესაძლებელი იქნება შემდეგი ინფექციების შემოწმება:
HBV (B ჰეპატიტი);
HCV (C ჰეპატიტი);
HIV (აივ ინფექცია/შიდსი);
არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი.

Photos from ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall's post 02/06/2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ფაზაშია.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, დაბა კაზრეთში 300 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი აშენდა. სრულად რეაბილიტირდა სოფელ ქვემო ბოლნისისა და ტანძიის საბავშვო ბაღები, რომლებიც ჯამში 225 აღსაზრდელს მოემსახურება.

პროექტის ფარგლებში ბაღებში გათვალისწინებულია ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება. ბაღში, სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად, მოეწყობა სათამაშო და რეკრეაციული ზონები.

საბავშვო ბაღები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანთან ერთად დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მათი ჯამური ღირებულება 10 917 741 ლარს შეადგენს.

Photos from ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall's post 01/06/2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბავშვთა საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში კულტურული და გასართობი ღონისძიებები მოეწყო.

პარკში მისულ პატარა სტუმრებს ადგილზე გასართობი სივრცე, კოსტიუმირებული მსვლელობა ზღაპრის გმირების მონაწილეობით, საპნის ბუშტებისა და ქიმიური შოუ დახვდათ. ღონისძიება ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულ საესტრადო ანსამბლ „იმედის“ კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვალენტინა ნავერიანი, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ასათიანი, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის ხელმძღვანელი, თეა გეთიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

01/06/2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა

ფესტივალი საქართველოში მეოთხედ ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 60-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის ღვინო იყო წარმოდგენილი.

Photos from ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall's post 01/06/2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა

ფესტივალი საქართველოში მეოთხედ ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 60-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა კონკურსი. ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა დიდი ოქროს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ღვინოები. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებიდან ოქროს მფლობელ 11 ღვინოს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი იტალიაში მერანოს 2026 წლის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს.

ბოლნისის ძველ უბანში სტუმრებს სასიამოვნო მუსიკა, მრავალფეროვანი კვების ობიექტები, საბავშვო სივრცე, სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები დახვდათ.

ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა კვარტეტი „ჩვენი ბიჭები“ და ქართული ცეკვის ანსამბლი „არტ ლაბორატორია“. ღონისძიება ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტით დასრულდა.

ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.

ღვინის ფესტივალს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მოადგილეები: იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობისა და კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.

ფესტივალის წარმდგენი იყო კომპანია „არემჯი“, ხოლო მხარდამჭერები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი და ბოლნისის ღვინის გაერთიანება.

01/06/2026
Want your business to be the top-listed Government Service in Bolnisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

ს. ს. ორბელიანის ქ. N106
Bolnisi
1100

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00