22/04/2026
იოსებ ხახალეიშვილი / Ioseb Khakhaleishvili
Consul General of Georgia in Krakow
22/04/2026
20/04/2026
დღეიდან, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქ. კრაკოვში, უკვე ხელმისაწვდომია საკონსულო სერვისები ჩვენი მოქალაქეებისათვის.
წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს საკონსულოს!
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2026 წლის 20 აპრილიდან, ქ. კრაკოვში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ დაიწყო სრულფასოვანი საკონსულო მომსახურების გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ქ. კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაფარვის ოლქს წარმოადგენს პოლონეთის რესპუბლიკის შემდეგი სავოევოდები:
მალოპოლსკი (Województwo Małopolskie);
ლუბელსკიე (Województwo Lubelskie);
პოდკარპაცკი (Województwo Podkarpackie);
შვიენტოკჟისკი (Województwo Świętokrzyskie)
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ ვოევოდებში, საკონსულო მომსახურების მისაღებად უნდა გამოცხადდნენ ქ. კრაკოვში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, შემდეგ მისამართზე: გენერალ იუზეფ ბემას ქ. №2, 31-517 კრაკოვი, პოლონეთი (ul. Generała Józefa Bema 2, 31-517 Kraków, Polska).
მოქალაქეთა მიღების დღეებია: ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი.
დოკუმენტების მიღების საათები: 10:00-13:00
დოკუმენტების გაცემის საათები: 16:00-17:00
საკონსულო საკითხებზე მოქალაქეთა მიღება ხორციელდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერის საფუძველზე, www.geoconsul.gov.ge -ზე რეგისტრაციის გზით.
სატელეფონო კონსულტაცია საკონსულო საკითხებზე შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს, 14:00- 17:00 საათამდე, საქართველოს გენერალური საკონსულოს შემდეგ ნომერზე: +48 12 386 0037
ცხელი ხაზი: +48 571 259 602 (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის და საგანგებო სიტუაციებში)
ელფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: https://krakow.mfa.gov.ge/
19/04/2026
17/04/2026
16/04/2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
14/04/2026
გილოცავთ დედაენის დღეს!
12/04/2026
ქრისტე აღსდგა!
07/04/2026
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ამინ!
ხარებას გილოცავთ!!!
Click here to claim your Sponsored Listing.
