გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze

გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze

Share

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული

Photos from გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze's post 04/06/2026

ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს ალექსანდრე ზურაბიშვილსა და ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შევხვდი.

შეხვედრაზე რეგიონში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები და პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმები განვიხილეთ.

შეხვედრების მიზანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

Photos from გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze's post 03/06/2026

ბათუმში პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დავესწარი.

მულტისპორტულ შეჯიბრებაში, რომელიც 14-17 წლის ახალგაზრდებს შორის იმართება, გურიის რეგიონი 67 მონაწილით სპორტის 12 სახეობაშია წარმოდგენილი.

Photos from გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze's post 02/06/2026

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გავმართე.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ.

მერებისგან არსებული გამოწვევებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მოვისმინე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროექტების ეფექტიან განხორციელებასა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროულ გადაწყვეტაზე.

01/06/2026
Photos from გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze's post 31/05/2026

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მედლით - “მამაცობისთვის” დაჯილდოებას ვულოცავ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელბს: ლაშა მუჯირს, რომან დოლიძეს, ვასიკო გიორგაძეს და ვალერიან ტრაპაიძეს.

27/05/2026

ყურბან-ბაირამს ვულოცავ ყველა მუსლიმს, განსაკუთრებით გურიის რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მუსლიმ მეგობრებს.

გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას!

Want your business to be the top-listed Government Service in Ozurgeti?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address

Ozurgeti
3509