22/09/2024
⚠️ყურადღება⚠️
⚠️კონკურსი😮😮🙈
🕶თუ ხარ 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდა ეს შანსი შენთვისაა. სამწუხაროდ, შენ ვერ აძლევ 2024 წლის არჩევნებზე ხმას, თუმცა ამ არჩევნებზე შენი მომავალი, ახალგაზრდობის მომავალიც წყდება. ამიტომ შენ შეგიძლია მოუწოდო უფროს თაობას არჩევნებზე მისვლისა და აქტიურობისკენ.
🎥📹📸📻გამოაგზავნე პირად შეტყობინებაში ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ფორმატით გადაღებული კრეატიული ვიდეო. ვიდეოს ძირითადი თემატიკა, რიტორიკა შეიძლება იყოს, რომ თავად ხმას ვერ ვაძლევ მაგრამ მიდით ვისაც შეგიძლიათ არჩევნებზე და მიეცი ხმა მომავალი თაობისთვის და შენთვის. იყავით კრიატიული, დინამიური და მაქსიმალურად ყურებადები.
📹ვიდეო არ უნდა იყოს 1.5 წუთზე მეტი. ასევე ვიდეოში არ უნდა იკვეთებოდეს რომელიმე პარტიისადმი კუთვნილება ან მოწოდება და იყოს მხოლოდ ნეიტრალური, არჩევნებზე მისვლისკენ მომწოდებელი ხასიათის.
🥇🏅გამარჯვებული ვიდეო გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე, დასპონსორდება მეტი ნახვებისთვის, ხოლო საუკეთესო ვიდეოს ავტორი მიიღებს 💸200 ლარიან💸 ფულად ჯილდოს. 🙈🙈
⚠️ვიდეოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 3 ოქტომბერი.
❤️❤️❤️გელით ❤️❤️❤️
#არჩევნები2024 #კონკურსი
05/06/2023
მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და სკოლის დირექტორს გაწეული შრომისთვის, იმ მონდომებისა და დროისთვის რაც მათ ფესტივალისთვის სამზადისში გასწიეს. ეს დღე იყო თქვენი და ისევ მხოლოდ თქვენი.
🙏მადლობა გავაზის საჯარო სკოლას და ქალბატონ ლელა კაპანაძეს მასპინძლობისთვის.
🙏მადლობა ყვარლის რესურსცენტრს და ქალბატონ ქეთევან ჭიპაშვილს თანადგომისთვის, დახმარებისა და უპირობო მხარდაჭერისთვის.
🙏მადლობა სხვა ფლექსის ალუმნებს რომ ჩამოვიდნენ დაგვეხმარნენ და დაეხმარნენ მოსწავლეებს სტენდებთან.
🙏მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების მზაობისთვის და ხელშეწყობისთვის.
🙏მადლობა საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს დაფინანსებისთვის, ვინაიდან მათ გარეშე იდეას ხორცი ვერ შეესხმებოდა.
და კიდევ უამრავი მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელიც დღეს მოვიდა, წვლილი შეიტანა ან უბრალოდ დაესწრო ჩვენს ფესტივალს. 🇬🇪🇺🇸
FLEX Alumni Georgia FLEX Alumni Program American Councils for International Education Georgia
23/04/2023
🇪🇺ცხადდება რეგისტრაცია თბილისში 6 მაისს წასვლის მსურველთათვის.
6 მაისს ექსპო ჯორჯიას პავილიონში გაიმართება ევროპის დღეების გამოფენა-ფესტივალი.
6 მაისს ერთ-ერთი აქტივობა იქნება ახალგაზრდა ევროპელი ელჩების გამოსვლა კონკრეტული თემების გარშემო, რომელიც ახალგაზრდულ სცენაზე მოხდება.
🇪🇺ამ ბმულზე რეგისტრაციით თანახმა ხართ რომ დაესწროთ ორ ასეთ გამოსვლას და ასევე ზოგადად ევროპის დღეებს.
❗️დაფინანსებულია ტრანსპორტირება და კვება: ახალსოფელი ჭიკაანი გავაზი- თბილისი და უკან.
ევროპის დღეებზე რეგისტრაცია
ევროპის დღეები არის ევროკავშირის მიერ ორგანიზებული დიდი გამოფენა/ფესტივალი რომელიც 6 მაისს თბილისში, ექსპო ჯორ.....
02/03/2023
დაახლოებით 2 წელია დავიწყეთ მცირე მაგრამ საინტერესო, კარგი საქმეების კეთება სოფლისთვის. რომ არა დასავლელი დონორების ფინანსური დახმარება, გასულ წელს, ვერ ჩატარდებოდა ლევან გიგინეიშვილის ლექცია გავაზში, ვერ დაირგვებოდა ბუჩქები სკოლის ეზოში, ვერ ჩატარდებოდა იოგას სესია რომელიც ბავშვებს ასე ძალიან მოეწონათ. და კიდევ ბევრი სხვა.
რომ არა დასავლელი დონორების დაფინანსება, გავაზში, ვერ ჩატარდებოდა უკრაინელი დევნილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც მათ ინტეგრირებას და დახმარებას ემსახურებოდა.
ბევრი გაკეთდა და ბევრიც გასაკეთებელია, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს "უცხოური გავლენის აგენტის" იარლიყის გარეშე.
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!
31/10/2022
🧘♂️🧘♀️დღეს მენტალური ჯანმრთელობის კამპანიის ფარგლებში, გავაზის სკოლის ეზოში, იოგას სესია და ფსიქოლოგთან სემინარი შედგა.
♋მენტალური ჯანმრთელობა ინდივიდის და საზოგადოების სიჯანსაღის საწინდარია.
🇪🇺🇪🇺პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში და ორგანიზებულია ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ.