სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality

Share

City Hall of Senaki Municipality

Photos from სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality's post 02/06/2026

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტან გადელია, ძველ თბილისში გამართულ „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალს“ დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მუნიციპალურმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,კოლხი” მიიღო. ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმის, ზაალ დემურიას პროდუქცია.

ფესტივალმა სამეგრელოს, იმერეთს და გურიას უმასპინძლა. მონაწილეებმა, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული წარმოდგენებით, ასევე გასტრონომიით წარმოაჩინეს ქართული ავთენტური მემკვიდრეობა.

„ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „ღვინის ეროვნული სააგენტოსა“ და „ტურიზმის ეროვნული სააგენტოს“ პარტნიორობით, „წისქვილი ჯგუფის“ და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა.

„წისქვილი ჯგუფმა“ ფესტივალს საფუძველი 2023 წელს ჩაუყარა. მთავარი იდეა - საქართველოს კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციაა.

სენაკის მუნიციპალიტეტი ფესტივალს, წელს, მესამედ შეუერთდა.

Photos from სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality's post 01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სენაკში, შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა გვიჩიასთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროს გივი მისაბიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, საზეიმო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და ბავშვთა კამერულმა ორკესტრმა.

პატარებისთვის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალურმა დასმა, საბავშვო სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ წარადგინა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე - „დედამიწა ერთ სცენაზე“ - მოსწავლეებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები კოსტუმირებული კომპოზიციებით გააცოცხლეს.

დღე, სპორტული აქტივობით დასრულდა. მერის ახალგაზრდული მჩეველთა საბჭოს ორგანიზებით, სპორტის სასახლეში, გაიმართა მატჩი მინი ფეხბურთში.

01/06/2026
29/05/2026

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სენაკი სახალისო ღონისძიებებით აღნიშნავს.

თემატური აქტივობები ჩატარდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით.

მთელი დღის განმავლობაში, პატარებს საინტერესო პროგრამა ელოდებათ:

12:00 საათი - კონცერტი, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისა და ბავშვთა კამერული ორკესტრის მონაწილეობით - სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზი;

13:00 საათი - საბავშვო სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ - დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი;

16:00 საათი - თემატური ღონისძიება ,,დედამიწა ერთ სცენაზე” - დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი;

19:00 საათი - მინი ფეხბურთის მატჩი - სპორტული მოედანი (ქ. სენაკი, ღვინჯილიას N2);

დღის განმავლობაში თემატური ღონისძიებები გაიმართება სკოლამდელი აღზრდის საბავშვო და ბაგა-ბაღებში.

Photos from სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality's post 28/05/2026

სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში, 284 კურსდამთავრებულისთვის, „ბოლო ზარი“ დაირეკა.

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს ეს დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ, გურამ მისაბიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ ტყებუჩავამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრნენ და ახალგაზრდებს წარმატებები, პროფესიული წინსვლა და დასახული მიზნების განხორციელება უსურვეს.

Photos from სენაკის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Senaki Municipality's post 27/05/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ გადელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავასთან, მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მთავრობის მეთაური და მინისტრი სასკოლო ინფრასტრუქტურას გაეცნენ და მასწავლებლებს შეხვდნენ.

600-ზე მეტ მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად განახლდა სასწავლო სივრცეები; მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური ლაბორატორია, გარე მოედანი და სააქტო დარბაზი.

შენობაში დამონტაჟდა ლიფტი; გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსათვალთვალო სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირდება სკოლის სტადიონიც.

ისტორიული სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Want your business to be the top-listed Government Service in Senaki?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

Senaki

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00