ელდარი თოდუა / Eldar Todua

ელდარი თოდუა / Eldar Todua

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ელდარი თოდუა / Eldar Todua, Public & Government Service, თავისუფლების #10, Martvili.

Photos from ელდარი თოდუა / Eldar Todua's post 17/07/2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სასახლში, ლეგენდარული ანსამბლის - „ქართული ხმების“ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წუთისოფელი“ გაიმართა.

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ბირკაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დავესწარი.

„ქართული ხმების“ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომლის ავტორი და მთხრობელი თემურ ჭკუასელია, კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

Photos from ელდარი თოდუა / Eldar Todua's post 16/07/2026

მიმდინარე წლის 16 ივლისს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური და მიმდინარე საორგანიზაციო საკითხები განვიხილეთ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/
3. 2026 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი - ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ: 41.09.39.234 ნაკვეთის (17 კვ.მ.) ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი საფასურის (3400 ლარი) ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ:41.09.39.093 ნაკვეთიდან, დანართით წარმოდგენილ ორთოფოტოზე მონიშნული 12. კვ.მ ფართის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი საფასურის (2400 ლარი) ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
6. მარტვილის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-სთვის ს.ნ: 235447628, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების: სოფ. გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ: 41.12.32.475 ნაკვეთის და მასზე განთავსებული ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
7. მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი - ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
8. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 აგვისტოს №28 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
/მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/
9. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხდველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/
10. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ;
/მომხსენებელი - ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
11. ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №47 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
/მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/
12. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 08 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი - გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/

Photos from ელდარი თოდუა / Eldar Todua's post 16/07/2026

დღეს, 16 ივლისს, 11:00 საათზე „ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის ოფისში საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შევხვდი.
სამუშაო შეხვედრისას მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ვიმსჯელეთ. თითოეულ ინიციატივასთან დაკავშირებით გავცვალეთ მოსაზრებები და განვსაზღვრეთ არსებული გამოწვევების დაძლევის გზები. შეხვედრისას ხაზი გავუსვით, რომ მჭიდრო თანამშრომლობა და შეთანხმებული ნაბიჯები ფუნდამენტურია მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების მაქსიმალური დაცვისთვის.

Photos from ელდარი თოდუა / Eldar Todua's post 15/07/2026

მიმდინარე წლის 15 ივლისს, 15:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.
აქტიურ სამუშაო ფორმატში, ბიუროს წევრებთან ერთად, დეტალურად განვიხილეთ და შევათანხმეთ მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობის მქონე ის საკითხები, რომლებიც საკრებულოს მორიგ სხდომაზე იქნება გატანილი.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარვადგინეთ შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
2. 2026 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ: 41.09.39.234 ნაკვეთის (17 კვ.მ.) ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი საფასურის (3400 ლარი) ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ:41.09.39.093 ნაკვეთიდან, დანართით წარმოდგენილ ორთოფოტოზე მონიშნული 12. კვ.მ ფართის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი საფასურის (2400 ლარი) ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-სთვის ს.ნ: 235447628, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების: სოფ. გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ: 41.12.32.475 ნაკვეთის და მასზე განთავსებული ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
6. მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
7. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 აგვისტოს №28 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
8. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხდველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
9. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
10. ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №47 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
11. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 08 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/

Photos from მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო/The municipality of Martvilis  assembly's post 15/07/2026
Photos from ელდარი თოდუა / Eldar Todua's post 23/06/2026

მიმდინარე წლის 23 ივნისს, 11:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გავმართეთ,რომელსაც მერის პირველი მოადგილე ერეკლე ზარანდიაც ესწრებოდა.
სხდომაზე განვიხილეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები;
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 23 ივნისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი - ელდარი თოდუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
2. „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი - ერეკლე ზარანდია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/

Photos from ელდარი თოდუა / Eldar Todua's post 22/06/2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავასთან და მერ გიორგი ნაჭყებიასთან ერთად სოფელ თამაკონში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გავეცანით.
ბაღში, ბავშვებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საგანმანათლებლო, საძინებელი და სათამაშო ოთახები, ასევე სამზარეულო, სასადილო და სველი წერტილები. ეზოში გათვალისწინებული იქნება რეკრეაციული სივრცე და საბავშვო სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

Photos from ელდარი თოდუა / Eldar Todua's post 20/06/2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „კოლხიდამ“, 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კონცერტი გამართა.

ანსამბლის მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგნენ.

ანსამბლი „კოლხიდა“ 1996 წელს ჩამოყალიბდა. ანსამბლი ქორეოგრაფმა პაატა ბართიამ დააფუძნა. ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში. „კოლხიდა“ მრავალგზის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელია.
კონცერტს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი ნაჭყებიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჯანაშიასთან, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დავესწარი.

Want your business to be the top-listed Government Service in Martvili?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

თავისუფლების #10
Martvili
3100

Opening Hours

Monday 00:00 - 17:00
Tuesday 00:00 - 17:00
Wednesday 00:00 - 17:00
Thursday 00:00 - 17:00
Friday 00:00 - 17:00