ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო

Share

საჯარო დაწესებულება

Photos from ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 06/05/2026

დღეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ თაიაში, ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვას მრევლთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

წირვა მღვდელმონაზონმა ეგნატემ (ესართია) და მღვდელმა გიორგი ქვარცხავამ აღავლინეს.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცეს.

06/05/2026
Photos from ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 05/05/2026

დღეს, ქალაქ ჩხოროწყუში, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში, უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჩატარდა სხვადასხვა პროფილის სკრინინგული კვლევები, მათ შორის ისეთ ინფექციურ დაავადებებზე, როგორიცაა: აივი/შიდსი, B და C ჰეპატიტები. პროცესს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია და მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, რომლებმაც თავადაც მიიღეს მონაწილეობა.

სკრინინგების მიზანია პათოლოგიური ცვლილებების დროული აღმოჩენა ხშირად მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

უფასო სკრინინგ-აქცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ჩხოროწყუს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.

Photos from ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 04/05/2026

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს ოჩხომურის უბნის 47-ე ქუჩის სახელდების შესახებ.

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საჯიქიოს უბნის 35-ე ქუჩის სახელდების შესახებ.

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ,,ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების,კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი"- სთვის თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე .

საკრებულოს წევრებმა კენჭი უყარეს, აღნიშნული საკითხების დამტკიცებას.

01/05/2026

2026 წლის 4 მაისს, 12:00 საათზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება.

სხდომაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს ოჩხომურის უბნის 47-ე ქუჩის სახელდების შესახებ, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საჯიქიოს უბნის 35-ე ქუჩის სახელდების შესახებ, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

Photos from ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 29/04/2026

ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, აკაკი ხორავას დაბადებიდან 131 წელი გავიდა.

დღეს, სოფელ ლესიჭინეში (ოჩხომურის უბანი) მის მშობლიურ მიწაზე, აკაკი ხორავას სახელობის სახლ-მუზეუმში, საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ დიდ კვალს, რომელიც მან ქართულ კულტურასა და თეატრში დატოვა.

საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, მოწვეული სტუმრები, საჯარო სამსახურების წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და ინტელიგენციის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა და გაცნობოდა აკაკი ხორავას ცხოვრებასა და შემოქმედებას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისაუბრეს დიდი მსახიობის პიროვნებასა და შემოქმედებით გზაზე.

მერიის კულტურის სამსახურთან არსებულმა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა კომპოზიცია აკაკი ხორავას შემოქმედებიდან.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლესიჭინეს №1 და №3 საჯარო სკოლების, ასევე ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ღია ცის ქვეშ მოეწყო აკაკი ხორავას შემოქმედების ამსახველი ფრაგმენტების ჩვენება.

დასასრულს, სიმბოლურად, სასკოლო თეატრალურ ნომინაციებში გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება გაიმართა მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმისა და აკაკი ხორავას სახელობის სახლ-მუზეუმის მხარდაჭერით.

Photos from ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 29/04/2026

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ფორმატში მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში შემავალი სამსახურების სამი თვის შესრულების ანგარიშის მოსმენა გაიმართა.
ბიუროს წევრებმა მოისმინეს: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურების ანგარიში.
შეხვედრას უძღვებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამვჯდომარე ჯანო პერტაია. საანგარიშო მოსმენას ესწრებოდნენ ბიუროს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა ჯიქია, მოადგილე თემო სახურია, გოგა თოლორდავა, მერის პირველი მოადგილე ლაშა ჟვანია, მოადგილე თამარ ქობალია და საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ზაზა ხორავა.
შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა.

Photos from ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 28/04/2026

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ფორმატში მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში შემავალი ა(ა)იპ -ის სამი თვის შესრულების ანგარიშის მოსმენა გაიმართა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ა(ა)იპ-ები :
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავებისა, კეთილმოწყობის და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი,
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის გაერთიანება“,
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა“
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება“,
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი“,
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრი“,
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო გაერთიანება“,
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეცხოველეობოს განვითარების ცენტრი“,
შ.პ.ს ,, ჩხორწყალისა და ქიმბაქტის გაერთიანება“,
შ.პ. ს ,,ჩხოროწყუ სამეგრელო“.

შეხვედრას უძღვებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამვჯდომარე ჯანო პერტაია.

საანგარიშო მოსმენას ბიუროს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა ჯიქია, მოადგილე თემო სახურია, მერის პირველი მოადგილე ლაშა ჟვანია და საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ზაზა ხორავა ესწრებოდნენ.

შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა.

Photos from ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 27/04/2026

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია უძღვებოდა.

ბიუროს სხდომაზე განხილულიქნა შემდეგი საკითხები:

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს ოჩხომურის უბნის 47-ე ქუჩის სახელდების შესახებ , საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საჯიქიოს უბნის 35-ე ქუჩის სახელდების შესახებ , საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს აღნიშნული საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას.

Photos from ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 27/04/2026

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დაზმირ დარსალია უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქ. ჩხოროწყუში, კ. გამსახურდიას ქუჩის მე-3 შესახვევში მდებარე 1102 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N46.02.31.402) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისია აგრძელებს მუშაობას.

Photos from ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 23/04/2026

დღეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ კობა წურწუმიას დაბადებიდან 42 წელი შეუსრულდებოდა.

კობა წურწუმიამ სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გაწირა. ის ომში წინა ხაზზე იბრძოდა და 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, გმირულად დაიღუპა.

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან კობა ჯიქიასთან, საკრებულოს წევრებთან და მერის პირველ მოადგილესთან ლაშა ჟვანიასთან ერთად, პატივი მიაგეს გმირის ნათელ ხსოვნას და საფლავი ყვავილებით შეამკეს.

კობა წურწუმიას სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში — როგორც თავდადების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის სიმბოლო.

Want your business to be the top-listed Government Service in Chkhorotsku?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

ჩხოროწყუ, აღმაშენებლის 1
Chkhorotsku
5000