27/12/2025
🎉 სსიპ ქალაქ მცხეთის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ თეკლა ელკანიშვილმა, მონაწილეობა მიიღო, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია ექსპლორიუმის ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში “მოსწავლეთა კონფერენცია ვიზუალურ პროგრამირებაში” თემაზე სულხან - საბა ორბელიანის იგავ-არაკები ციფრულ სამყაროში. მან Scratch-ის საშუალებით გააცოცხლა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი “ენით დაკოდილი”.
თეკლამ წარმატებით გაიარა ორი შესარჩევი ეტაპი.
✅I ეტაპზე მოსწავლემ შექმნა scratch-ში ანიმაცია;
✅II ეტაპზე ჩაწერა ვიდეო რგოლი;
ჟიურის გადაწყეტილებით პროექტი მოხვდა ფინალში და მოსწავლე მიწვეულ იქნა ვიზუალური პროგრამირების კონფერენციაზე.
🤖კონფერენციის ბოლოს თეკლას და კომპიუტეეული ტექნოლოგიების მასწავლებელს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
16/12/2025
გაბრიელ გაბიდაური
გაბრიელ გაბიდაური - რჩეული თაობა - მცხეთა, N2 საჯარო სკოლა / სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია
გაბრიელ გაბიდაური - რჩეული თაობა - მცხეთა, N2 საჯარო სკოლა / სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია
10/12/2025
✨ ქართული ხალხური ზღაპარი „მუჭანახევარა“ ✨
ზღაპარს ახმოვანებდნენ
📚 სსიპ ქალაქ მცხეთის №2 საჯარო სკოლის V-ბ კლასის მოსწავლეები
👩🏫 კლასის ხელმძღვანელი: ქეთევან ჭავჭავაძე
🎶 მუსიკის პედაგოგი: ზინა ემინოვი
V-ბ კლასის მოსწავლეებმა სახელმძღვანელოდან შეარჩიეს ქართული ხალხური ზღაპარი „ხუთკუნჭულა“ 📖.
მოსწავლეებმა:
🎨 მოიძიეს ზღაპრის ანიმაციური ნახატები,
🎭 გაინაწილეს როლები,
🎙️ გაახმოვანეს ზღაპარი,
🎼 მუსიკალურად გააფორმეს ნამუშევარი კომპოზიტორ თაქთაქიშვილის ნოქტურნით.
✨ საბოლოოდ შექმნეს პრეზენტაცია და თავიანთი ნამუშევარი წარუდგინეს თანატოლებს 🎉😊
08/12/2025
🎉 გილოცავთ ჩვენს ფინალისტებს! 🎉
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ Hour of Code–ის ნახევარფინალი წარმატებით დასრულდა და ჩვენი სკოლის სამი ნიჭიერი მოსწავლე გადავიდა ფინალში!
🏆 ფინალისტები:
👦 გიორგი ნადიბაიძე — III კლასი
👦 თორნიკე ბუთხუზი — III კლასი
👦 ანდრია მამულაძე — VII კლასი
სკოლა ამაყობს თითოეული მოსწავლის მიღწევით! 💙
ვულოცავთ ჩვენს პატარა პროგრამისტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ბრწყინვალე გამოსვლას ფინალში! 🚀✨
#კოდისკვირეული #ფინალისტები #პროგრამირება #სკოლასამაყობს
30/11/2025
🔸 I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის „მომავლის საქართველო 2025“ დასკვნითი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 30 საუკეთესო STEAM პროექტი იყო წარმოდგენილი. მოსწავლეებმა კი წარმოადგინეს მომავლის ინოვაციური ხედვები და გამოავლინეს მათი უნარები: გამართეს პრეზენტაციები, სადაც დეტალურად ისაუბრეს პროექტების მომზადების, იდეის გენერირებისა და მუშაობის პროცესებზე.
ვრცლად https://shorturl.at/wIsCM
🔸 The final conference of the national STEAM Project Competition “Future Georgia 2025” took place in Tbilisi. The conference showcased 30 of the best STEAM projects selected from across the country. Students presented their innovative visions for the future and demonstrated their skills by giving presentations and engaging in detailed discussions about project preparation, idea generation, and performance.
Read more https://shorturl.at/IMsrc
STEAM Final Conference