ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონი გოდერძი ბუკიას მხარდაჭერით 2015 წლის 24-25 მაისს, ქალაქ წყალტუბოში ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ქართული ენისა და ლიტერატურის მუნიციპალური კათედრა სასკოლო ქსელის პროექტის ფარგლებში, ატარებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელა კონფერენციას. მონაწილეობენ ხობის საჯარო სკოლების პედაგოგები.
კონფერენციის მიზანია:
- მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიური - პრაქტიკული კვლევების უნარ-ჩვევების
განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.
-წარმატებული მასწავლებლების წახალისება.
-ეფექტური, ინოვაციური მეთოდების პრაქტიკულად გამოყენების სწავლება;
-ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესიის ხარისხის ზრდის ხელშწყობა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ხობის სასკოლო ქსელის ბლოგის [email protected] პრეზენტაცია.
კონფერენციას სტუმრის სტატუსით დაესწრებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები :
მაია ინასარიძე -ქართული ენის ექსპერტ-კონსულტანტი
მედეა სამსონია -სასკოლო ქსელების კოორდინატორი
ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
21 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით ტარდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები საგნებში - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა. ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მუნიციპალიტეტის კურსდამთავრებულებს გისურვებთ წარმატებებს !
19/05/2015
17/05/2015
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქსელისა და ინკლუზიური განათლების პროექტის ,,ჩვენ დავიბადეთ თანასწორნი"–ს ფარგლებში 15 მაისს, ქ. ხობის N1 საჯარო სკოლაში ასოციაცია ,,დეამ" სკოლის მოსწავლეებისათვის მოაწყო კინოფილმის,,სიმულიანტი"–ს ჩვენება.
კინოჩვენების მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე საზოგადოების სტერეოტიპული ხედვებისა და დამოკიდებულებების დაძლევა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პატივისცემისა და დაცვის მხარდაჭერისკენ.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდა პროექტების კოორდინატორი ქალბატონი ივეტა წითაშვილი.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია,მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი და შეთანხმდნენ ,რომ შესაძლებლობების შეზღუდვა არ არის საზოგადოების დაყოფის საფუძველი,რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა და შესაძლებლობების რეალიზება მხოლოდ ისეთ საზოგადოებაშია შესაძლებელი,რომელიც ითვალისწინებს მთავრობის პასუხისმგებლობას,საზოგადოების მიერ პრობლემის გათავისებას,მოსახლეობისა და განსაკუთებით ახალგაზრდა თაობის აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე .
06/05/2015
Emis.ge - პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაცია სისტემა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
30/04/2015
კვირეულის ფარგლებში საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლაში მოეწყო გამოფენა. სადაც წარმოდგენილი იყო პოლიეთილენის ნარჩენებისაგან შექმნილი ნაკეთობები
სკოლის ეკო კლუბმა განახორციეკა კიდევ ერთი აქტივობა და ესტუმრა ნოჯიხევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერს და დაასუფთავეს მონასტრის მიმდებარე ტერიტორია
30/04/2015
ბიოლოგიის კვირეულის ფარგლებში შუა ხორგის საჯარო სკოლაში ჩატარდა საგნობრივი შემოქმედებითი კონფერენცია მეთერთმეტე კლასში (პედაგოგი მზია გაჩეჩილაძე) თემაზე: ,,ტყე შეუნახე შვილებსა" ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი მეშვიდე კლასში თემაზე ,,ცხენთევზა", (პედაგოგი ხათუნა კიზირია), ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბიოლოგიაში – მერვე კლასში დიანა ბერაიასა და ხათუნა კიზირიას მიერ, გაკვეთილის თემა იყო ,,ბუნება მბრძანებელია“
30/04/2015
ბიოლოგიის კვირეულის ფარგლებში ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს აქცია თემაზე:,,მოვუაროთ ხეებს-სუფთა ჰაერი ჯანმრთელობის საწინდარია!"
დაწყებითი კლასების კათედრის ინიციატივით მოეწყო პრეზენტაცია თემაზე: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი ! "
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასკოლო ქსელის ფარგლებში 22 აპრილს დაიწყო ბიოლოგიის კვირეული, რომელის გაგრძელდება 1 მაისის ჩათვლით. კვირეულის მიზანია: მოსწავლეებს გაუჩნდეთ ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისდა შეცნობის მიმართ, ჩამოუყალიბდეთ მასზე ზრუნვის უნარ-ჩვევები. კვირეულში აქტიურად ჩაერთვნენ საჯარო სკოლები. კვირეულს ხელმძღვანელობენ ბიოლოგიის მასწავლებლები და სკოლის ეკო-კლუბები. ხობის საჯარო სკოლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სკოლების მიხედვით
30/04/2015
პროექტი - ,, დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“
ხობის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის და გეოგრაფიის მასწავლებლებმა სასკოლო ქსელის ფარგლებში დაგეგმეს დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული -
კვირეული გახსნეს 15 აპრილს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა და 22 აპრილს- დედამიწის დღეს მათ შეურთდა გეოგრაფიის მასწავლებელთა კათედრა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად. კვირეული დაიხურა 29 აპრილს.
პროექტის იდეის საფუძველი იყო ეკოლოგიური პრობლემები, რომლის წინაშეც დგას პლანეტა დედამიწა. პროექტში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტის მიზანი: სკოლის მოსწავლეებში ეკო-კულტურული ცნობიერების ამაღლება
პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა:
მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოსა და შემოგარენის დასუფთავება; შიდა სასკოლო კონფერენციები; სკოლის ეზოში ხეების დარგვა;ყვავილნარის გაშენება; ექსკურსიები და ლაშქრობები; შიდა სასკოლო გამოფენების მოწყობა; დოკუმენტური ფილმების ჩვენება და სხვა
კვირეული დამთავრდა ფლეშმობით და აქციით ,,მწვანე ლენტი“
29/04/2015
საჯარო სკოლების, დაწყებით საფეხურის კათედრების საქმიანი შეხვედრები გრძელდება
დაწყებითი კლასების კათედრების პირველი შეხვედრა 10 თებერვალს შედგა, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა :გაცნობა დაწყებითი კლასების მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობა, კვლევებისა და პროექტების ჩატარება/განხორციელება, პრობლემათა განსაზღვრა და გადაჭრის გზების ძიება. პირველივე შეხვედრაზე დაიგეგმა (წლის ბოლოსთვის) სასწავლო კონფერენციის ჩატარება, რომლის მიზანს წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოვლენა.
25 თებერვლისთვის უკვე შესაძლებელი გახდა საკონფერენციო თემის და მიმართულების შერჩევა, თემა შეეხება მოსწავლეთა წიგნიერების კვლევას I-IV კლასებში. შეხვედრაზე შეიქმნა ტესტების შემადგენელი კომპეტენტური კომისია, რომელთა შემადგენლობაში შევიდნენ შემდეგი მასწავლებლები:
1. ლალი ფეტელავა-პირველი მაისის საჯარო სკოლა, კოორდინატორი
2. ბელა ლაგვილავა-პირველი მაისის საჯარო სკოლა , კოორდინატორი
3. ლალი ჩიტაია-ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა
4. ლანა სერგია-საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა
5. ნონა კიკნაველიძე -საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლა
6. თამუნა ბერაია- ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლა
7. ნონა ფილიპია-ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა
8. ლია მუმლაძე-შავღელეს საჯარო სკოლა.
კომისიის წევრებმა სხვადასხვა საბავშვო ლიტერატურის გამოყენებით შეადგინეს, როგორც მხატვრული, ასევე საინფორმაციო სახის ტესტები.
მარტის თვისთვის შესაძლებელი გახდა კომისიას , დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის წარედგინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, იმსჯელეს ტესტებზე, მისის აგების პრინციპებზე, შეფასების კრიტერიუმებზე, ტესტირებისათვის განსაზღვრულ დროზე. აქვე, დაიგემა ,,დედამიწის დღესთან,, დაკავშირებული კვირეული სკოლებში, კვირეულის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება. კვირეული დაიწყო 20 აპრილს და რესაც გრძელდება.
25 აპრილს შუა ხორგის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის მასწავლებელმა როგნედა ქარდავამ ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი, სადაც ესწრებოდნენ საჯარო სკოლების დაწყებითი კათედრის მასწავლებლები, სამოდელო გაკვეთილის თემას წარმოადგენდა ასობგერა ,,თ,,, გაკვეთილზე გამოყენებული იყო მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, გაკვეთილის დასრულების შემდგომ, მასწავლებელთა ჯგუფის მიერ, მოხდა გაკვეთილის შეფასება სქემის მიხედვით. მასწავლებლებმა ისაუბრეს შუა ხორგის საჯარო სკოლაში დანერგილ პროექტზე , რომელსაც ახორციელებს განათლების სამინისტრო ჯიპრაიდთან-ერთად .
კომისიის წევრები და კათედრის მასწავლებლები განაგრძობენ ს შეხვედრებს და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ ტესტირებებზე წინა სამუშაო შეხვედრას გეგმავენ 14 მაისისთვის.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Address
5800
