26/06/2025
🥈ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მძლეოსნობაში (3 ლიგა), საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში წარმატებით იასპარეზა საჩხერელმა მძლეოსანმა ანი მამაცაშვილმა. მან 400 მეტრი 54.60 მ/წმ - ში დაფარა და ევროპის ვიცე ჩემპიონი გახდა.
12/06/2025
🇬🇪🎼 საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლების გაერთიანება ,,ქართული სიმღერა” პროექტით - ,,ქართული სიმღერა საქართველოს”, 26 ივნისს საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრში კონცერტს გამართავს.
🎙️ხუთი ანსამბლისგან შემდგარი გაერთიანება: „ფორტე“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, „ალილო“ და „თეატრალურის კვარტეტი“, საჩხერელი მსმენელის წინაშე უკვე ცნობილი ჰიტებითა და ახალი შემოქმედებითი ნამუშევრებით წარდგება.
🇬🇪 პროექტი, რომელსაც ანსამბლების გაერთიანება ,,ქართული სიმღერა” სხვადასხვა პერიოდში, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და მხარდაჭერით საქართველოს ქალაქებში ახორციელებს, მიზნად ისახავს ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერის ჟანრის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
🤝 ანსამბლების გაერთიანება ,,ქართული სიმღერა” პროექტის მომზადებაში გაწეული მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს კულტურის სამინისტროს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრს.
——
📍გელით საჩხერეში ! 🍃
26 ივნისი, 18:00საათი!
🇬🇪❤️
#ქართულისიმღერასაჩხერეს
საქართველოს კულტურის სამინისტრო
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია
ქართული სიმღერა • Georgian Song
Teatraluris Kvarteti • თეატრალურის კვარტეტი
ფორტე - Forte
ქართული ხმები - Georgian Voices
ჯგუფი ალილო
Shvidkatsa Official
Shvidkatsa Ensemble Shvidkaca
10/06/2025
დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით🙏
20/09/2024
👉საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს სტუდენტების წახალისებას და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებზე ერთჯერადი ფულადი ჯილდოების გაცემას.
👉2024 წლის ამ დროის მდგომარეობით მერიამ ჯილდო 30 სტუდენტზე, ჯამში 22 750 ლარი გასცა.
👉ჯილდოები მიიღეს შემდეგი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა:
2 სტუდენტი - სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა;
8 სტუდენტი - საჩხერის N1 საჯარო სკოლა;
1 სტუდენტი - სოფელ ჭორვილი საჯარო სკოლა;
4 სტუდენტი - საჩხერის N2 საჯარო სკოლა;
3 სტუდენტი სოფელ ჩიხის საჯარო სკოლა;
2 სტუდენტი - სოფელ გორისის საჯარო სკოლა;
3 სტუდენტი - სოფელ მერჯევის საჯარო სკოლა;
2 სტუდენტი - სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლა;
1 სტუდენტი - სოფელ პერევის საჯარო სკოლა;
1 სტუდენტი - სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა;
3 სტუდენტი - სოფელ სავანის საჯარო სკოლა.
👉ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მისაღებად სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
➡️უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
➡️განცხადების შემოტანის მომენტისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და დამთვარებული უნდა ჰქონდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა;
➡️იყოს ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
➡️ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გავლილიუნდა ჰქონდეს ყველა სალექციო კურსი და მოპოვებული არანაკლებ 90 ქულა;
➡️უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი.
სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
✔️ პირადობის მოწმობის ასლი;
✔️ საბანკო რეკიზიტები
სტიპენდიის ოდენობა ერთ წარმატებულ სტუდენტზე, რომელსაც ერთ სასწავლო წელს მოპოვებული აქვს 90-დან 95 ქულამდე, შეადგენს 625 ლარს; ხოლო სტუდენტზე, რომელსაც ერთ სასწავლო წელს მოპოვებული აქვს 95-დან 100 ქულამდე შეადგენს 875 ლარს.
18/09/2024
✅ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ახალგაზრდების მოტივირება, სპორტული ცხოვრების განვითარება, სპორტმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისება, ესაა პროგრამის მიზანი, რომლის ფარგლებშიც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ფულად ჯილდოებს წარმატებულ სპორტსმენებზე გასცემს.
✅ჯილდოს მიღების მთავარი პირობა, მნიშვნელოვან ჩემპიონატებში საპრიზო ადგილების მიღება, მიღწეული შედეგებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მერიაში წარდგენაა.
2024 წელს, ამ დროის მდგომარეობით სულ გაიცა 63 650 ლარი.
გთვაზობთ მიმდინარე წლის წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს:
1. ლაშა ტალახაძე - მწვრთნელი კობა ტალახაძე (ძალოსნობა)
2. ლუკა ჩხიტუნიძე - მწვრთნელი თეიმურაზ ჩაბრაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
3. აკაკი ქემერტელიძე - მწვრთნელი ზაქარია ჭიტაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
4. ნიკა ზაქაშვილი - მწვრთნელი თემურ ქარქაშაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
5. ოთარ ბაგაური - მწვრთნელი თემურ ქარქაშაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
6. გიორგი ივანაშვილი (ძიუდო)
7. ანი მამაცაშვილი (მძლეოსნობა)
8. ქრისტინა ჭიტაძე (მძლეოსნობა)
9. ლევან ბაზაძე - მწვრთნელი თეიმურაზ ქარქაშაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
10. ილია ტყემალაძე - მწვრთნელი ამირან ყიფიანი (მოკრივე)
11. ვალერი შუბითიძე - მწვრთნელი თეიმურაზ ჩაბრაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
12. ლერი ნეფარიძე - მწვრთნელი გიორგი გაბრიჭიძე (ძალოსნობა)
13. გიგა ცუხიშვილი - მწვრთნელი თამაზ ლაშხი (ძალოსნობა)
14. დავით კირვალიძე - მწვრთნელი ზურაბ კირვალიძე (ძალოსნობა)
15. ჯუმბერ ბეკოშვილი - მწვრთნელი ირაკლი გაბრიჭიძე (ძალოსნობა)
16. დავით ბლიაძე - მწვრთნელი შალვა ბუღაძე (ძალოსნობა)
17. ლუკა ჩხიტუნიძე - მწვრთნელი ზაქარია ჭიტაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
18. რამინი გულიტაშვილი - მწვრთნელი თემურ ქარქაშაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
19. ლუკა ცინაძე (მკლავჭიდი)
20. ნინო ბითაძე - მწვრთნელი ლელა კაპანაძე (ცურვა)
21. ნიკოლოზ კურტანიძე - მწვრთნელი შალვა ბუღაძე (ძალოსნობა)
22. შოთა სამყურაშვილი - მწვრთნელი კობა ტალახაძე (ძალოსნობა)
23. ლუკა აბრამიშვილი - მწვრთნელი შალვა ბუღაძე (ძალოსნობა)
24. ელენე კვესაძე - მწვრთნელი თეიმურაზ კვესაძე (ცურვა)
25. თათული ტოგონიძე - ვალერი ცხადაძე (ცურვა)
26. ნიკოლოზ ქვათაძე -მწვრთნელი ვალერი ცხადაძე (ცურვა)
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია, წარმატებული სპორტსმენებსთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოების ოდენობის გაზრდას გეგმავს.