ხაშურის მეორე✌️
მე-12//ა
#მოსწავლეებიხაშურისმეორედან
სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლა
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლა, Public School, ხაშური რუსთაველის ქუჩა N95, Khashuri.
20/05/2026
📣ძვირფასო მე-12 კლასელებო,
💫გილოცავთ სკოლის დასრულებას — იმ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გავლას, რომელმაც თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. დღეს მხოლოდ სასწავლო წლის დასასრული არ არის; ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი, ახალი მიზნების, არჩევანისა და პასუხისმგებლობების ეტაპი.
💫წლების განმავლობაში თქვენთან ერთად ვიზიარებდით წარმატებებს, სირთულეებს, სიხარულსა და დაუვიწყარ მოგონებებს. დღეს კი სიამაყით გიყურებთ, რადგან უკვე მზად ხართ დამოუკიდებელი ნაბიჯებისთვის.
💫გისურვებთ, რომ ყოველთვის შეგრჩეთ ცოდნის სიყვარული, ადამიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. არ შეგეშინდეთ შეცდომების — სწორედ ისინი გვასწავლიან ზრდას და გვაძლიერებენ.
💫დაე, თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და ბედნიერებით სავსე.
გახსოვდეთ, რომ სკოლა ყოველთვის იქნება ადგილი, სადაც თქვენი პირველი დიდი ოცნებები დაიწყო.
💫კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ წარმატებულ მომავალს!
🫶სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით,
სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლა✌️
18/05/2026
სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლა გილოცავთ ეროვნული სამოსის დღეს💫
15/05/2026
📣ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს კომიქსების კონკურსს თემაზე:
„ბავშვთა უფლებები და უსაფრთხო გარემო“
✅კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ბავშვთა უფლებების, უსაფრთხო გარემოს, თანასწორობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე მათი შემოქმედებითი უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
✅კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი — შიდა სასკოლო კონკურსი და ნამუშევრების გამოფენა;
II ეტაპი — თითოეული სკოლიდან ერთი საუკეთესო კომიქსის წარდგენა რესურსცენტრში.
საკონკურსო თემები მოიცავს:
☑️ბავშვთა უფლებებს;
☑️ძალადობის პრევენციას;
☑️უსაფრთხო სკოლას;
☑️მეგობრობასა და თანასწორობას;
☑️კიბერბულინგის პრევენციას;
☑️მხარდაჭერასა და თანაგრძნობას.
✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VII–XI კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორ მონაწილემდე ჯგუფურად.
✅წარმოდგენილი ნამუშევრები შეფასდება სპეციალური კომისიის მიერ შემდეგი კრიტერიუმებით:
☑️თემის შესაბამისობა;
☑️შემოქმედებითობა;
☑️იდეის ორიგინალურობა;
☑️ვიზუალური შესრულება;
☑️გზავნილის ეფექტურობა.
✅კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდება სერტიფიკატითა და სიმბოლური საჩუქრით.
✅კონკურსის დებულება გადაიგზავნება სკოლებში
ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მოუწოდებს სკოლებსა და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისკენ და აღნიშნავს, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების დაცვის კულტურის გაძლიერებასა და მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას.
14/05/2026
✅დღეს, სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლას ესტუმრა ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების გაერთიანებასთან არსებული “რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრის” მოხალისე, ოკუპაციური თერაპევტი იაპონიიდან- მიჰო ინაბა.
✅იგი შეხვდა სკოლის ადმინისტაციას, დაათვალიერა სკოლის ინფრასტრუქტურა, რესურს ოთახი, სკოლასთან არსებული “დღის მოვლის ცენტრი”. გაეცნო სკოლისა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და ისაუბრა ინკლუზიური განათლების იაპონურ მოდელზეც.
მადლობა შეხვედრის ორგანიზებისთვის “რეაბილიტაცია- აბილიტაციის ცენტრის “ სპეცილურ მასწავლებელს Qeti Lomidze ❤️💫
08/05/2026
სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლა ავტორიზებულია✅✌️💫
✅სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლამ 2026 წლის 08 მაისს, წარმატებით გაიარა ინსტიტუციური შეფასება - ავტორიზაცია და ავტორიზებულია 9 წლის ვადით.
✅აღნიშნული შედეგი წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების, მოსწავლეების, მშობლებისა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების ერთობლივი, მიზანმიმართული და პასუხისმგებლიანი მუშაობის შედეგს.
✅სკოლის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხარისხიანი განათლება იქმნება თანამშრომლობით, პროფესიონალიზმითა და საერთო ძალისხმევით.
✅ვულოცავთ სკოლის დირექტორს, თითოეულ მასწავლებელს, თანამშრომელს, მოსწავლესა და მშობელს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს, განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების მიღწევას!
08/05/2026
📌ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მოსწავლეებისთვის გაიმართება საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე „როგორ ავირჩიოთ მომავალი პროფესია“.
📝ლექციის მიზანია ახალგაზრდებში კარიერული დაგეგმვის მნიშვნელობის გააზრება, საკუთარი უნარებისა და ინტერესების აღმოჩენის ხელშეწყობა და თანამედროვე პროფესიული შესაძლებლობების გაცნობა.
ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდება და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას,რაც მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და სამომავლო მიზნები.
⚠️ლექცია გაიმართება საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის და 15-20 მონაწილე შეირჩევა სამოტივაციო წერილით.
მაქსიმალური ხანგრძლივობა: 70 წუთი
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/uK8mTbTa3CsXPkEP8
26/04/2026
🌍დედამიწია დღის კვირეული მეორეში✅
მე-2 ბ კლასი შეუერთდა კვირეულს და ბევრი საინტერესო აქტივობა განახორციელა.
🌍 მოსწავლეებმა იმსჯელეს,როგორ მოუფრთხილდნენ ბუნებას.
✅️შეასრულეს აქტივობა გააფერადე დედამიწა".
✅️ჩატარდა ვიქტორინა "დავეხმაროთ დედამიწას".
✅️მოეწყო მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა, თემა: "დედამიწა ჩვენი სახლია"
🪴🌱 მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად დარგეს ნარგავები, იზრუნეს დედამიწის სილამაზესა და ჯანსაღ გარემოზე.
🪹 თავიანთი პატარა საოცარი ხელებით შექმნეს "ფრინველთა თავშესაფარი".
"დედამიწის დღის კვირეულმა" ძალიან საინტერესოდ და ნაყოფირად ჩაიარა. პატარებს და მათ მშობლებს მხარდაჭერისთვის ❤️
#საოცარიბავშბები
#ნათიასპატარადედამიწელები
#დედამიწაჩვენისახლი
#ნათიასმეორებკლასი
#ბავშვებიმეორედან
მასწავლებელი: ნათია ლომიძე💫
25/04/2026
📖ინტეგრირებული გაკვეთილი IV/ა კლასში✅
თემა - ,,ეკოლოგია და საქართველოს ნაკრძალები".
საგანი- ქართული ენა და ლიტერატურა და ბუნებისმეტყველება
✅️პატარებმა შექმნეს პოსტერები :
,,გაასუფთავე და აღადგინე ბუნება",
,,მოუფრთხილდი ბუნებას",
,,სიკეთით აღადგინე დაზიანებული",
,,ბუნება ჩვენი საერთო სახლია".......
✅️მოიძიეს ინფორმაციები გაკვეთილის თემის ირგვლივ და პრეზენტაციები წარმოადგინეს ისტ-ის გამოყენებით.
🏞საინტერესოდ ისაუბრეს საქართველოს ნაკრძალებზე აუდიტორიის წინაშე.
🫶მიიღეს ეფექტური უკუკავშირი მეგობრებისგან.
❣️დააანონსეს სამომავლო მიზანი: დარგე ხე! - ის არ არის მხოლოდ სილამაზე, ის ჩვენი სიცოცხლისა და სუნთქვის წყაროა.
🎓წარმატებები ამ შრომისმოყვარე, გონიერ მოსწავლეებს.
დამრიგებელი Nanuli Buxrikidze🫶💫
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Address
Khashuri
5700
