გადავარჩინოთ ხადის ხეობა / Save the Khada Valley
#დაიცავიხადა!
17/01/2021
ქვეშეთი-კობის გზის პროექტი ხადის ისტორიული ხეობისთვის საგანგაშო სიტუაციას შექმნის — ICOMOS ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ანგარიშის თანახმად, ხადის ხეობა, სადაც ქვეშეთი-კობ....
27/11/2020
რა უნდოდა ჰესებს მყინვარის ძირში - გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის აღიარება „ლარსი ჰესთან დაკავშირებით, მერაბ გაფრინდაშვილისთვის კი არა, მოხევესთვის რომ გეკითხათ, ის გეტყოდათ, რომ იქ ჰესის...
11/07/2020
Sign Petition: გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა / Save the unique Khada Valley in the Caucasus Mountains #გადავარჩინოთხადა უნიკალური (255 signatures on petition)
03/07/2020
ხადის ხეობა, სოფ. ბენიანი.
29/06/2020
ქვეშეთი-კობის მაგისტრალის კვლევების სანდოობისა და ხარისხის კიდევ ერთი "დამადასტურებელი" ფაქტი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი-ს წარმომადგენლები აცხადებენ რომ ICOMOS საქართველო იყო ჩართული კვლევებში, რაზეც საბჭოს ქართული მხარე მტკიცე უარს აცხადებს და გვაფრთხილებს პროექტის ფარგლებში გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების შესახებ.
ICOMOS - ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო
ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადება
(ICOMOS საქართველო)
2020 წლის 27 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - რეალური სივრცე, რომელიც მიეძღვნა ხადის ხეობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებს საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის კონტექსტში, გაჟღერდა, რომ გზის პროექტის „გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ავტორის მიერ ნახსენები იქნა“, ორგანიზაცია „ICOMOS“-ის ჩართულობა წინასაპროექტო კვლევებში.
ICOMOS საქართველო აცხადებს, რომ ორგანიზაციებს ICOMOS და ICOMOS საქართველოს, არც ერთ ეტაპზე არ მიუღიათ მონაწილეობა საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტირების რომელიმე კვლევის მომზადებაში, ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ICOMOS-ის სახელის და ლოგოს გამოყენება (კვლევებსა და სხვა დოკუმენტებში) დაუშვებელია საერთაშორისო ICOMOS-ის საბჭოს სპეციალური ნებართვის გარეშე, რაც განსაზღვრულია ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტით.
მოვუწოდებთ, ზემოთაღნიშნული პროექტის დონორ ორგანიზაციებს, დამკვეთს, პროექტის შემსრულებლებს, ექსპერტებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
რაც შეეხება ICOMOS საქართველოს პოზიციას ხადის ხეობის გარშემო შექმნილ ვითარებასათან დაკავშირებით, 2019 წლის სექტემბერში ICOMOS საქართველომ მოამზადა სპეციალური ანგარიში იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა უქმნის ხადის კულტურულ ლანდშაფტს და წარუდგინა ICOMOS-ს მისი საერთაშორისო ანგარიშისთვის „მემკვიდრეობა საფრთხეშია“ (H@R Report). ანგარიში 2020 წელს გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის.
ICOMOS საქართველო
რეალური სივრცე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მწვანე ალტერნატივა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს ლურჯი ფარი Blue Shield Georgia
Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
გარემოს ეროვნული სააგენტო
ჩუბინაშვილის ცენტრი/Chubinashvili Centre
საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia
ქალბატონი მანანა სურამელაშვილი კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი სახლისა და ხეობის ისტორიულ, კულტურულ და ეროვნულ მნიშვნელობას.
#დაიცავიხადა
02/04/2020
❄ ხადა დღეს
#დაიცავიხადა ✊
30/03/2020
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Website
Address
563076
