შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, თამარ მეფის ქუჩა N22, Kutaisi.

Photos from იაგო დავითაძე / Iago Davitadze's post 03/06/2026

საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა.

ღონისძიება სოფელ ნიგაზეულიდან დაიწყო, სადაც შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, შუახევის მერ ომარ ტაკიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სასულიერო პირები და საზოგადოების წევრები.

სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავის აღსანიშნად დაფუძნდა, პირველი „სელიმობა“ კი 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა.

Photos from შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 03/06/2026

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, საქართველოს სპორტის მინისტრმა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფესტივალში საქართველოს ყველა რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებენ. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორმა სპორტსმენებმა საზეიმოდ აღმართეს. ასევე გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო.

ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის ახალგაზრდებისთვის, რათა კონკურენტულ გარემოში გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიიღონ სპორტული გამოცდილება.

Photos from შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 02/06/2026

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების პროექტების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა აჭარის რეგიონში.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციის სახით გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების პროექტები წარუდგინეს.

მუნიციპალიტეტების მერებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, ძირითად მიზნებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც წარმოადგენს წინაპირობას დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განხორციელებისთვის.

მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

Photos from შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 01/06/2026

✨🎊 შუახევში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

🤹‍♀️🎈 პატარების მხიარულ განწყობაზე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრი „დონალდო ლენდი“ ზრუნავდა, რომელმაც მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა წარმოადგინა და ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

🧚‍♀️🧜🎨 მოეწყო ანიმატორების შოუ, ზღაპრის გმირების წარმოდგენები, სახეზე ხატვის კუთხე და დეკორატიული სივრცეები ფოტო სესიისთვის.

🍦 🍹 ღონისძიების დასასრულს ბავშვებს დაურიგდათ ნაყინი და ხილის სლაში.

01/06/2026
Photos from შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 29/05/2026

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ დამტკიცებულ იქნა განკარგულების პროექტები, მათ შორის, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი „შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

იხილეთ ვრცლად: https://shuakhevi.gov.ge/index.php?m=996&news_id=5953

28/05/2026

2026 წლის 29 მაისს 12:00 საათზე გაიმართება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.

იხილეთ ვრცლად:https://shuakhevi.gov.ge/index.php?m=996&news_id=5952

Photos from შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 27/05/2026

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, ჭვანის მეჩეთში ყურბან-ბაირამის ლოცვას დაესწრო და მორწმუნეებს საღვთო დღესასწაული მიულოცა.

ყურბან-ბაირამი მუსლიმანური სამყაროს უდიდესი დღესასწაულია, მოძრავია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება.

იაგო დავითაძესთან ერთად, მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცეს შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

Photos from შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 26/05/2026

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
#26მაისი #ესდღეჩვენია

შუახევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, შუახევის მერ ომარ ტაკიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

იაგო დავითაძემ შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური ფოტოგამოფენა, გაიმართა სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორულ ანსამბლები, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეები, ინდივიდუალური შემსრულებლები.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო.

Want your business to be the top-listed Government Service in Kutaisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

თამარ მეფის ქუჩა N22
Kutaisi
6300