არაგვის დაცული ლანდშაფტი / Protected Landscape Of Aragvi

არაგვის დაცული ლანდშაფტი /  Protected Landscape Of Aragvi

Share

არაგვის დაცული ლანდშაფტი

01/06/2026

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

Photos from გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 28/05/2026

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) მუდმივი მხარდაჭერისთვის.
მათი თანადგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც ადმინისტრაციის ინსტიტუციური და დარგობრივი განვითარების, ისე ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
აღნიშნული მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაცული ლანდშაფტის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია აფასებს მრავალწლიან თანამშრომლობას და იმედოვნებს, რომ ეს წარმატებული პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.

—————————

The Administration of the Aragvi Protected Landscape sincerely expresses its gratitude to the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia and Caucasus Nature Fund for their continuous support and cooperation.

Their contribution is of great importance for both the institutional and professional development of the Administration, as well as for ensuring its financial sustainability.

This support plays a significant role in the protection of the natural and cultural heritage of the protected landscape, the support of local communities, and the promotion of sustainable development.

The Administration of the Aragvi Protected Landscape highly values this long-term partnership and hopes for continued successful cooperation in the future.

19/05/2026

🐻 ტყის ოფიციალური ინსპექტორი გამოვიდა შემოვლაზე....
ნახა ყველაფერი რიგზე იყო და ისევ წავიდა თაფლის პრემიაზე 🍯😄

---------------------

🐻 The official forest inspector came out for a walk....
He saw that everything was in order and went back to the honey premium 🍯😄

17/05/2026

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!

Photos from არაგვის დაცული ლანდშაფტი /  Protected Landscape Of Aragvi's post 14/05/2026

🌿 არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი და ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსი მირიან ოდიშელიძე დაესწრნენ დასკვნით შეხვედრას — „კონფლიქტების მართვა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მიერ“.

🤝 შეხვედრა განხორციელდა კავკასიის ბუნების ფონდი-ის მხარდაჭერით, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების პროფესიულ განვითარებასა და გადამზადებას.

📚 შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო კონფლიქტების მართვის სახელმძღვანელო, მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, ტრენინგების შედეგად მიღებული გამოცდილება და რეკომენდაციები სახელმძღვანელოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

————————————

🌿 Director of the Aragvi Protected Landscape Administration, Nato Tskaruashvili, and Head of the Natural Resources Management and Protection Department, Mirian Odishelidze, attended the final meeting on “Conflict Management by Protected Area Administrations.”

🤝 The meeting was funded and supported by the Caucasus Nature Fund, which continuously supports the professional development and capacity building of protected area administrations.

📚 The purpose of the meeting was to present the conflict management guideline, discuss its practical application, share experiences gained through the conducted trainings, and receive recommendations for further improvement of the guideline.

07/05/2026

🌿 არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ტერიტორია იანვრიდან გაფართოვდა და დაემატა ვაშლობის ტერიტორია, გახდა 103 440 ჰექტარი.

📺 აღნიშნულ თემაზე „იმედის დილამ“ სიუჟეტი მოამზადა, სადაც საუბარი იყო ადმინისტრაციის გაფართოებაზე და შემეცნებით ბილიკზე, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ბუნება უფრო ახლოდან შეიცნონ.

💚 მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ეკოტურიზმის განვითარებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას

——————————————

🌿 Since January, the territory of the Aragvi Protected Landscape Administration has expanded with the addition of the Vashlovani area, reaching a total of 103,440 hectares.

📺 “Imedis Dila” prepared a feature story on this topic, highlighting the expansion of the administration and the educational trail, which allows visitors to explore nature more closely.

💚 Such activities contribute to the development of ecotourism and raise environmental awareness.

Photos from არაგვის დაცული ლანდშაფტი /  Protected Landscape Of Aragvi's post 30/04/2026

✅ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსმა მირიან ოდიშელიძემ რეინჯერებთან ერთად ჩაატარეს დასუფთავების აქცია და გაწმინდეს შემეცნებითი ბილიკი ფშავში.

🌿 აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა ბუნებრივი გარემოს დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და ეკოტურიზმის ხელშეწყობას. ბილიკის გაწმენდა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ვიზიტორებისთვის გადაადგილების პირობებს და ქმნის უსაფრთხო, სუფთა და სასიამოვნო გარემოს ბუნებაში მოსეირნეებისთვის.

♻️ მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ბუნების წინაშე. არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია აქტიურად განაგრძობს გარემოს დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას და მოსახლეობასაც მოუწოდებს, ჩაერთონ მსგავს აქტივობებში.

🌍 გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას — ის ჩვენი საერთო სიმდიდრეა!

—————————

✅ The Head of the Natural Resources Management and Protection Department of the Aragvi Protected Landscape Administration, Mirian Odishelidze, together with rangers, carried out a large-scale clean-up activity in Pshavi and thoroughly cleaned the educational trail.

🌿 The initiative aimed to protect the natural environment, preserve biodiversity, and promote ecotourism. Cleaning the trail significantly improves accessibility for visitors and creates a safe, clean, and enjoyable environment for those exploring nature.

♻️ Such activities once again highlight the importance of caring for the environment and the responsibility each of us has towards nature. The Aragvi Protected Landscape Administration continues to actively implement environmental protection initiatives and encourages the public to get involved.

🌍 Let’s protect our nature — it is our shared treasure!

29/04/2026

🐷 სამი გარეული ღორის კამერის წინ პოზიორობა.

---------------

🐷 Three wild boars posing for the camera.

Photos from არაგვის დაცული ლანდშაფტი /  Protected Landscape Of Aragvi's post 28/04/2026

🗻ხევსურეთი. ბარისახო.
💒ხმალას მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.
ეკლესია აუგიათ თამარის მეფობის დროს მე-12 საუკუნეში. მისი ფშავ-ხევსურეთში მოგზაურობის პერიოდში. ამბობენ,რომ აქ მდგარა მირონის ხე ამ ხიდან გაღმა მოპირდაპირე გორზე, სადაც შურის ციხეებია ალვის ხეზე ყოფილა ოქროს შიბი გაბმული ზედ მგალობლები მსდარან.
ზურაბ ერისთავის ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მას მოუჭრეინებია ეს მირონის ხე ოქროს შიბი გაწყვეტილა და ცაში წასულა, მგალობლებიც თან გაჰყოლიან.
"...შიბ გაწყდა ცაში წავიდა, წიოდა, როგორც გველიო"...
წლების შემდეგ აქ აუშენებიათ საერთო საცხოვრებელი, სადაც უმეტესად სკოლის პერსონალს უცხოვრია.ამბობენ ვინც აქ სახლობდა ვერავინ გაიხარაო...
..2012-2014 წლებში მთავრობის გადაწყვეტილდბით დაიწყეს ეკლესიის აშენება. მისი დასრულების შემდეგ მოწვეული იქნა ილია || , რომელმაც აკურთხა ტაძარი. შაბათ კვირას მიმდინარეობს წირვა-ლოცვა...მსახურებას ატარებს მამა ლაზარე(ლუხუმ) ივანიაშვილი...

—————————

🗻 Khevsureti. Barisakho
💒 Khmala Archangel Church

The church is believed to have been built during the reign of Queen Tamar in the 12th century, during her travels in the Pshav-Khevsureti region.

According to legend, a sacred myrrh tree once stood here. From this tree, a golden rope stretched across to the opposite hill, where the Shuri fortresses are located. Singers were said to sit upon the rope, chanting hymns.

During one of the campaigns of Zurab Eristavi, the myrrh tree was cut down. The golden rope snapped and rose into the sky, and the singers followed it.

“…The rope broke and flew into the sky, hissing like a serpent…”

Years later, a residential building was constructed on this site, where mostly school staff lived. It is said that no one who lived there found happiness.

Between 2012 and 2014, by government decision, the church was rebuilt. After its completion, His Holiness Ilia II was invited to consecrate the temple.

Today, services are held on weekends, led by Father Lazare (Lukhumi) Ivanishvili.

Photos from არაგვის დაცული ლანდშაფტი /  Protected Landscape Of Aragvi's post 24/04/2026

🌿🦌შველი არაგვის დაცული ლანდშაფტი — ადგილი, სადაც ბუნება თავის ნამდვილ სახეს გიჩვენებს.

შველი არაგვის დაცული ლანდშაფტი გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, დაუვიწყარი ხედებითა და სუფთა გარემოთი. აქ თითოეული ბილიკი ახალი აღმოჩენებისკენ მიგიძღვება — იქნება ეს ულამაზესი ტყეები, მდინარის ხმაური თუ იშვიათი სახეობების ხილვა.

💚 ამ სივრცის დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. შევინარჩუნოთ ბუნება ისე, რომ მომავალ თაობებსაც ჰქონდეთ მისი შეგრძნების შესაძლებლობა.

📍 ეწვიეთ, აღმოაჩინეთ და გაუფრთხილდით!
#შველიარაგვი #დაცულიტერიტორიები #ბუნებისდაცვა #საქართველო

—————————

🌿🦌The deer Aragvi Protected Landscape — a place where nature reveals its true beauty.

Deer Aragvi Protected Landscape stands out for its unique biodiversity, breathtaking views, and pristine environment. Every trail here leads you to new discoveries — whether it’s lush forests, the sound of the river, or the chance to encounter rare species.

💚 Protecting this space is our shared responsibility. Let’s preserve nature so future generations can experience it too.

📍 Visit, explore, and take care!

Want your business to be the top-listed Government Service in Dusheti?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address

Aghmashenebeli #27
Dusheti
1800

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00