05/06/2026
რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება, რომელიც მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია ,,ჯი ვი პი" წყლის და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას დაიწყებს.
დაგეგმილი სამუშაოები მოსახლეობას ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტუხაშვილმა კომპანია ,,ჯი ვი პის" წარმომადგენლებთან ერთად გააცნეს.
მელიქიშვილის და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაცია, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე იწყება - ამ ტერიტორიაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა, ათწლეულების განმავლობაში არ არსებობდა.
საგზაო სამუშაოებისთვის, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტში 4 819 198 ლარია გათვალისწინებული.
,,ჯი ვი პის" პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.
04/06/2026
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში, რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი სოციალური პედაგოგიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გერმანელ ექსპერტებს შეხვდნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში იყო გერმანიის ქალაქ ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის (Elly-Heuss-Klapp-Schule) ხელმძღვანელი რომან შპაუკი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე ისაუბრეს და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის ,,კესანეს" დირექტორი ეკა ნოზაძე.
ნიუმიუნსტერის სასწავლო ცენტრის საქმიანობის მიზანი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტების და აღმზრდელების გადამზადებაა.
04/06/2026
რუსთავის საკრებულოს დეპუტატები სამაჟორიტარო ოლქებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
პროექტების ფარგლებში, წყალარინებისა და სადრენაჟო სისტემების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებისა და ფასადების განახლება მიმდინარეობს.
დეპუტატებმა, მერის წარმომადგენლებმა და „რუსთავის კორპუსის“ თანამშრომლებმა, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობის რეკომენდაციები მოისმინეს.
საუბარი შეეხო დაგეგმილ პროექტებს, რომლებიც ადგილზე უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ინიციატივით, თვალის კლინიკა „ახალი მზერის“ სპეციალისტებმა მოზარდებისთვის უფასო სამედიცინო კვლევები ჩაატარეს.
საქველმოქმედო აქციის მიმდინარეობას რუსთავის საკრებულოს დეპუტატები მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად გაეცნენ. დღის განმავლობაში, ოფთალმოლოგებმა, 30-ზე მეტი პაციენტი მიიღეს.
მგავსი ფორმატის აქტივობებს მუნიციპალური საბჭო, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეტაპობრივად ახორციელებს.
ახალი მზერა • Akhali Mzera
რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხების მუნიციპალური საბჭო
31/05/2026
1 ივნისი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე რუსთავში
პროგრამა:
17:00 სთ
კოსტუმირებული მსვლელობა
📍კოსტავას გამზირი, პირამიდა -📍მთავარი მოედანი
🥁მოსიარულე ორკესტრი
🦒ანიმაციური გმირები
💐🎨ვორქშოპები
17:00 სთ
მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
🎤🩰💃 18:00 სთ
ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფების კონცერტი
🎤20:00 სთ
რანინელების კონცერტი
📍რუსთავი, თავისუფლების მოედანი