ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია

ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია

Share

საოლქო საარჩევნო კომისია
https://cesko.ge/geo/static/1521/vin-vart-chven

01/12/2025

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.
#ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი და სოციოლოგიური, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.
დოკუმენტი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ინფორმაცია სრულად 👉 https://shorturl.at/Zpeai
საინფორმაციო სივრცის კვლევის ანგარიში 👉 https://shorturl.at/WVgq5
#ცესკო #საინფორმაციოსივრცისკვლევისანგარიში

ტაილანდის სამეფოს დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნო.

Photos from საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia's post 01/12/2025

#ცესკომ ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის იმ გამოცდილებაზე, რომელიც ადმინისტრაციამ ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში დააგროვა.
საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში, ამომრჩეველთა ინფორმირება, მედიასთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ცესკოს თავმჯდომარემ ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ტაილანდის სამეფოს მეფე პრაჯადჰიპოკის ინტიტუტის წარმომადგენლობით დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები, სენატორები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ინფორმაცია სრულად https://shorturl.at/UNL4k
#ცესკო #ტაილანდისსამეფოსდელეგაცია

Photos from საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia's post 01/12/2025

#ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესებში ნოვაციებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ასოციაციის წევრთა ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საარჩევნო გარემოში ტექნოლოგიური ნოვაციების სწრაფი ტემპით განვითარების ფონზე. მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანამშრომლობენ ასოციაციაში გასამართი მართვის ორგანოების არჩევნების საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზების და ჩატარების პროცესში.
ინფორმაცია სრულად https://shorturl.at/6ELWv
🤝 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association
#ცესკო #ურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმი

01/12/2025

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

19/11/2025

#პარლამენტისარჩევნების შემდეგ, უკვე ერთი წელია პოლიტიკურად მიკერძოებული არაერთი პირი აქტიურად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის, და ზოგადად 26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციას. ამ მიზნით დღემდე განაგრძობენ მტკიცებას თითქოს ეს არჩევნები გაყალბდა, ირღვეოდა ფარულობა, იყო ხმის მრავალჯერადი მიცემის შემთხვევები და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელი წლის განმავლობაში ვერცერთმა #დაინტერესებულმამხარემ, რომელიც არჩევნების ვითომდა გაყალბებაზე საუბრობდა, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორის ვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის.
მათგან განსხვავებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, სწორედ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული #შესაბამისობისაუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, არაერთხელ გასცა პასუხი გავრცელებულ ბრალდებებს, საზოგადოებას მიაწოდა ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია და არაერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. აქვე შეგახსენებთ, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა.
ის, რომ ზოგიერთი ადგილობრივი #სადამკვირვებლოორგანიზაციისა თუ პოლიტიკურად მიკერძოებული პირის ხმაურიანი განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლო იყო და მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, დღეს უკვე დაადასტურა ევროკომისიის ანგარიშმაც.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე საუბარია გასული წლის არჩევნებზეც, თუმცა ამ ანგარიშში ზემოაღნიშნული ბრალდებები არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ნახსენები არ არის.
ახლა გვინდა ვკითხოთ მათ, ვინც ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ - ხმის მიცემა შვიდჯერ ან ასჯერ შეიძლებოდა, აპარატებში არსებულ სიებში გაორებები იყო, ამომრჩევლის ხმის ფარულობა ირღვეოდა, შემაჯამებელი ოქმები გადაწერილი იყო, საზღვარგარეთ უბნები სპეციალურად არ შეიქმნა, მარკერები კი გამოცვლილი და სხვა მრავალი, რატომ არ მოხვდა ეს არც ევროკომისიის და არც ეუთო/ოდირის ანგარიშში? პასუხი ცხადი და ნათელია, იმიტომ რომ არცერთი ზემოხსენებული არ შეესაბამებოდა რეალობას და მხოლოდ და მხოლოდ რეალობის შეგნებულად დამახინჯების მცდელობას, არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, არჩევნებისადმი ნდობის შემცირებას და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ჩართული მხარეების მიერ გაკეთებული, სწორედ ასეთი, მანიპულაციური განცხადებები არახალია არა მხოლოდ არჩევნებთან, არამედ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებითაც. ეს კი მოქალაქეების არასწორი ინფორმირების და გარკვეული აღქმების შექმნას უწყობს ხელს.
#საარჩევნოადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს ახლა მაინც აღიარონ რეალობა და დაუბრუნდნენ #საარჩევნოპროცესების შეფასების მიუკერძოებლობის სტანდარტს. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, კვლავ დავრჩებით ერთგულნი ჩვენი გაცხადებული მიზნისა, რომ ქვეყნის ამომრჩეველი დეტალურად და სწორად იყოს ინფორმირებული საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.
#ცესკო #ცესკოსგანცხადება

Photos from საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia's post 19/11/2025

📎 #ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილება.
📎 3 ნოემბერს, ვენაში გამართულ სემინარზე - „საარჩევნო კამპანიები და ციფრული გარემო“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ციფრულ გარემოში საარჩევნო კამპანიის წარმოების გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები და რეკომენდაციები განიხილეს, მათ ერთმანეთს აღნიშნული მიმართებით არსებული კარგი პრაქტიკაც გაუზიარეს. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებზე, არჩევნების შედეგების შეფასებასა და რეკომენდაციებზე.
დეტალები: https://shorturl.at/jKZra
OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR)
#ცესკო #საერთაშორისოკონფერენცია

Photos from საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia's post 05/11/2025

✅ #ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა.
✅ მან დეპუტატებს სიტყვით მიმართა და #4ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები შეაჯამა.
ინფორმაცია სრულად 👉 https://shorturl.at/M23Kv
#ცესკო #საკრებულოსპირველისხდომა

გიორგი კალანდარიშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ 05/11/2025

#ცესკოსთავმჯდომარემ TV Imedi-ის გადაცემაში #დღისქრონიკა დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ ცდილობენ რეალობის გაყალბებას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.
ასევე, მან პოზიცია დააფიქსირა ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც.

გიორგი კალანდარიშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ტელეკომპანია იმედის ვიდეოები

05/11/2025

26 ოქტომბრის არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია და მცდელობა ხელოვნურად გაძლიერდეს ნარატივი თითქოსდა არჩევნები გაყალბდა.
უფრო მეტიც, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს და დამახინჯებული ფაქტების მიწოდებით საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული. ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთელი წლის განმავლობაში ვერცერთმა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც დღეს არჩევნების ვითომდა გაყალბებაზე საუბრობს, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორის ვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის, რომელიც თუნდაც მინიმალურად გაამყარებდა ,,გაყალბების’’ ბრალდებებს.
საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9 პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული, რაც უზრუნველყოფდა გადაწყვეტილებების ბალანსს და პროცესის მრავალპარტიულ კონტროლს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. ისევე, როგორც შემაჯამებელი ოქმები ძირითადად კომისიის წევრთა დიდი უმრავლესობით იქნა ხელმოწერილი, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ პროცესს აკვირდებოდა ათობით ათასი ადგილობრივი და საერთაშირისო დამკვირვებელი, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი.
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა, რომლის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს.
პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები.
დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.
ამასთანავე, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაში აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ეს შეფასება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დასტურს იმისა, რომ არჩევნების დღეს არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა. პროცედურული ორგანიზებულობა მოიცავს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კენჭისყრის დღის ადმინისტრირებას - საარჩევნო უბნების გახსნასა და დახურვას, ხმის მიცემის პროცესის მართვას, ფარულობის უზრუნველყოფას, ამომრჩეველთა იდენტიფიცირებას, ხმის დათვლას და შედეგების შეჯამებას.
შესაბამისად, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ეს პროცესი კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური და სამართლებრივი პროცედურები სწორად და გამართულად შესრულდა. ასეთ პირობებში “არსებით დარღვევებზე” საუბარი თავიდანვე ვერაფრით იქნება დასაბუთებული, რადგან სწორედ პროცედურული სიზუსტე განსაზღვრავს არჩევნების სანდოობას და შედეგების ლეგიტიმურობას.
ამრიგად, ეუთო/ოდირის ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის გაყალბების თეორიულ შესაძლებლობასაც კი.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ რიგი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აგრძელებენ ხმაურიან განცხადებებს გაყალბებაზე, ვერც მათ წარმოადგინეს ე.წ. გაყალბების ფაქტები.
ამრიგად, ნათელია, რომ ,,გაყალბების’’ თემა წარმოადგენს რეალობის შეგნებულად დამახინჯების - გაყალბების მცდელობას, კერძოდ კი კამპანიას, რომელიც საზოგადოებაში უნდობლობის დათესვას და არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას ემსახურება და საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი წევრების პირდაპირ თუ ირიბ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ამასთან, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირება მაღალპროფესიული სტანდარტით განხორციელდა. 2024 წლის პარლამენტის არჩევნების შემდგომ პერიოდში წარმატებით ადმინისტრირებული საარჩევნო პროცესი მიზანმიმართულად გადაიფარა უსაფუძვლო ბრალდებებითა და საინფორმაციო მანიპულაციებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი, როცა შედარებით ნაკლები იყო პოლიტიკური ინტერესი არჩევნების არადემოკრატიულად გამოცხადების მიმართულებით, საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა რეალურად დაენახა, როგორ მიმდინარეობდა საქართველოში თანამედროვე სტანდარტებით ორგანიზებული არჩევნები - გამართული, გამჭვირვალე, უსაფრთხო, ტექნიკურად ზუსტი და სამართლებრივად დაცული პროცესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობას.

პაპუა-ახალ გვინეაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით - „საარჩევნო ტექნოლოგიები და ბიომეტრიული იდენტიფიკაცია“, ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ქრისტინა თოლორდავა დაესწრო.
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, ამომრჩეველთა იდენტიფიკაცია და მისი გლობალური პერსპექტივები, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება და ინკლუზიური საარჩევნო გარემო - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონფერენციის მიმდინარეობისას განიხილეს.
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. მან კონფერენციის მონაწილეებს გააცნო პრეზენტაცია სახელწოდებით - „საარჩევნო ტექნოლოგიები და უსაფრთხოება, ამომრჩეველთა იდენტიფიკაცია ციფრულ ეპოქაში“ .
ინფორმაცია სრულად https://shorturl.at/j5i2d
#ცესკო #საერთაშორისოკონფერენცია

05/11/2025

საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ EPDE-ის მორიგი დეზინფორმაციული განცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს ორგანიზაციის ობიექტურობასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციის მოწოდებები ცესკოს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ მის კომპეტენციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ვინაიდან წარმოუდგენელია ორგანიზაციამ, რომელიც როგორც მინიმუმ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა საქართველოში, არ იცოდეს, რომ არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაციის კრიტერიუმები და მათი უფლებები საჯაროა და განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. იგივე შეიძლება ითქვას იმ ხარჯებთან მიმართებაში, რომელიც ცესკოს მიერ მოწვეულ საზღვარგარეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა ვიზიტებს უკავშირდება. აქ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებზე დაკვირვებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით როგორც წესი იწვევს მხოლოდ მის კოლეგებს საზღვარგარეთიდან და არა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ამ პრაქტიკის შესაბამისად მონაწილეობს საქართველოს ცესკოც მსგავსი ტიპის არაერთ მისიაში - ეს ფაქტიც კომპეტენტურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უნდა იცოდეს.
გაუგებარია რა მიზანს ემსახურება EPDE-ს კიდევ ერთი მოწოდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, სადაც ის ითხოვს რომ ცესკომ „რეკომენდაცია გაუწიოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სტანდარტებზე დაფუძნებული მისიის გარეშე განხორციელებული საჯარო თვისებრივი შეფასებებისგან“. გვინდა შევახსენოთ EPDE-ის წარმომადგენლებს, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების მოწვევა არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო კარგი პრაქტიკაა. თუმცა მაგალითად გასულ წელს, მაშინ როცა EPDE თავად აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს, აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია და არც რაიმე ტიპის დარღვევად ჩაუთვლია. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რატომ იქცა პრობლემად დღეს ის, რაც გასულ წლებში არ მიიჩნეოდა ასეთად. უფრო მეტიც, EPDE-ს ე.წ. „ფეიქ დამკვირვებელთა“ სიაში მოხვდნენ ჩვენი კოლეგები საზღვარგარეთიდან, რომლებსაც მისიის ფარგლებში საერთოდ არ გაუკეთებიათ რაიმე ტიპის შეფასება, ნაწილმა კი მხოლოდ პროფესიული კუთხით, ტექნიკურ ნაწილში შეაფასა პროცესი. ამდენად გაუგებარია, რომელი სტანდარტით ხელმძღვანელობს EPDE, როცა ჩვენ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოიხსენიებს, თუნდაც მხოლოდ მათი ქვეყანაში ყოფნის ფაქტის გამო.
ცესკოს მიმართ EPDE-ს კიდევ ერთი მოწოდებაა ,,შეუერთდეს დაინტერესებულ მხარეებს დროული და სრულმასშტაბიანი ODIHR-ის მოწვევების წასახალისებლად და მომავალ საარჩევნო ციკლში ძლიერი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სადამკვირვებლო პროცესის ხელშესაწყობად“. კომპეტენტურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით ოდირის მოწვევა სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას. ამის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ეთანამშრომლა მისიასთან. აქვე გვინდა შევახსენოთ EPDE-ს წარმომადგენლებს, რომ ქართული არჩევნების ისტორიაში ყოფილა პრაქტიკა (2008 წ.), როცა ეუთო/ოდირს სადამკვირვებლო მისიამ ქვეყანაში ჩამოსვლა და საარჩევნო პროცესზე დაკვირვება დაახლოებით იმ ვადებში შეძლო, რა ვადაც მათ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ჰქონდათ მისიის ფორმირებისთვის.
ამასთან, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია განსხვავებით თავად EPDE-სგან, არ ახდენს სადამკვირვებლო ორგანიზაციების სეგრეგაციას რაიმე ნიშნით. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ გაუგებარია, რატომ მიიჩნევს EPDE „ძლიერ“ სადამკვირვებლო ორგანიზაციად მაგალითად ISFED-ს, რომელმაც როგორც ყველასთვის ცნობილია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის არასწორი შედეგი გამოაქვეყნა, ხოლო 2024 წელს, როცა ნათელი გახდა, რომ მისი მონაცემი ოფიციალურ მონაცემებთან თანხვედრაში იყო, საერთოდ არ გამოაქვეყნა ის. ისმის კითხვა - იმიტომ ხომ არ არის ISFED მათთვის უპირობოდ სანდო, რომ ის EPDE-ს წევრია. საინტერესოა, რომელ საერთაშორისო სადამკვირვებლო სტანდარტს აკმაყოფილებს პარალელური დათვლის შედეგებით მანიპულირება, ისევე როგორც საინტერესოა დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა წუხილი EPDE-ს და გამოხატა თუ არა ეს რაიმე საჯარო ფორმით.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციას ახორციელებს კანონის დაცვით და 4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა მსურველს, ვინც კანონით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა ჰქონდა საშუალება დაკვირვებოდა საარჩევნო პროცესს. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ ამ საკითხით მანიპულირება და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა, მათ შორის მათი „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოხსენიება, პროცესის მიზანმიმართულ დაზიანებას ისახავს მიზნად.
შევახსენებთ EPDE-ს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა მაღალპროფესიულ დონეზე და მას აკვირდებოდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგები აღიარეს მასში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს EPDE-ს — იმოქმედოს საკუთარი სახელწოდებისა და დეკლარირებული ღირებულებების შესაბამისად: უზრუნველყოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და პატივი სცეს სახელმწიფოთა სუვერენულ ინსტიტუციებს.
აღვნიშნავთ, რომ EPDE-ს განცხადებები ვერ ჩაითვლება სანდოდ და აღიქმება როგორც საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა, რათა გადაიფაროს წარმატებით ჩატარებული არჩევნები და შეარყიოს საზოგადოების ნდობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნების ლეგიტიმურობის მიმართ.
#ცესკო #განცხადება

Want your business to be the top-listed Government Service in Kazbegi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

ყაზბეგი, აღმაშენებლის №9
Kazbegi