26/04/2022
🔰 ტკივილი გულმკერდის არეში 💔
⁉️ რა არის გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი, როგორია დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
🔻 ტკივილი მკერდის არეში გულისხმობს სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობის დისკომფორტს. მართალია, ამგვარი სიმპტომები ბევრ სხვა პრობლემასაც ახლავს თან, მაგრამ გულმკერდში ტკივილი ხშირად სიცოცხლისათვის საშიში დაავადების გამოვლინებაა და დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს. სიცოცხლისათვის საშიში დაავადებებით გამოწვეული ტკივილის შემთხვევაში ადრეული ჩარევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროგნოზს.
🔻 გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ტკივილი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.
🔻 სტატისტიკურად გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი არის:
· გულის იშემიური დაავადება - 31%
· პერიკარდიტი (გულის პერანგის ანთება) - 4%
· აორტის დაავადება - 2%,
· კუჭ-ნაწლავის დაავადება - 42%,
· გულმკერდის კედლის სინდრომი (გადატანილი გულმკერდის ტრამვა, მიალგია, მიოზიტი, სტრესით გამოწვეული ) - 28%,
· პნევმონიტი - 2%,
· ფილტვის კიბო - 1,5%
· ჰერპეს ზოსტერი - 1%.
🔻 გულმკერდის არეში უეცრად დაწყებული ტკივილი ან ქოშინი შეიძლება იყოს კარდიული (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, სხვადასხვა პათოლოგიით ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით გამოწვეული), რაც აუცილებლად მოითხოვს კარდიოლოგის დაუყოვნებელ კონსულტაციას, რათა თავიდან იქნას აცილებული სიცოცხლისათვის საშიში გართულებები.
რაც შეეხება არაკარდიალურ ტკივილს, მისი მიზეზია გულმკერდის ღრუში არსებული სხვა ორგანოების ან ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის პრობლემით გამოწვეული დისკომფორტი, რაც არ არის დაკავშირებული ფიზიკურ აქტივობასთან. მსგავსი ხასიათის ტკივილი ძლიერდება ხელით ზეწოლისას, ღრმა ჩასუნთქვისას, სხეულის პოზიციის ცვლილებისას, ხველის დროს. მასაც აქვს დამახასიათებელი ლოკალიზაცია, იმის და მიხედვით თუ რომელი ორგანოს პრობლემა იძლევა ტკივილს გულმკერდში.
⁉️ – რა სიმპტომებით ვლინდება?
კარდიული იშემიური ტკივილისათვის დამახასიათებელია:
· მწვავე დასაწყისი;
· ტკივილი დიფუზურია, ხშირია ირადიაცია ხელში (ჩვეულებრივ, მარცხენა ხელში), ზურგში, კისერში და ქვედა ყბაში;
· პაციენტების გადმოცემით ტკივილი ძლიერი, მოჭერითი ხასიათისაა, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს მცირე ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაში. ტკივილი სუნთქვის ფაზებთან და პოზის შეცვლასთან დაკავშირებული არ არის;
· აღმოცენდება უეცრად, სწრაფი სიარულის, კიბეზე ასვლის, სიცივეში გამოსვლის დროს ან თუნდაც მოსვენებულ მდგომარეობაში;
· შეტევითი ხასიათისაა, უმეტესად ლოკალიზდება მკერდის ძვლის უკან (შეიძლება ტკივილი გადაეცემოდეს მარცხენა ხელში, კისერში, ქვედა ყბაში, ბეჭში), აქვს წვის, ზეწოლის, მოჭერის ხასიათი.
🩺 თანამედროვე კარდიოლოგიას საკმარისად ბევრი და ეფექტური სადიაგნოსტიკო საშუალება გააჩნია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. სწორი დიფერენცირებისათვის საჭიროა დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევები, როგორებიცაა: ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრაბგერითი კვლევა, ფიზიკური დატვირთვის ტესტი, საჭიროების შემთხვევაში გულის სისხლძარღვების ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია) და სხვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაავადების საწყის ეტაპზე, შესაძლოა ელექტროკარდიოგრაფიული და ექოკარდიოგრაფიული მონაცემებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირდეს, ამ დროს მნიშვნელოვანია პაციენტის სუბიექტური მონაცემები.
პაციენტებისთვის, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ გულის იშემიური დაავადება, მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები და ჯანმრთელი ცხოვრების წესი.
‼️ გულმკერდში ნებისმიერი ხასიათის ტკივილის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ტკივილის ზუსტი მიზეზის დასადგენად და შესაფერისი მკურნალობისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც დაგეხმარებათ შემდგომი გამოკვლევებისა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებთან ვიზიტების ორგანიზებაში.
‼️ საშიშროება
· მიოკარდის ინფარქტი;
· გულის გაჩერება და სიკვდილი (გადაუდებელი რეანიმაციის არ არსებობის შემთხვევაში).
🔻 პროფილაქტიკა ❌
· მოწევის გამორიცხვა; 🚭
· ქოლესტერინის შესამცირებელი დიეტა;
· ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა;
· სტრესისგან თავის დაცვა;
🔻 რისკის ჯგუფი
· ქრონიკული მწეველები;
· შეუსვენებლად მომუშავეები, რომელბიც განიცდიან დიდი სტრესს;
· ჰიპერტონიკები და დიაბეტიკები.
🔻 იშემიის მკურნალობა
· მკურნალობის სტრატეგიას ექიმი გასინჯვისა და დიაგნოზის საფუძველზე განსაზღვრავს, დაავადების ფორმისა და სტადიის გათვალისწინებით.
· ცხოვრების წესისა და კვების კორექტირება
· ფიზიკური აქტივობის შემცირება რეაბილიტაციის დროს
დიეტა, რომელიც შეამცირებს გულის კუნთის დატვირთვას, წყლისა და მარილის შეზღუდვა
უცხიმო დიეტა ათეროსკლეროზის პროგრესირების შესაჩერებლად
💊 მედიკამენტოზური მკურნალობა 💉
· იშემიური დააბადების სტადიის, თანმდევი დაავადებებისა და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, სამკურნალო მედიკამენტებს ექიმი კარდიოლოგი ნიშნავს. როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა შედეგს არ იძლევა, პაციენტმა კონსულტაცია კარდიოქირურგთან უნდა გაიაროს, ქირურგიული მკურნალობის დასაგეგმად.
· კორონარული შუნტირება
კორონარული შუნტირება კეთდება იშემიის ადგილზე სისხლის მიწოდების აღსადგენად. მეთოდი გამოიყენება დაზიანებული სისხლძარღვების გვერდის ავლით ახალი სისხლძარღვების შექმნისათვის. ამრიგად, ჩნდება ახალი გზა, რომლის მეშვეობითაც სისხლი მიეწოდება გულის პრობლემურ არეს. ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია, როგორც სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატის მეშვეობით, ისევე მომუშავე გულზე.
· კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება)
კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება) გულისხმობს მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას, რომლის დროსაც ხდება ქსოვილის მინიმალური დაზიანება. ამ მანიპულაციის დროს ხორციელდება დაზიანებული სისხლძარღვის გაფართოება, რის შემდეგაც ხდებ სტენტის დამონტაჟება, რომელიც ინარჩუნებს სისხლის ნაკადისთვის საკმარის ადგილს სისხლძარღვში.
სტენტი არის თხელი, ლითონის, მოქნილი ჩარჩო, რომელიც შედის არტერიის სანათურში შეკუმშულ მდგომარეობაში, შემდეგ კი ზამბარას მსგავსად იშლება.
❤️ გისურვებთ ჯანმრთელობას! ❤️
*წყარო aladashvili.ge