09/09/2024
"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს ახალგაზრდული კლუბის წევრების მიღებას.. ვისაც სურვილი გაქვსთ შეავსეთ 20 სექტემბრამდე.. შეგიძლიათ აპლიკაცია გაუზიაროთ თქვენს მეგობრებსაც ☺️
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfiW3gEHkAJX_JaViQTUIVGiAqyPxAoVXREo4YnJigDGjW-vw/viewform?fbclid=IwY2xjawFMFwJleHRuA2FlbQIxMQABHR6Zq0n5EiTuMYfnVu_5ZKWoxW_aaKkQ66IZfL1Ijp3tFiCeF5Hp5L3kfw_aem_b9V3Rz-8QpMhc-FOToABGQ
გახდი ახალგაზრდული კლუბის წევრი
შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ, 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს, "საზოგადოება ბილიკი" ახალგაზრდული კლუბის წევრობას ს.....
01/05/2024
დღეს სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში გაიმართლა სკოლის მიერ ინიცირებული მიმდინარე და დასრულებული პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება.
სკოლას სტუმრის სტატუსით მოწვეული ჰყავდა თამაზ ბექაიას ფონდი • Fund of Tamaz Bekaia წარმომადგენლები
✅მარიამ ცანდიშვილი
✅ლევან ბექაია
✅გოგა ჩანადირი
✅მაკა ბერიძე
✅როლანდ შავაძე
ჩირის კომპანია ჩიკორი • Chikori ს წარმომადგენელი
✅ნინი ჩალაური
Enlili-საწარმოო დანადგარები და დამხმარე ტექნიკა დამფუძნებელი
✅ბადრი ციქუბაძე Badri Tsikubadze
USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა ს ფარგლებში, საზოგადოება ბილიკის წარმომადგენელი
✅ლია გორელიშვილი Lia Gorelishvili
ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები
✅გიორგი იმერლიშვილი
✅აჩი ბეგალაშვილი
✅ლია არდემანაშვილი
✅აკაკი ბერიკაშვილი
ქალაქ ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები
✅გიული ფერხული
✅ეკატერინე ხათაშვილი
კეთილდღეობისა და განვითარების დღის ცენტრ “სიკეთის სხივის” მენეჯერი
✅ლამარა ბრეგვაძე
ცენტრის პედაგოგები და ბენეფიციარები.
სხვა საპატიო სტუმრები, რომელთა შორისაც არიან ჩვენი უსაყვარლესი მშობლები, მოსწავლეები, პედაგოგები და უბრალოდ ჩვენი სკოლის გულშემატკივრები ✊🫶
სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მათგანს დათმობილი დროისა და თანადგომისთვის!.. 🫶
30/04/2024
📚ქვაში გაცოცხლებული ანბანი
პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია არავიაშვილი 📚📗📕📒📘📔📙📒📖
22/04/2024
🔹ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა
15/04/2024
✅ეს დღეც შედგა!..📝📝📝🖌️🖌️🖌️🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎊🎊🎊🎊🎊🎊🎊
✅სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლასა და კეთილდღეობისა და განვითარების დღის ცენტ “სიკეთის სხივს “ შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.🤝🤝🤝🤝🤝🤝🤝🤝🤝🤝🤝🤝🤝🤝🤝
✅მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლ კულტურულ- საგანმანათლებლო პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას
პროექტი დაფინანსებულია
თამაზ ბექაიას ფონდი • Fund of Tamaz Bekaia მიერ 🎉
14/04/2024
დატოვე კვალი, შენი საქმიანობით!…
18/12/2023
📢 ჟიურიმ გამოავლინა თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის საგრანტო კონკურის მეორე ეტაპზე გადასული 20 სკოლა.
🔴 სულ შემოსული იყო 409 განაცხადი!
👩⚖ მეორე ეტაპზე გადავიდნენ სკოლები:
1. სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის საჯარო სკოლა
2. სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლა
3. სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლა
4. სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლა
5. სსიპ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა
6. სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლა
7. სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლა
8. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლა
👉 მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების მეორე ეტაპზე გადასული საჯარო სკოლები:
1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა
2. სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლა
3. სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა
4. სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლა
5. სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლა
6. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა
7. სსიპ ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავის საჯარო სკოლა
8. სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლა
9. სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლა
10. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის საჯარო სკოლა
11. სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლა
12. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლა
🏫 სკოლის საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყება 1-ელ დეკემბერს და დასრულდება 20 დეკემბერს!
☑ მეორე ეტაპზე ოცეულში გასულმა კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ 200-სიტყვიანი პროექტის აღწერა და ხარჯთაღრიცხვა.
📢 25 დეკემბერს დასახელდება 3 გამარჯვებული, მათ შორის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის საჯარო სკოლა.
👉 ჟიურის წევრები არიან:
🟠 მაკა ბერიძე - ახალციხის უნივერსიტეტის რექტორი
🟠 როლანდ შავაძე - 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული
🟠 გოგა ჩანადირი- თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელი
✅მეორე ეტაპზე ჟიურის ემატება ფონდის დირექტორი ლევან ბექაია
◼ მეორე ეტაპის 200-სიტყვიანი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა გამოგზავნეთ მითითებულ მისამართზე: [email protected]
გისურვებთ წარმატებას!
#თამაზბექაიამომავალითაობისთვის!
18/12/2023
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლამ მოსწავლეებში მეწარმეობის უნარების განვითარების მიზნით დაიწყო სურნელოვანი სანთლების წარმოება.
პროექტს ხელმძღვანელობას უწევს ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგი ჟანა გიგუაშვილი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია მაჭარაშვილი.
📝შეგახსენებთ, რომ პროექტი მიმდიანარეობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება PH International - საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი“.