გორის მუნიციპალიტეტი Gori Municipality

გორის მუნიციპალიტეტი Gori Municipality

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გორის მუნიციპალიტეტი Gori Municipality, Government Organization, ქ. გორი სტალინის #16, Gori.

გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ის შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან მდებარეობს. მისი სახელწოდებაც მასში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან წარმოდგება, რომელზედაც გაშენებულია ძველი ციხე-სიმაგრე (ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელი საუკუნეები). არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აქ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დ

15/08/2014

ჩვენი ახალი გვერდი იხილეთ:
https://www.facebook.com/pages/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D/724625597604878

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ის შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან მდებარეობს. მისი სახელწოდებაც მასში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან წარმოდგება, რომელზედაც გაშენებულია ძველი ციხე-სიმაგრე (ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელი საუკუნეები). არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აქ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XIIსაუკუნის დასაწყისი). დავითმა ქართლისათვის გააძლიერა გორის მნიშვნელობა და მან უფლისციხის ადგილი დაიკავა. მოსახლეობის გაზრდის მიზნით დავითმა აქ ვაჭარ-ხელოსნური მოსახლეობა ჩაასახლა. გორი სამეფო ქალაქი გახდა, მას განაგებდა მეფის მოხელე - ქალაქის მოურავი. გორს საკუთარი ციხის გარდა, ზღუდეც გააჩნდა, რომელშიც დატანებული იყო ალაყაფის კარი, ზღუდეს თავის მხრივ თხრილი ჰქონდა შემოვლებული (სიღმე - 4 მეტრი, სიგანე – 5 მეტრი). XIII საუკუნიდან გორი და მისი ციხე ხდება საცილობელი პუნქტი დამპყრობლებსა და ქართველ მეფეებს შორის, ვინაიდან ქალაქი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარეობდა (აბრეშუმის გზა), მისი დაუფლება კი ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. XVII საუკუნის მეორე ნახევარში გორი შესამჩნევად გაიზარდა. გიორგი VI-ს მეფობის დროს იგი საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ქალაქი იყო. 1723-34 წლებში ქალაქი ოსმალების ხელში იყო. მათ დაანგრიეს გორის სასახლე. 1735 წლიდან კი გორს სპარსელები დაეპატრონნენ, ნადირ-შაჰის ბრძანებით გორის ციხე თითქმის დაანგრიეს. XVIII საუკუნის 40-იან წლებში, თეიმურაზ II დროს, გორი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა. იგი მეორე ქალაქი გახდა თბილისის შემდეგ. მშვიდობიანმა ყოფამ თანდათან გამოაცოცხლა გორის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფეოდალურ ხანაში იგი შეფენილი იყო გორის ციხის ფერდობებზე. გორის ინტენსიური ზრდა იწყება XIX საუკუნის ბოლოდან. დღევანდელი გორი კი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო და მიმზიდველი ქალაქია თავისი წარსულითა და აწმყოთი – ისტორიული ნაგებობებით, ეკლესია-მონასტრებით, ძველი თუ ახალი დასახლებებით, მუზეუმებით, ცნობილი მწერლებითა თუ საზოგადო მოღვაწეებით.

8  აგვისტო  გორში 08/08/2014

8 აგვისტო გორში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტყვიების მემორიალი(ვერხვების დასახლებაში) და დაჩეხილი მეომრების მემორიალი (გორის ციხის ტერიტორია ღვთისმშობლის ტაძრის წინ) ყვავილებით შეამკეს. ხოლო შემდეგ, სოფ.შინდისში, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს,მოგვიანებით კი, მათი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ.

7 აგვისტო გორში 08/08/2014

7 აგვისტო გორში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა.დიდების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, გორის თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.შემდეგ გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მხარდაჭერით გადაღებული ფილმის ,,შინდისის გმირების" ჩვენება.
აქცია დასრულდა სანთლების ანთებითა და ფრანების გაშვებით.

საკრებულოს პირველი სხდომა 02/08/2014

დღეს,2 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა. საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. დეპუტატებმა, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ: პაპუნა კობერიძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ: ნინო ზურაბიშვილი.

Photos from გორის მუნიციპალიტეტი Gori Municipality's post 02/08/2014

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში ჩატარდა,ახალარჩეული გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა. სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ: კონსტანტინე თავზარაშვილი აირჩიეს,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ: თეიმურაზ გიგუაშვილი.

01/08/2014

ანონსი:
2 აგვისტოს,გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში ჩატარდება,ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა. თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა: 10:00 საათზე,ხოლო თვითმმართველი ქალაქი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა: 15:00 საათზე.

Photos from გორის მუნიციპალიტეტი Gori Municipality's post 18/07/2014

დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ჩატარდა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი:
,,გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ"გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„ჰალო თრასთ"-მა მერეთში განაღვმის სამუშაოები  წარმატებით დაასრულა 16/07/2014

ჰუმანიტარულმა განაღმვის ორგანიზაციამ „ჰალო თრასთი“ სოფელ მერეთში აუფეთქებელი საბრძოლო მასალების განადგურების სამუშაოების წარმატებით დასრულება აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩის მოადგილე საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლების, შინაგან და თავდაცვის სამინისტორების, ,,ევროკავშირის მისიისა“ და აშშ საელჩოს წარმომადგენლები.
პროექტი, რომლის შედეგადაც აღმოჩენილი და შემდგომში განადგურებულ იქნა 120-ზე მეტი საბრძოლო მასალა, ხორციელდებოდა აღნიშნული ჰუმანიტარულ განაღმვის ორგანიზაციასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. სამუშაოებზე დაასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.

Photos from გორის მუნიციპალიტეტი Gori Municipality's post 11/07/2014

დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ჩატარდა საკრებულოს მორიგი სხდომა.სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავტომანქანებზე საწვავი ,,ბენზინის“ და ,,დიზელის“ ლიმიტის დაწესების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 იანვრის #13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;

/მომხს: მევლუდ კაპანაძე/

2. ინფორმაცია „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიით მიყენებული ზიანის შემსწავლელი კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ“
/მომხს: ნიკოლოზ ადიკაშვილი/

Photos from გორის მუნიციპალიტეტი Gori Municipality's post 09/07/2014

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაცია „ლტოლვილთა დანიის საბჭოს“ გორის ოფისის წარმომადგენელს ანაის შამბონს შეხვდნენ. მათ ისაუბრეს პროექტის „სახლების შეკეთება და საარსებო პირობების შექმნა სოფელ ერგნეთში დაბრუნებული მოსახლეობისთვის“ შესახებ. მხარეები აღნიშნული პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Photos from გორის მუნიციპალიტეტი Gori Municipality's post 04/07/2014

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე:პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვა საქართველოში.აღნიშნული ტრენინგი მოიცავდა ოთხ მოდულს:
1)რა არის პნევმოკოკური დაავადება,
2)პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა,
3) პნევმოკოკური ვაქცინის შენახვა და ტრანსპორტირება,
4)მშობლებთან კომუნიკაცია ვაქცინის შესახებ ინფორმირებულობისათვის.
ტრენინგს ესწრებოდნენ გორისა და გორის რაიონის იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალი.

Photos from გორის მუნიციპალიტეტი Gori Municipality's post 02/07/2014

გორის სახანძრო დაცვის სამსახურს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სპეცდანიშნულების სახანძრო მანქანა გადაეცა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი გამოიყო.
„სამი ათეული წელია გორის სახანძრო დაცვის სამსახურს ახალი სახანძრო მანქანა არ შეუძენია. მიუხედავად იმისა, რომ არსებული სატრანსპორტო საშუალებები (5 ერთეული) მოძველებულია და თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება თითოეული მათგანი მაინც აქტიურ ექსპუტაციაშია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ახალი სახანძრო მანქანა რამოდენიმე დღის წინ გადმოგვცეს, რაც სამსახურის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.“ - აცხადებენ სახანძრო დაცვის სამსახურში.

Want your business to be the top-listed Government Service in Gori?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

ქ. გორი სტალინის #16
Gori
1400