კონსერვატიული პარტია - სამტრედია /Conservative Party Of Samtredia

კონსერვატიული პარტია - სამტრედია /Conservative Party Of Samtredia

Share

სამტრედიის რაიონული ორგანიზაცია-კონ?

პარტიას თავდაპირველად ერქვა “ეროვნულ ძალთა გაერთიანება – კონსერვატორები” და წარმოადგენდა ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ერთობას. 2002 წელს კონსერვატორები გაერთიანდნენ ბლოკში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და რესპუბლიკურ პარტიასთან.
ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო რა ხმების 24% და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. უკვე 2003

18/09/2025

🟣გააფერადეთ 25
,,გახარია საქართველოსთვის”

,,მეგობრებო, ნაცნობებო, სამტრედიელებო,

4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში სამტრედიის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ვარ.

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიის პირველი ნომერი და ამავდროულად — ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი მესამე ოლქში (3, 12, 35 უბნებზე).

ეს ნაბიჯი ჩემთვის შემთხვევითი არ არის.

ცოტა ხნის წინ დავასრულე სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე. ეს არის ჩემი პროფესია, ჩემი ინტერესის სფერო და ჩემი პირადი ვალდებულება ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი ქალაქის წინაშე. მსურს, ამ წლების განმავლობაში დაგროვებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო და ამ გზით ვემსახურო ჩემს ქალაქს.

ამ ნაბიჯით, მსურს შევუერთდე ჩემს თაობას, რომელსაც სურს მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ მომავალზე.

მე ვარ იმ თაობის ნაწილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში, თაობის, რომელსაც მერწმუნეთ, კარგად ესმის მშვიდობის ფასიც, პატივს სცემს ქართულ კულტურასაც და ტრადიციებსაც.

სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნების” პროპაგანდა ხშირად ცდილობს ახალგაზრდების დისკრედიტაციას — ერთი-ორი მავნე საქციელის მაგალითით აყალიბებს სურათს, თითქოს სრულიად ახალგაზრდობა, დესტრუქციულია. მაგრამ ეს არის ტყუილი, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს… ძალაუფლების შენარჩუნება.

ძალიან კარგად მესმის, რომ წინ რთული, ძალიან მძიმე და უთანასწორო საარჩევნო გარემო მელოდება, თუმცა მე არ დავაკლებ მცდელობას, რომ თითოეულ თქვენგანს გაგიზიაროთ ის ხედვები, რასაც მხარდაჭერის შემთხვევაში საკრებულოდან გავაჟღერებ, და ამავდროულად ვიყო თქვენი სანდო ხმა მუნიციპალურ ორგანოში.”

მოდი არჩევნებზე და გააფერადე 25 ,,გახარია საქართველოსთვის” 💜

🎙️ნიკოლოზი ხაბეიშვილი - პარტია ,,გახარია - საქართველოსთვის”

04/04/2025
03/04/2025

‼️დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა!

🎙️ლევან გოგიჩაიშვილი

🟣 ბოლო დღეებია თვალს ვადევნებთ "ოცნების" მორიგ ფარსს, მორიგ სიყალბეს, კარიკატურული ე.წ საგამოძიებო კომისიის მონაწილეობით. აღნიშნული კომისია შექმნა არალეგიტიმურმა პარლამენტმა, კონსტიტუციის 42-ე მუხლის უხეში დარღვევით. ცინიკურია ფაქტი, რომ "ოცნებამ" კომისიაში შეიყვანა სამი ყოფილი ნაცი, კონკრეტულად: ბატონი ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ვანო მერაბიშვილის რეპრესიული პოლიციის ნაწილი. ალუდა ღუდუშაური, რომელიც იყო ახალაიას კუდის ადვოკატი; თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც სააკაშვილმა 2011 წელს დანიშნა ელჩად სომხეთის რესპუბლიკაშია ტრაგიკული ფაქტია, რომ კომისიის თავმჯდომარეა ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც სამარცხვინოდ დამარცხდა სააკაშვილის მოძალადე სისტემის მოსამართლეებთან.

13 წლით დაგვიანებული კომისიის რეალური მიზანია არა ნაცების დანაშაულებზე სამართლიანობის აღდგენაა, არამედ ეს არის გაყალბებული არჩევნების, პოლიტპატიმრებით გავსებული ციხეების, კორუფციის, ძალადობის, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის, სააკაშვილის მოსამართლეების უვადოდ განწესების და ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გადაფარვა. ივანიშვილი ცდილობს ხელახლა გახსნას ძველი იარები და თქვას, რომ მე კი ვარ სასტიკი მოძალადე, მაგრამ წარსულში ჩემზე უარესი მოძალადეებიც არსებობდნენ.

კომისია რომ ფარსია და არ აპირებს სრულად გამოიძიოს წინა ხელისუფლების დანაშაულები, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს იმ პოლიციელების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც გააუბედურეს საქართველოს მოქალაქეები და რომლებიც დღეს ემსახურებიან ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს.

დიახ, ამ ქვეყანაში ხალხმა უნდა იპოვოს სამართალი, დიახ, ამ ქვეყანაში დაზარალებულებმა უნდა აღიდგინონ საკუთარი უფლებები და დაიბრუნონ საკუთარი ქონებები, დიახ, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, იმ პროკურორებმა და მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს ივანიშვილის რეჟიმს სამსახურში არიან. ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას, საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას ნაცებს. რისი თქმაც ვერ გაბედა და რის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია, ამ სრულ სიმართლესაც ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას.

🟣ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ბესო ხარძიანის მოსამართლე, რომელმაც უდანაშაულო ადამიანი ჩასვა ციხეში არის ლელა ნოზაძე და ის ივანიშვილმა გააწესა უვადო მოსამართლედ.

🟣ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის გააკოტრა არის ლაშა ქოჩიაშვილი და ივანიშვილმა უვადოდ დანიშნა უზენაესს სასამართლოში.

🟣ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის ციხეში გაუშვა არის მზია ლომთათიძე და ის ბიძინამ დანიშნა უვადო მოსამართლედ. ჩვენ ვეტყვით მოსახლეობას იმ სიმართლეს, რომ ფინანსური პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან კვინიკაძე, რომელიც არეკეტებდა ქართველ ბიზნესმენებს, დღეს არის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

‼️დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა!

🗣️ ლევან გოგიჩაიშვილი

02/04/2025

🟣რას ვერ ბედავს წულუკიანი? 🎙️ლევან გოგიჩაიშვილი

08/12/2024

ოცნების რეალური სახე

02/12/2024

📸ფოტო აქციიდან:

საქართველოსთვის!✊🏻💜

Want your business to be the top-listed Government Service in Samtredia?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

Samtredia
3900