15/05/2026
გსმენიათ 66-ე გზატკეცილის შესახებ?
1926 წელს აშშ-ის უდიდესი ნაწილი, აღმოსავლეთ-დასავლეთის 4 000-მდე კილომეტრი ერთმანეთს სწორედ ამ გზით დაუკავშირდა. მას ჯონ სტაინბეკი გზატკეცილების დედასაც უწოდებდა. ამ გზამ საფუძველი ჩაუყარა ამერიკაში ავტომობილების, როგორც შეუზღუდავი გადაადგილების საშუალების აღმასვლას და ქვეყნის იდენტობის ნაწილადაც იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების შემდეგ ის მე-80 მაგისტრალმა ჩაანაცვლა, 66-ე გზატკეცილი ამერიკული პოპულარული კულტურის განუყოფელ და ბევრისთვის სენტიმენტალურ ნაწილად დარჩა.
წელს 66-ე გზატკეცილის 100 წლისთავი განსაკუთრებით აღინიშნება. მათ, ვისაც ამ გზატკეცილზე მოგზაურობის საშუალება არ აქვთ, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით შეუძლიათ ვირტუალურად იმოგზაურონ. მათ შორისაა Google-ის ინტერაქციული გზამკვლევი, რომელიც დამთვალიერებელს ყველა ღირსშესანიშნავ გაჩერებას კლასიკური ამერიკული ავტომობილით მოატარებს. თუ გსურთ დათვალიერება, იხილეთ ბმული კომენტარებში 👇
13/05/2026
პროექტი "Everything about US and Culture" წარმატებით მიმდინარეობს.
06/05/2026
ჩვენი პატარები "სპექტაკლზე მუშაობისას"😍😍😍😍
05/05/2026
🟡Spelling Bee 2026 - ის კონკურსი აშშ -ის საელჩოში.
აშშ-ის საელჩო თბილისში უკვე მესამედ უმასპინძლა Spelling Bee-ს ფინალისტებს საქართველოს მასშტაბით არსებული ამერიკული კუთხეებიდან, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრნენ საუკეთესო მართლწერის გამოსავლენად.
01/05/2026
"Book for kids club " წარმატებით დაასრულეს ჩვენმა პატარებმა😍🥰
30/04/2026
⭐ 1812 წლის 30 აპრილს ლუიზიანა მეთვრამეტე შტატი გახდა. შტატის ყველაზე ცნობილი ქალაქი, ნიუ ორლეანი 1718 წლიდან არსებობს და მის უნიკალურ კულტურას აფრიკული, ფრანგული და ესპანური გავლენები განაპირობებენ.
ცნობილ ლუიზიანელებს შორის არიან ლუი არმსტრონგი, ბრიტნი სპირსი და მსახიობი რის უიზერსპუნი.
29/04/2026
პროექტი "Everything about US and Culture" წარმატებით მიმდინარეობს.კურსის ფარგლებში ისაუბრეს ამერიკაში პოპულარული სპორტის სახეობების შესახებ.
28/04/2026
მარნეულის ამერიკულ კუთხეში, პროექტი ''მეწარმის პირველი ნაბიჯები და ბუღალტერია სტარტაპებისთვის” წარმატებით დასრულდა.
ამ პერიოდში მონაწილეებმა პროფესიონალი ტრენერების მიერ ჩატარებული ინტენსიური სესიების საშუალებით გააღრმავეს სამეწარმეო ცოდნა, შეიძინეს ახალი ხედვები და აღმოაჩინეს საკუთარი პოტენციალი.
✨ პროგრამის ბოლო დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო.
მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს. მეწარმეებმა წარადგინეს საკუთარი ხელნაკეთი პროდუქცია და ბიზნეს იდეები, გააცნეს თავიანთი საქმიანობა და გაუზიარეს პროგრამისგან მიღებული ცოდნა და მიზნები.
🎯 ამ 2 თვის განმავლობაში:
• მეწარმეები განვითარდნენ როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად
• საწყისი იდეები გადაიქცა რეალურ ბიზნეს კონცეფციებად
• ბევრმა მონაწილემ დახვეწა თავისი იდეა და გახდა მზად ბიზნესის დასაწყებად
• გაძლიერდა სტრატეგიული აზროვნება და პრაქტიკული მიდგომები.
💬 გვჯერა, რომ დღეს გადადგმული ნაბიჯები ხვალინდელი წარმატებული ბიზნესების საფუძველია.
✨ გულითად მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და ვუსურვებთ მათ დიდ წარმატებას მომავალ საქმიანობაში! 💻📚