01/06/2026
🎶დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხაშურის ცენტრალურ პარკში წარმოდგენილი იყო: საბავშვო მუსიკალური სტუდიების კონცერტი, თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ანიმატორების შოუ და სხვადასხვა გასართობი აქტივობები.
📍ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახური, ა(ა)იპ „კულტურისა და ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრი.“
@გამომწერები
29/05/2026
🎶1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,ხაშურში, ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართება:
🎶14:00 – საბავშვო მუსიკალური სტუდიების კონცერტი;
🎶15:00 – თოჯინების თეატრის სპექტაკლი;
🎶16:00 – ანიმატორების წარმოდგენა ბავშვებისთვის.
📍ღონისძიებების ორგანიზატორები არიან: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახური, ა(ა)იპ „კულტურისა და ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრი.“
@გამომწერები
28/05/2026
⚽️30 მაისი
⚽️20:00 - ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩვენება დიდ ეკრანზე.
✅ქალაქის ცენტრალური პარკი ტაბიძის ქუჩაზე.
✅აქტივობა იმართება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ინიციატივით.
27/05/2026
📍ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა.
✅შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, ასევე გაეცნო მოსწავლეების შემოქმედებით ნამუშევრებსა და მათ მიღწევებს.
✅საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების განათლების, კულტურული და შემოქმედებითი უნარების განვითარების მნიშვნელობას. პაატა ჩადუნელმა მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელსა და პედაგოგებს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი სივრცეები მნიშვნელოვანი როლს ატარებს მომავალი თაობის განვითარების საქმეში.
✅მოსწავლეებმა სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები და შემოქმედებითი აქტივობები წარუდგინეს.
✅შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ახალგაზრდულ, საგანმანათლებლო და კულტურულ ინიციატივებს.
@გამომწერები
27/05/2026
Send a message to learn more
26/05/2026
🇬🇪 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, საზეიმო კონცერტი გაიმართა.
#26მაისი 🇬🇪
#ესდღეჩვენია
#ხაშური
@გამომწერები
26/05/2026
🇬🇪 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ხაშურში ანიმატორების საბავშვო წარმოდგენა გაიმართა.
აქტივობა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
#26მაისი 🇬🇪
#ესდღეჩვენია
#ხაშური
26/05/2026
🇬🇪 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა, ფეხბურთსა და კალათბურთში, თავისუფლების თამაშების ფინალური შეხვედრებში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
სპორტული აქტივობები, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით მოეწყო.
#26მაისი 🇬🇪
#ესდღეჩვენია
#ხაშური
@გამომწერები