⚽ მსოფლიო საფეხბურთო დღესასწაული ოზურგეთში იწყება!
11 ივნისს, ჭადრების პარკში, 22:00 საათზე FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ერთად ვუყურებთ, ხოლო 23:00 საათზე ჩემპიონატის პირველი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენება ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გაგრძელდება.
მოვიწვიოთ მეგობრები, ოჯახის წევრები და ერთად შევქმნათ ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო. ღონისძიების მიზანია სპორტის პოპულარიზაცია და გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო, მეგობრული გარემოს შექმნა.
გელოდებით ჭადრების პარკში! ⚽
ააიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ააიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი, Government Organization, გ. გიორგაძის ქუჩა N7, Ozurgeti.
08/06/2026
🔸ა(ა)იპ ოზურგეთის მომსახურების ცენტრის გამწვანების და სასაფლაოს მოვლა-პატრონობის განყოფილების თანამშრომლების მიერ, დაბა ურეკში, შეკვეთილში და კაპროვანში დასრულდა მწვანე საფარის მოწესრიგებითი სამუშაოები.
29/05/2026
👫 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში, მუსიკალური, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება.
🕑 ღონისძიება 14:00 საათიდან დაიწყება:
• სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის;
• გათამაშებები და პრიზები;
• ანიმატორები და ზღაპრის გმირები;
• სპორტული აქტივობები;
• გასართობი სივრცეები;
• ფოტო ზონები;
• საზეიმო კონცერტი - ქორეოგრაფიული ანსამბლები, ადგილობრივი საბავშვო სტუდიები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
🔸 ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
26/05/2026
25/05/2026
🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება.
🚌 ავტობუსები 26 მაისს დილიდან 20:00 საათამდე იმოძრავებს და მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება.
🚌 ავტობუსები 26 მაისს დილიდან 20:00 საათამდე იმოძრავებს და მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
24/05/2026
🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღსანიშნავად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
21/05/2026
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.
პროგრამა:
11:00 - 20:00 - შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები; პროფესიული სასწავლო დაწესებულებების გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; სამხედრო ტექნიკის გამოფენა; საბავშვო - გასართობი აქტივობები; ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; გალა კონცერტი;
11:00 - 20:00 - სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ვეტერინარია; ვიარ სათვალით მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში; მასტერკლასი აგრონომიაში; აფხაზური ცენტრი; პირველადი დახმარების სიმულაციები;
სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ელექტრომიკროსკოპის საშუალებით მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებზე დაკვირვება; შემოქმედებითი და კულტურული აქტივობა - ქართული კალიგრაფია; ტექნიკური ამოცანების სესია; ფერწერული აქტივობა; აგრომიმართულების შემეცნებითი აქტივობა; აგრო - პრაქტიკული აქტივობა;
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის აქტივობა - შემეცნებითი ვიქტორინა; უნივერსიტეტების გამოფენა;
სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - საინფორმაციო კუთხე; საზღვაო კვანძების მასტერკლასი;
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საიმიჯო და ტექნოლოგიური კუთხე; პირველადი სამედიცინო დახმარების სიმულაციური დემონსტრირება;
სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საგანმანათლებლო - სამეცნიერო აქტივობა; იმიტირებული არქეოლოგიური ველი;
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აგრარული მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგები; სტუდენტების მიერ შექმნილი სამაგიდო თამაშების წარდგენა; ექსპერიმენტები;
სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - საინფორმაციო კუთხე; ვირტუალური კამპუსის ტური; AR - პროექტი კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება; KIU- ს მიურალების გაცოცხლება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით;
სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფიზიკური მოდელი და ვორქშოპი თემაზე: ელექტრომობილებში ენერგოეფექტურობის გაზრდა; სასამართლო ექსპერტიზის მასტერკლასი; აზროვნების - პროგრამირების ტრენდები და რობოტიკის მასტერკლასები; ინტერაქციული მედიცინის კუთხე და მულაჟები; პირველადი დახმარების მასტერკლასები;
11:00 - 20:00 - ციფრული კუბი - საგანმანათლებლო-გასართობი შინაარსის ვიდეორგოლები თემაზე: კოსმოსი, იურული პარკი, წყალქვეშა სამყარო;
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - კიბერუსაფრთხოების ინტერაქციული დემონსტრაცია; ავტონომიური რობოტექნიკა და მოძრაობის ალგორითმები; SILKROUT AI - ინოვაციური პლატფორმა ტყის ეკოსისტემების მონიტორინგისა და ანალიზისთვის;
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი: ჭკვიანი მაგიდა - ორგანაიზერი უსინათლოთათვის; ხიდებისა და შენობების მონიტორინგის სისტემა; ვიქტორინა - თემატური კითხვები ბავშვებისთვის;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი - STEAM სკოლებში - სადემონსტრაციო აქტივობების და რესურსების კუთხე; Stam სწავლების მიმართულების ექსპერიმენტები და შემეცნებით-გასართობი ინტერაქტიური აქტივობები; საინფორმაციო კუთხე;
პროფესიული კოლეჯი „აისი“ - კოლეჯში დამზადებული პროდუქციის გამოფენა; ღვინის ბოთლებში ჩამოსხმისა და ეტიკეტირების მასტერკლასი; მასტერკლასი თემაზე: თექის მოთელვა; კულინარიული მასტერკლასი;
პროფესიული კოლეჯი ,,ახალი ტალღა“ - კულინარიის მასტერკლასი; კონდიტერის მასტერკლასი; ბარის მასტერკლასი; ხის ნამუშევრებისა და აქსესუარების გამოფენა;
პროფესიული კოლეჯი ,,ბლექსი “ - კონდიტერის მასტერკლასი; კულინარიის მასტერკლასი; მეფუტკრეობა;
პროფესიული კოლეჯი ,,იბერია“ - უპილოტო საფრენი აპარატების მასტერკლასი; ვორქშოპი ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების გამოყენებით; რობოტიკის მიმართულება; 3D კალმებით სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები; სამაგიდო თამაშები;
პროფესიული კოლეჯი ,,იკაროსი“ - ბარმენთა შოუ; პიცის გამოცხობის მასტერკლასი; კონდიტერია; თემატური კულინარიული მასტერკლასები.
პროფესიული კოლეჯი „ფაზისი“ - სტუდენტთა მიერ შექმნილი ეროვნული და საღამოს სამოსის გამოფენა; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,ფლორისტიკა" - ყვავილების თაიგულის შექმნის მასტერკლასი; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,სადურგლო საქმე" - სტუდენტების მიერ ხისგან შექმნილი ნამუშევრების გამოფენა; სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FabLab) - ინოვაციური ნაკეთობების გამოფენა.
პროფესიული კოლეჯი „მერმისი“ - ,,კულინარიის ხელოვნების'' მასტერკლასი; კონდიტერის მასტერკლასი; ხელოვნების მიმართულების პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა;
პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ - სატყეო საქმის აქტივობები; ელექტრიკოსის აქტივობები; დეკორატიული ქსოვილების დამუშავება; კოლეჯის 3D ვირტუალური ტური; კულინარიის დაფა;
პროფესიული კოლეჯი ,,სპექტრი“ - ხის მხატვრული დამუშავება; კერამიკული ნაკეთობების წარმოება;
პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ - გურული ოდა; ღვინის დეგუსტაცია; უძველეს ქართულ რეცეპტებზე დაფუძნებული გასტრონომიული კუთხე; მოდის დიზაინის პროფესიული პროგრამა; სარესტორნო მომსახურების სტენდი;
11:00-20:00 - თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას;
11:00-20:00 - საბავშვო-გასართობი აქტივობები - დრამერების მსვლელობა; მასკოტები; კოსტიუმირებული მსახიობების წარმოდგენა; საბავშვო არქეოლოგიური სივრცე; სახალისო მეცნიერების აქტივობა; სამკაულების დამზადების მასტერკლასი; საკიდების დამზადების მასტერკლასი; ქართული ანბანის მორთვის ვორქშოპი; საპნის ბუშტების შოუ; ბოულინგი; სპორტული აქტივობა - ,,ისროლე მიზანში";
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური - არტ-თერაპიული აქტივობები; კოლექტიური ნახატი ,,ჩემი საქართველო” ბავშვების ჩართულობით; თემატური გასაფერადებელი ნახატები - საქართველოს მეფეები, ისტორიული ძეგლები; სამაგიდო განმავითარებელი თამაშები;
12:00 - 15:30 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
17:10 - სახელმწიფო ჰიმნი;
17:15 - გალა კონცერტი.
20/05/2026
🔸ა(ა)იპ ოზურგეთის მომსახურების ცენტრის გამწვანების განყოფილების თანამშრომლების მიერ, ჭადრების ბაღში დასრულდა მწვანე საფარის მოწესრიგებითი სამუშაოები.
✅აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ, დასუფთავების განყოფილების თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს.
ა(ა)იპ ოზურგეთის მომსახურების ცენტრის ბილინგის განყოფილების განცხადება - ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის განსაზღვრის შესახებ“
❗2018 წლის 18 ივლისის, N39 დადგენილებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 ივლისის N4369 ბრძანების შესაბამისად, დაწესდა დასუფთავების მოსაკრებლის სავალდებულო გადახდა, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის.
✅ მოსაკრებლის გადახდა გათანაბრებულია სხვა კომუნალურ გადასახადებთან (გაზი, წყალი, ელექტროენერგია);
➡️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 577 54 35 10.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Ozurgeti
3500
