ქართული იდეა - qartuliidea.ge

ქართული იდეა - qartuliidea.ge

Share

ქართული იდეა რომ განხორციელდეს, უნდა გაერთიანდეს სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების ძალისხმევა

29/05/2026

აბორტი - არქიდემონ ლილიტის მსახურების რიტუალი.
ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად! ადამიანის სული სხეულთან ერთად იქმნება, როდესაც ჩამოყალიბდება ემბრიონი დედის სხეულში, მას უკვე აქვს სული - ის ცოცხალი არსებაა. ის ადამიანია.
აქვე აღსანიშნავია, რომ დემონოლოგიის თანახმად, არსებობს არქიდემონი ლილიტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი თვისება ჩვილების - ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის ახალშობილი ბავშვების მტრობა და მათი განადგურებაა.
უძველეს ეპოქაში შუმერის ღვთაებებსა და დემონებს შორის იყო ლილიტი - ლამაშტუ. ს. მ მატერსის თანახმად, ლილიტი არის მეცხრე არქიდემონების სიაში.
ლილიტი – „ის, რომელიც შთანთქავს“ უძღები, იხსენიება, როგორც ერთ - ერთი „ბოროტ დემონთა შვიდეულში“.
ლილიტი არს ბავშვების მტაცებელი, ბავშვების დაავადებების დემონი. იწვევს მათ შორის სიცხეს და შეციებას. იგი არის ბავშვთა მკვლელების მფარველი.
იუდაიზმში ლილიტი ბავშვების მოძულე და მათი მტერია.
ვიკიპედიის თანახმად, ლილიტი ახალდაბადებულებს კლავდა.

ლილიტთან დაკავშირებული ებრაული ტრადიციები.
ბენ–სირის ალფავიტის თანახმად, ლილიტი არის განსაკუთრებით საშიში დემონი, რომელიც ნადირობს ბავშვებზე. ამიტომ ებრაელი ბავშვის აკვანთან ყოველთვის ჩამოკიდავენ ამულეტს ანგელოზების სახელებით, მაშინ ლილიტი ხედავს რა ამ სახელებს, იძულებულია, დატოვოს იქაურობა. ამ გადმოცემასთან დაკავშირებულია ტრადიცია წითელი ძაფის დახვევა (ჩვეულებრივად ჩვილის) ხელზე – ითვლება, რომ ლილიტს ეშინია წითელი ფერის.
ლილიტი მტრობდა ადამის შთამომავლობას, ძირითადად ბიჭებს. ამიტომ, როცა ბიჭი იბადებოდა, დედები თვალებს უხატავდნენ და საყურეს უკეთებდნენ. ალამაზებდნენ, რომ ლილიტს გოგო ჰგონებოდა და ამით შვილები გადაერჩინათ. სწორედ აქედან მოდის საყურე, როგორც მამაკაცის აქსესუარი.

ასე რომ არქიდემონი ლილიტი არის აბორტების ჯერ დაუბადებელი ჩვილების მკვლელების "მფარველი" არქიდემონი, ხოლო აბორტი - ეს მისდამი მსხვერპლად შეწირვის რიტუალია - დემონის შეფარული მსახურება. იოლად წარმოსადგენია, რა დღეში იქნება ქვეყანა, სადაც მასიურად არის გავრცელებული ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანების რიტუალური-მკვლელობა - მსხვერპლშეწირვა ანუ დემონის მსახურება.
მოუნანიებლობის შემთხვევაში იმ ქვეყანას კარგი რა უნდა ელოდოს?

ზაზა გოგოლაძე

28/05/2026

გილოცავთ წმიდა დავით გარეჯელის ხსენებას



წმინდა დავით გარეჯელის ცხოვრება და ღვაწლი
ხსენება ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი
მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ უფლის მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის სად უნდა ექადაგა ქრისტეს მოძღვრება. ივერია ღმრთისმშობელს ხვდა წილად. ღმრთის განგებულებით მის მაგივრად საქართველოში საქადაგებლად წმინდა ანდრია მოციქული წამოვიდა და თან ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის „აწყურისად“ წოდებული ხატი ჩამოაბრძანა. ანდრიას შემდეგ კი უფალმა სხვადასხვა დროს სვიმონ კანანელი, მატათა და ბართლომე მოციქულები გამოგზავნა საქადაგებლად.

მოგვიანებით უფლის დედამ ქართველი ერის ნათელღება წმინდა ნინოს ხელით ინება, ხოლო ორი საუკუნის შემდეგ საქართველოში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად და ერეტიკული სწავლებების გავრცელებისგან ქართველთა დასაცავად ასურეთიდან წარმოგზავნა ცამეტი წმინდა მამა - წმინდა იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე*, რომელთა შორის იყო წმინდა დავითი, შემდგომში გარეჯელად წოდებული. მოაღწიეს რა სანატრელ მცხეთას, პატიოსანი სვეტის თაყვანის-ცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდნენ. წმინდა იოანემ ლოცვით განწმინდა ზედაზნის მთა და „მუნითგან იწყო შრომა და მოღვაწეობა სარწმუნოებისათვის“, ხოლო მოწაფეთა თვისთა უბრძანა, რათა განვიდენ მისგან და თვითეულმან მათმან აღმოარჩიოს ერთი რომელიმე მხარე და იწყოს ქადაგება ქრისტესა და აღდგინება სარწმუნოებისა“ (ამ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ და ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ ქართველების გადაბირებას ცეცხლთაყვანისმცემლობაზე. ამავე დროს, საქართველოში შეიქმნა საშიშროება მონოფიზიტობის დამკვიდრებისა.)

ღირსმა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარ მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა. ბერები ველური მცენარეებით იკვებებოდნენ, იქვე პატარა სამლოცველოც მოაწყვეს და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. თბილისი მაშინ ძალიან პატარა ქალაქი იყო და ამიტომ ამქვეყნიური შფოთიც თითქმის ვერ აღწევდა მამებამდე. თუმცა წმინდათა საცხოვრისი ანდამატივით იზიდავდა თბილისისა და მისი შემოგარენის მკვიდრთ. მათთან უამრავი ხალხი მიდიოდა აღსარებისთვის. მამა დავითი უსმენდა მათ, და სინანულისა და ურთიერთსიყვარულისაკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განუმტკიცებდა. თავიანთი წმინდა ცხოვრებით და ღვთის სიტყვის ქადაგებით მათ მრავალი სული მიიზიდეს და გააქრისტიანეს. მამა დავითის ლოცვით მისი გამოქვაბულის ახლოს სასწაულმოქმედმა წყალმა ამოხეთქა. ამ წყაროს წყალობით დღემდე მრავალი მართლმორწმუნე იკურნება უშვილობისა და სხვადასხვა დაავადებებისგან.

იმდროინდელი თბილისი მაზდეანებს (ცეცხლმსახურებს) ეპყრათ. დაუღალავი სწავლებით და საკუთარი ანგელოზებრივი ცხოვრების მაგალითით მამა დავითმა ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, რის გამოც მოგვებს სამწყსო მოაკლდათ და განიზრახეს ბერის თავიდან მოცილება, ამ მიზნით მოისყიდეს ერთი მრუში დედაკაცი და როცა ღირსი მამა საქადაგოდ ჩამოვიდა ხალხთან, მასთან ის დედაკაცი მიიყვანეს და უთხრეს: „მატყუარა ხარ და მრუში, ამის დასტურია ის, რომ ეს ქალი შენგან ბავშვს ელოდებაო". გარშემო უამრავი ხალხი შეიკრიბა, და აღშფოთებულნი წმიდა მამის საკადრისად დასჯას ითხოვდნენ. განცვიფრდა წმიდა დავითი, და შეკრებილ ხალხს მიმართა: „ძმანო და შვილნო ჩემნო, ღმერთმა იცის, რომ არ არის ეს დედაკაცი მართალიო“. ქალი კი ურცხვად აბრალებდა შვილის მამობას. მაშინ წმიდანმა ღმერთს შეწევნა სთხოვა, დედაკაცს მუცელზე რკინის კვერთხი დაადო და ხმამაღლა თქვა: „შენ, ჩვილო, გიბრძანებ იესო ქრისტეს სახელით, გამოაჩინე ამ საქმის ჭეშმარიტება, გვაუწყე, მე ვარ შენი მამა?“. ჩვილმა დედის მუცლიდან მყისვე ამოსძახა: „მამაჩემი მჭედელია და არა დავით მოღვაწეო“*. განცვიფრდა ერი, განრისხებული ხალხის შეჩერება ვეღარც მამა დავითმა შეძლო - მათ დედაკაცი ჩააქვავეს. სანამ მოკლავდნენ, დედაკაცს ასცხადებია მამა დავითის ნათქვამი: „ქვასა შობო" და საშინელი ტკივილებით მართლაც ქვა უშვია. როგორც ამბობენ, ამ ადგილას არის აგებული ქუაშვეთად წოდებული წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.

მამა დავითი ძველ სამყოფელში აღარ გაჩერებულა, თუმცა მისი წასვლის შემდეგაც არ დაუკარგავს ამ მთას მნიშვნელობა და ქართველებმა მას „მამა დავითის მთა“ უწოდეს (X ს-ში, ათონის მთის ივერთა მონასტრის ქართველმა ბერებმა აქ ივერიის ღვთისმშობლის სახელზე განაახლეს დანგრეული მონასტერი. და ვინაიდან ათონის მთას მთაწმინდა ეწოდება, ამიტომ მამა დავითის მთისთვისაც ეს სახელი უწოდებიათ და ივერიის მონასტრის ნაწილად ანუ ბინათა-ეზოდ დაუფუძნებიათ. XVII ს-ში სავანე ისევ განაახლეს ივერიის მონასტრის ბერებმა - დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა და შესწირეს მონასტრის გარშემო მდებარე თავიანთი წილი მამული).

ამ გარემოების გამო დავითი ლუკიანესთან ერთად მტკვრის გაღმა გასულა და ერთი ხანობა მეტეხის კლდის ფერდზე არსებულ მღვიმეში დროებით დამკვიდრებულა (ეს პატარა ქვაბი XX ს-ის დასაწყისში ჯოჯოს ეკლესიად იწოდებოდა. აღდგომის შემდგომ სამშაბათს თბილისელი ქალები იხდიდნენ ჯოჯოობის დღესასწაულს. აღნიშნული დღესასწაული დავით გარეჯელს უნდა უკავშირდებოდეს). დავითმა და მისმა თანამოღვაწემ იქ მცირე ხანი დაჰყვეს, შემდგომ კი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე კლდოვან ნახევარუდაბნოს მიაშურეს (ივრის ზეგანი, რომელზეც განლაგებულია გარეჯის მონასტრის დიდი ნაწილი, საქართველოში ყველაზე უწყლო, მცენარეულ საფარს თითქმის მოკლებული მხარეა).

ზაფხული იყო, გარეჯის უდაბნოს რომ მიადგნენ ბერები. სიცხითა და გზით დამაშვრალებმა კლდის ნაპრალს შეაფარეს თავი. დაიცხრეს წყურვილი დაგუბებული წვიმის წყლით და დასხდნენ დასასვენებლად. უდაბნოს უმკაცრესმა პირობებმა აღაფრთოვანა წმიდა დავითი და თავის მოწაფეს უთხრა: ძმაო ლუკიანე, ვხედავ, რამეთუ კარგი სამოღვაწეო ადგილია, აქ დავდგეთ და ღმერთი, როცა ნახავს ჩვენს გულმოდგინებას, მოგვივლენს ჩვენი უძლურების განმაძლიერებელ საღმრთო ძალასო. ლუკიანემ შეჰკადრა მოძღვარს: „მამაო, ჭეშმარიტია შენი სიტყვა, მაგრამ ვხედავ, რომ ამ უდაბნოში არც წყალია და არც საზრდელი. ვაითუ დავუძლურდეთ და ვეღარ შევძლოთ დათმენა ჭირთა და იწროებათა ამის უდაბნოისაო“. წმიდანმა გაამხნევა სულიერი შვილი. მოსაგრენი მღვიმეში დასახლდნენ და შეუდგნენ ლოცვას, შრომასა და სულიერსა მოღუაწებას. (დავით გარეჯელის ცხოვრების ძველ რედაქციაში ნათქვამია: „ხოლო ესე წმიდაჲ მამჲ ჩუენი დავით წარვიდა ადგილთა უდაბნოთა და ურწყულთა სჯად თავისა თჳსისა, რაჲთა წუთ ერთითა ჭირითა მოიპოოს საუკუნოჲ იგი და წარუვალი შუებაჲ და განსუენებაჲ, ამისთჳსცა აღირჩია აქა სჯაჲ გარეგან (გარე) უდაბნოთა შინა. ამისთჳს ეწოდების უდაბნოსა მას გარესჯაჲ“. პლატონ იოსელიანის განმარტებით „გარესჯა“ განმარტოებულ ადგილს, მოშორებით საგრობას ნიშნავსო. მ. საბინინი 1882 წელს გამოცემულ „საქართველოს სამოთხეში“ წერს: „გარესჯა, სიტყუა ესე საკუთრებით არა არს სახელოან, არამედ ნიშნავს გარეთ ყოფნასა, უდაბნოთ ცხოვრებასა, სოფლითგან მოშორებულსა“. „გარეჯა“ განმარტოებული ადგილის მნიშვნელობით ბოლოს წარმოადგინა კირიონ ეპისკოპოსმა დავით გარეჯელისა და მისი ლავრისადმი მიძღვნილ ნაშრომში, ამავე დროს მიუთითა იქ მრავალი გამოქვაბულების არსებობის შესახებაც).

უწყლობით შეწუხებულ ლუკიანეს მამა დავითი ღვთის სასოებით ანუგეშებდა, და „იყო საზრდელად მათდა მცენარე და მხალი ველური“. გადმოცემის მიხედვით, წმინდა დავითი გულმხურვალე ლოცვით შეევედრა უფალს და ცრემლით შესთხოვა წყაროს გამოჩენა. უფალმა შეისმინა მისი ლოცვა და მათ გამოქვაბულში აღმოცენდა წყარო, რომელიც ცრემლებივით მოწანწკარებდა და ერთ ადგილას გროვდებოდა (დავითის „ცრემლის წყარო“ ამჟამადაც წვეთობით გამოედინება კლდიდან და სხვადასხვა დაავადებებს არჩენს. იგი მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და უზმოზე სვამენ. ამბობენ, რომ განსაკუთრებულად უშვილობასა და თვალის დაავადებებს შველის).

მზის შემწველ სიცხეში მცენარეულობა გადახმა, და ლუკიანემაც იწყო წუხილი. „განა არ იცი, რომ ყოველივე წარმავალია? რატომ წუხარ ბალახისათვის, რომელიც პირუტყვთა საჭმელია, უფალი კაცთათვის შემსგავსებული საზრდელით გამოგვკვებავს“ - გაამხნევა იგი წმიდა დავითმა. მართლაც მალე მათთან სამი ირემი მივიდა ნუკრებთან ერთად. მოძღვარმა მათი მოწველა უბრძანა მოწაფეს, შემდგომ რძეს ჯვარი გადასახა და ყველად (ხაჭოდ) რომ გადაიქცა, ის მიირთვეს. ლუკიანემ მადლობა შესწირა უფალს და აღუთქვა მას, რომ „უკეთუ განილინნენ ხორცნი ჩემნი სიყმილითა და მოაკლდეს სული ჩემი წყურვილითა, არღარა სად ვზრუნვიდე, რომელსავე მოკუდავთა ამათ და დაუდგრომელთა ხორცთათვის. ამაოსა ამის და წარმავალსა საწუთოსათვის, არც ვდრტვინვიდე მე საზრდელთათვის, ვითარცა ურჩი და ურწმუნო ისრაელი, მომხსენებელი ხორცთა“.

მამა დავითის მღვიმის ქვემოთ, გამოქვაბულში, ერთი საზარელი ქვეწარმავალი ბუდობდა. გველს საშინელი თვალები და თავზე დიდი რქა ჰქონდა. ბოროტი მხეცმა ერთი ნუკრი მოსტაცა ირმებს და მათაც შეშინებულებმა მამა დავითთან მიირბინეს. ღირსმა მამამ აიღო რკინის კვერთხი და ირმის ნაკვალევით მხეცის ბუნაგს მიადგა. „ჰოი, ბოროტო, რატომ ავნე ჩემს ირმებს და ნუკრი შეუჭამე. აწ დაუტევე ეს ადგილი და წადი აქედან, რამეთუ ეს უდაბნო ღვთისთვის მოღვაწეთა ქალაქად უნდა იქცესო“, - მიმართა გველს წმიდა დავითმა. გველში ჩასახლებულმა ეშმაკმა კაცის ხმით უთხრა წმინდანს: „თუ გინდა, რომ წავიდე, ამოდი შენც ჩემთან ერთად ამ მთის თავამდე და შემდეგ, სანამ მდინარეს არ გადავლახავ, თვალი არ მომაშორო, მეშინია, ვაითუ ღმერთმა დამწვას შენი გამწარებისთვისო“. მამა დავითი წინ წავიდა და უკან გველი გაჰყვა. ის იმდენად საზარელი იყო, რომ წმიდა ლუკიანე შიშით პირქვე დაემხო. გაშორდა გველი მამა დავითს, საცაა მტკვარშიც შევიდოდა. „დავით“, - მოესმა წმინდანს ანგელოზის ხმა. მიიხედა უკან, თვალი მოაშორა მხეცს და ისიც ციდან ჩამოვარდნილმა ცეცხლმა ერთიანად დაწვა (ამ ადგილას სახლისოდენა მომწვარი ადგილი ჩანდა, სადაც ბალახი არასოდეს იზრდებოდა). კეთილმა ბერმა შეჰღაღადა ღმერთს: „ჰოი, უფალო, რატომ მოკალი გველი, რომელიც ასე სასოებით მომენდოო...“ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ წუხხარ, მამაო, მისი დაღუპვისათვის, ეგ მდინარეში შეცურდებოდა, ჩამოვიდოდა ზღვაში და ბევრ ნავსა და მენავეს დაღუპავდაო“. დავითი კი თავზარდაცემული ლუკიანე გაამხნევა: „როგორ შეგაშინა ჭიამ, რომელიც თვალის დახამხამებაში დაწვა ღვთის ცეცხლმაო“.

უდაბნოში, სადაც წმიდა მამა დამკვიდრდა, ბევრი სხვადასხვა ნადირი იყო. ერთხელ კახელი მონადირეები ირმებს დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იხილეს წმინდა ბერის წინ ცხვრებივით მშვიდად მდგომი ირმები, რომელთაც ლუკიანე წველიდა. ისინი ფეხქვეშ ჩაუვარდნენ მამა დავითს და შეევედრნენ, ნება მიეცა, რომ მასთან დარჩენილიყვნენ. ღირსმა მამამ გააფრთხილა, - უდაბნოში არც საზრდელია და არც სასმელი. სჯობს სოფელში ემსახუროთ ღმერთსო. უკან დაბრუნებულმა მონადირეებმა მამა დავითის მოღვაწეობისა და სასწაულები ამბავი მახლობელ სოფლებში გაავრცელეს და მონაზვნობის მსურველმა ადამიანებმა იწყეს მოსვლა მამა დავითის სავანეში. მრავალი მიიღებდა წმინდა ბერისაგან დიდ სულიერ ნუგეშს, ხოლო ზოგიერთნი მისი კურთხევით გამოკვეთდენ თავიანთთვის მღვიმეებსა და ლაკვანებს (ანუ ქვევრებს) წვიმის წყლის შესაგროვებლად და ადიდებდნენ „კეთილსა უღელსა მონაზონებისასა“. მალე უდაბნო ხალხით აივსო.

გარეჯელ მამებს შეუერთდა სათნოებით ცნობილი ბერი დოდო (ზოგიერთი რედაქციის მიხედვით „დოდოს“-ი), ერისკაცობაში - კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ ნინოწმინდაში განმარტოებით მოღვაწეობდა. მამა დავითმა დაინახა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“, და შესთავაზა, რომ მოპირდაპირე კლდის წვერზე სენაკები გაეშენებინა და თან წაეყვანა მეუდაბნოეთა ნაწილი. ღირსმა დოდომ მართლაც ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის განშტოება - დოდოს რქა.

წმინდა დავითს უყვარდა განმარტოებით ლოცვა. იგი კლდის ნაპრალში შევიდოდა ხოლმე და მიწის ცრემლით დამლტობი, ზეციერი მამისადმი აღავლენდა ლოცვებს. ერთხელ როდესაც იგი განმარტოებით ლოცულობდა, მასთან მონადირის ქორისაგან ლტოლვილი კაკაბი მოფრინდა. კაკაბს ქორი მოჰყვა და სულ მალე ნადირობის აზარტში შესული რუსთავის მთავარი ბარბაროსი (ანუ წარმართი) ბუბაქარიც მოჯირითდა. წმინდა მამამ უცნობ მხედარს აუწყა, რომ კაკაბი მფარველობას ითხოვდა და მას უარი უნდა ეთქვა მის მოკვლაზე. ბარბაროსმა არა მარტო ყურად არ იღო ნათქვამი, არამედ ხმალიც აღმართა წმიდანის მოსაკლავად, მაგრამ როცა ხელი ჰაერში გაუშეშდა, უცებ გამოერკვა და სინანულის ცრემლისღვრით სთხოვა მამა დავითს, რათა იგი სულიერად და ხორციელად განეკურნა. წმინდა მამის ლოცვით ასეც მოხდა. ბუბაქარმა ამჯერად წმიდანს მისი მკელობელი (კოჭლი) შვილის განკურნება სთხოვა. მამა დავითი დაპირდა, თუ უფლის ნება იქნება განიკურნებაო. მართლაც, შინ დაბრუნებულ ბუბაქარს სრულიად გამოჯანმრთელებული და გახარებული შვილი ხტუნვა-ხტუნვით მიეგება. ბუბაქარმა მოუყვა ოჯახის წევრებს მის თავს გადახდენილი სასწაულები, შემდეგ სახედრებს პური და ფხალი აჰკიდა და სამივე ვაჟის თანხლებით მეუდაბნოე მამებთან გაეშურა. სურსათის ნაწილი მამა დავითმა ბერებს დაუტოვა, დანარჩენი კი წმინდა დოდოს გაუგზავნა ბუბაქარის ხელით და შეუთვალა, რომ მოენათლა იგი თავისი ახლობლებით. ნათელღებულნა ბუბაქარმა სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად მოიყვანა ოსტატები და დავითის სავანის ძმობას კლდეში ეკლესია გამოუკვეთა.

მამა დავითმა წესად შემოიღო, მათთან დასახლების მსურველს კლდეში სენაკი გამოეკვეთა და სამი წელი განმარტოებით ეცხოვრა. ეს ერთგვარი გამოცდაც იყო მათთვის და უფლისაკენ სავალი გზაც. ბევრი გამოსაცდელი ვადის შემდეგ მონასტერში აღარ ბრუნდებოდა, განდეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა. ასე იზრდებოდა მეუდაბნოე ბერთა რიცხვი. ამის გამო ლუკიანემ გარეჯის უდაბნოში კიდევ ერთი სამონასტრო განშტოება, ნათლისმცემელი, გააშენა.

რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა იერუსალიმში წასვლა და წმიდათა ადგილების მოლოცვა გადაწყვიტა: „სადაცა ვიდოდენ ფერხნი უფლისა და მაცხოვრისა.“ მან ლუკიანე მოიხმო და მის არყოფნაში სამწყსოზე ზრუნვა დაავალა, შემდეგ დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, იერუსალიმიც გამოჩნდა. მამა დავითი ქვე დაემხო, და უფალს შეჰღაღადა: „მადლობელი ვარ, უფალო, რომ მეც, შენი უღირსი მონა, ღირს მყავ მოწევნად და ხილვად შენი წმინდა ქალაქისა, სადა დასდგნენ ფერხნი შენნი. აღარ ვიკადრებ ჩასვლას ქვემოთ და შენი წმინდა ნაფეხურების დათრგუნვას. ჩემთვის საკმარისია ის მადლიც, რომელიც იერუსალიმის ოდენ ხილვით მომეცა“. კარგა ხანს ლოცულობდა და როდესაც ძმებმა გზის განგრძობა სთხოვეს, მან ვერ შეჰბედა იერუსალიმში შესვლა და სთხოვა ძმებს: „თქვენ წადით და ჩემთვის, ცოდვილისათვის, ილოცეთ უფლის საფლავზეო“. მარტო დარჩენილმა დიდი ლოცვისა და ცრემლთა ღვრის შემდგომ იმ ადგილიდან, სადაც მუხლმოდრეკით იდგა, სამი ქვა აიღო, იმხელა რწმენით, თითქოს ქვანი უფლის საფლავისგან არიან გამოკვეთილნიო, დიდის კრძალვით ჩააწყო აბგაში და. „ამას სიწრფოებისა და სარწმუნოებისა ზედა გაკვირვებულმან ღმერთმან“ ინება თავისი მონის დიდი სიმდაბლისა და ღრმა სარწმუნოების გამჟღავნება - იმავე ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა იერუსალიმის პატრიარქ ელიას და აუწყა: მოვიდა იერუსალიმში საკუთარი მონაჲ ჩემი დავითი და თავისი სარწმუნოებით წაიღო მადლი იერუსალიმისა, ხოლო შენ წარავლინე მალემსრბოლნი, რათა დაეწივნენ მას. დავითს კალათაში სამი ქვა უძევს, შენმა ხალხმა ამ ქვებიდან ერთი დაუტოვოს და უთხრას: „ამას გიბრძანებს შენ უფალი - შენი რწმენისთვის მიგეღო მადლი ჩემი წმინდა ქალაქის იერუსალიმისა. ხოლო მე სათნოდ მიჩნს, ორი ნაწილი უკანვე, იერუსალიმში, დავაბრუნო, რათა სრულიად არ იყოს განშორებული მადლისაგან. ხოლო მესამედი მადლისა შენთვის მომინიჭებია. წაიღე იგი უდაბოში, წმინდა ჰყავ შენი მისვლით, შენი სხეულის იქ დადებით (ანუ გარეჯას დაიმარხეო), რომლისა სარწმუნოებით შემხებელთა ჰპოვონ კურნება სულთა და ხორცთა. ხოლო ეგ ქვა გქონდეთ, ვითარცა ევლოგია, სახსენებლად და მისათხრობლად სარწმუნოებისა შენისა“. გაოცებულმა პატრიარქმა მალემსრბოლნი დაადევნა წმინდა დავითს. და როდესაც მიეწივნენ, თაყვანის სცეს მას და ყოველივე მოუთხრეს, შემდეგ კი კრძალვითა და სიმდაბლით გამოართვეს ორი ქვა და ერთი დაუტოვეს. ღვთის სახიერებით გაკვირვებული წმიდა დავითი დაემხო მიწაზე და მადლობა შესწირა უფალს. მიუხედავად პატრიარქის კაცთა ვედრებისა, ღირსი მამა აღარ მიბრუნდა იერუსალიმში, სადაც უკვე განთქმულ იყო მისი სახელი, დაბრუნდა გარეჯას და წმინდა ქალაქის მადლი თავის მონატრებულ სულიერ შვილებს მიჰფინა, ხოლო მადლის ქვა ეკლესიაში დაასვენა. მამა დავითის კვალდაკვალ იერუსალიმიდან მისი თანამგზავრებიც მობრუნდნენ, რომელთაც ძმებს მოუთხრეს ყოველივე, რაც ნახეს და გაიგონეს. მადლის ქვის თაყვანსაცემად კი უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო - მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. ამ ამბავმა საძმო რიცხვობრივად გაზარდა.

ნუგეშისცემისა და გამხნევების მიზნით მამა დავითი დრო და დრო განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებსაც მოინახულებდა ხოლმე. ერთ-ერთი მათგანისგან, რომელიც კლდეზე ცხოვრობდა, შეიტყო, რომ ამ კლდის ძირას მწარე წყალი მოწვეთავდა და ამ წყლით მორწყული ფხალიც კი საჭმელად თითქმის უვარგისი იყო. ბერს ამ წყლის სმა უწევდა, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდა, რომ ჯოჯოხეთის სატანჯველი უფრო მწარეა და აქ დათმენა სჯობს იმქვეყნიურ მარადიულ ტანჯვასო. წმიდანს შეეცოდა ბერი და უფალს შეევედრა, წყალი დაეტკბო. ჭურჭელი წყაროს წყლით აავსო და ჯვარი გარდასახა. მოხდა სასწაული და მწარე წყალი გატკბილდა.

გავიდა რამდენიმე ხანი. ღირსსა და სანატრელ დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა მოიხმო უდაბნოში მცხოვრები ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: „ნუ შეძრწუნდებით და ნუცა აღშფოთდებით, არამედ უფროსღა განმტკიცდით და განმძლავრდით და სცანით ამაოებაჲ ესე საწუთოჲსა დაუდგრომლისა, რამეთუ ყოველნივე წარმავალ ვართ წერილისაებრ და არა რაჲ სოფლისა პირს მდგომად შერაცხილთაგანი დადგრების, ხოლო სული ვითარ უკვდავისა მიმღებელი, ღვთისაგან საუკუნოდ დაადგრების და გუეგულვების მიღება კეთილთა გინა ბოროტთა, რომელიც ასევე ვიმოქმედეთ ცხოვრებასა ამას შინა". შემდეგ იგი ეზიარა უფლის წმინდა ხორცსა და პატიოსან სისხლს, ღვთის მიმართ ხელნი აღაპყრო და მადლობის შემწირველმა დაუტევა მრავალმოღვაწე გვამი. რომელიც მისმა სულიერმა შვილებმა დიდი მწუხარებით იმავე სენაკში დაკრძალეს, სადაც მრავალი წელი გაატარა. თავისი რჩეული უფალმა გარდაცვალების შემდეგაც განადიდა სასწაულებით: დაბადებიდან ბრმა ბერი მისი ცხედრის შეხებისთანავე განიკურნა... წმინდა მამის საფლავიდან აღმომავალი მადლი და კეთილსურნელება სულისა და ხორცის კურნებას მიანიჭებდა და კვალად მიანიჭებს მასთან მიმთხვეულთ.

მამა დავითის გარდაცვალების შემდეგ მადლის ქვა მონასტრის ძმებმა წმინდანის საფლავზე დააბრძანეს და მისი მადლით მრავალი იკურნებოდა. აქ სამგზის მოლოცვა, როგორც მოწმობს „ქართლის ცხოვრება“, უდრიდა ერთხელ იერუსალიმში წასვლას და იქაურ სიწმინდეთა მოლოცვას. მადლის ქვა დიდხანს იდო მამა დავითის საფლავზე და შემდგომ გადამალეს, ალბათ მტრის შემოსევისას. მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ 1811 წელს შეიტყვეს: იმ წელიწადს დავითგარეჯის წინამძღვრად ნამყოფმა არქიმანდრიტმა ილარიონმა (ბებურიშვილმა) განაახლა ფერისცვალების ეკლესია, რომელშიც განისვენებენ მამა დავითის წმინდა ნაწილები. საჭირო გახდა ცნობილი ორი სვეტის გაუქმება. ერთი მათგანი იყო კანკელის კარების ახლოს, აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო მეორე - აგურითა და კირით ნაშენი. პირველ სვეტში აღმოჩნდა კედელი, საკმაოდ ვრცელი, გაჯით გალესილი ნიშით. ნიშში ჩანდა ფრესკა, სადაც წმიდა დავითი და წმიდა დოდო იყვნენ გამოსახულნი, რომელნიც ერთმანეთს ამბორს უყოფდნენ ხელზე, ვითარცა დიდი ხნის უნახავნი. მასზე წარწერაა: „ხატი წმიდა დავითის მოსვლისა იერუსალიმით“. ხოლო როცა საჭირო შეიქმნა ამ კედლის დაქცევაც მხატვრობითურთ, გამოჩნდა კიდევ ერთი კედელი სხვა პატარა ნიშით. ეს ნიშიც გაჯით იყო გალესილი. სწორედ აქ იპოვეს წმინდა ქვა. ეტყობოდა, რომ მის წინ ნთებულიყო სანთელი. ქვა ბატის კვერცხზე მომცროა, 69 მისხალს იწონის. მოგრძოა, ბოლო-მომრგვალებული. ეტყობა სისხლის მუქი (დიდი ხნის მიმხმარი) კვალი. ქვა იმავე ეკლესიაში დაკრძალეს, ოღონდ სხვა ადგილას. მისი სამყოფელი მხოლოდ რამდენიმე უხუცესმა მამამ იცოდა. წმიდა დავითის ხსენების დღეს გამოიღებდნენ ხოლმე ქვას სამალავიდან თაყვანისსაცემად და მერე ისევ შეინახავდნენ.

1857 წელს მონასტერს თავს დაესხნენ ლეკები, გაძარცვეს და ააოხრეს წმინდა სავანე, ხოლო მამა დავითის ლუსკუმა დაანგრიეს და გაიტაცეს წმინდა ჭურჭელი, ძვირფასი ხატები და საკვირველმოქმედი ქვა, რომელიც წმ. ტრაპეზის ქვეშ პატარა კოლოფში ინახებოდა. მათ ტყვედ წაიყვანეს მღვდელმონაზონი მიტროფანე (ნაცვლიშვილი) და სამი მორჩილი. ლეკეთში დაბრუნებულებმა გაიყვეს ნაძარცვი, მადლის ქვა, რომლის მნიშვნელობა და ფასი არ ესმოდათ, ერთ-ერთი სახლის ჭერში შეინახეს. მამა მიტროფანეს დაუმახსოვრებია ეს ადგილი, ტყვეობიდან გამოსყიდვის შემდეგ ლეკთა შეუმჩნევლად ჩამოუღია მადლის ქვა და უკან დაბრუნებულს დავითგარეჯის უდაბნოს წინამძღვრისათვის, იოანე ჯორჯაძისათვის, გადაუცია.

1878 წელს ერთი თათარი მიახლოებია მღვიმეს, რომელშიც გამოწანწკარებდა „დავითის ცრემლად“ წოდებული წყარო. რაკი წყაროს ურჯულოს ხელი შეეხო, დაშრა. მეტად შეწუხდნენ მამანი. წინამძღვარმა, მამა სოფრონიმ (აბელიშვილმა), დაუყოვნებლივ მოიხმო ყველა. აიღეს მადლის ქვა და გაემართნენ მღვიმისაკენ. გადაიხადეს მამა დავითის პარაკლისი, განბანეს მადლის ქვა წყლით, რომელიც აიაზმად ასხურეს მღვიმეს. წყლით სხურების დასრულებამდე, მამათა სასიხარულოდ, კვლავ აჩუხჩუხდა წყარო. ქვათახევის მონასტრის ხელნაწერებში ასეთი ამბავიცაა მოთხრობილი: 1886 წლის 3-4 თებერვალს თათარი მწყემსები შესულან „დავითის ცრემლის“ მღვიმეში და იქ თავიანთი სარწმუნოებრივი რიტუალი, „ნამაზი“ ჩაუტარებიათ, რის შემდეგაც წყარო კვლავ დამშრალა. როცა ეს მონასტრის ბერებმა შეიტყვეს, წინამძღვარმა მამა დავითის სახელზე პარაკლისი გადაიხადა, ამოაბრძანეს ამ ადგილზე მადლის ქვა, ნაკურთხი წყალი აპკურეს და'„დავითის ცრემლებმა“'ისევ დაიწყო დენა. წმინდა ქვა ამჟამად საპატრიარქოში ინახება და ყოველი ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს გამოაბრძანებენ თაყვანისცემისთვის, საფლავზე კი დაბრძანებულია მისი ასლი.

დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება ილარიონ ქართველის [+875; ხს. 19 (02.12) ნოემბერი] სახელთანაა დაკავშირებული. წმ დავით გარეჯელის ცხოვრების მოკლე და მეტაფრასულ რედაქციებში (დავით გარეჯელის ღვაწლი მისივე სიცოცხლის ახლო ხანებში აღუწერიათ, მაგრამ ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ხელახლა შედგენილ „ცხოვრებათაგან“ ცნობილია ორი რედაქცია: პირველი დაწერილია X საუკუნეში და ითვლება მოკლე რედაქციად, მეორე - XII ს-ში და ითვლება ვრცელ მეტაფრასტულ რედაქციად.) ნათქვამია, რომ ბუბაქარისაგან კლდეში გამოკვეთილი ეკლესია მამა ილარიონმა განავრცო, განამშვენა და აკურთხა. ამავე ეკლესიაში შექმნა მან დავით გარეჯელის ნაწილთა დასასვენებელი ლარნაკი შემდგომ კი ეს ეკლესია წმ. დავით აღმაშენებლის ძემ - დემეტრემ გააფართოვა და გადააკეთა.

XI ს-ში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც შეფერხდა მისი განვითარება, თუმცა ცხოვრება აქ არ შენელებულა.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII ს.ს- ში. ჩამოყალიბდა მონასტრების არაერთი კომპლექსი, რომლებიც უზარმაზარ ფართობზე იყო გადაჭიმული და ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი“. ისინი გარეჯის მთებსა და ივრის ხეობის ქვედა წელის მიდამოებში, მტკვრის პარალელურად განლაგებულ ხრიოკ კლდეებში მდებარეობენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთით განლაგებული არიან შემდეგი თანამიმდევრობით: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხატური, თეთრ-სენაკები, დოდოს რქა, ლავრა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები. თუ მონასტრებად ჩავთვლით მღვიმიდან ქოლაგირამდე ბერების სერზე განაწილებულ, ერთმანეთისაგან 1-2 კმ-ით დაშორებულ ცალკეულ ჯგუფებს, რომელთა სახელები უცნობია, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. თავის დროზე აქ გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრების საკუთარი წესი, გამოქვაბული სადგომების თავისი, დამახასიათებელი გადაწყვეტა, სასულიერო ლიტერატურის საკუთარი სკოლა.

ამავე პერიოდში გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია.

გარეჯის ფრესკების მნიშვნელობას განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ მან შემოგვინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი - წმ. დავით აღმაშენებლისა - ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის - ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორებისა - უდაბნოში.

XIII ს-ში მონღოლებმა გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები, ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და სიწმინდეები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის, დოდოს რქის და ნათლისმცემლის მონასტრები.

XIV ს-ში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობისას, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV და XV ს-თა მიჯნაზე თემურ ლენგმა მრავალგზის ლაშქრობებისას ცეცხლითა და მახვილით დაარბია საქართველო, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა, როგორც ჩანს, ამ დროს შეწყდა მონასტრის სამხატვრო სკოლის არსებობაც.

1424 წელს ალექსანდრე I დიდმა დავით-გარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1615 წ. შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს, ხოლო 1616-1617 წლებში სპარსელთა ლაშქარმა კვლავ დაარბია დავითგარეჯა, რის შემდეგაც მონასტრები გაუქმდა.

XVII ს-ის ბოლოს მეფე თეიმურაზი და შემდეგ არჩილ მეფე ცდილობდნენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას დავით-გარეჯში. ეს მხოლოდ 1690 წ. მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ღირსი ონოფრე გარეჯელი (ოთარ მაჭუტაძე) დაინიშნა. მისი ორმოცი წლის მოღვაწეობის შედეგად გარეჯის მონასტერს დაუბრუნდა დაკარგული მიწები, აიგო გალავნები, კარიბჭე და სატრაპეზოები. ცალკეული სამონასტრო კომპლექსი ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.

XVIII ს-ში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. ამავე საუკუნეში გახშირებული (ხშირი) თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX ს-ის II ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა, მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.

1881წ. „დოდორქის“ მონასტრიდან დავითის ლავრის ფერისცვალების ეკლესიაში გადმოასვენეს დოდო გარეჯელის წმინდა ნეშტი. აქვეა დაკრძალული წმინდა ლუკიანეც.

საუკუნეების გა

27/05/2026

აიკრძალოს ჩვილთა მკვლელობა , არა აბორტს

26/05/2026

ძველი აღთქმისეული ებრაელების ისტორია-ღვთივრჩეული და იმავდროულად ღვთისაგან განდგომილი ერის ისტორია.
ნაწილი 15.

ტაძრის კრეტსაბმელის გახევა. შეძახილი ჯვარზე, უფლის ხორციელი სიკვდილი და ასისთავის აღიარება.
და აჰა, ტაძრის კრეტსაბმელი გაიხა ორად ზემოდან ძირამდე, და შეიძრა დედამიწა, და კლდეები დასკდა. სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდას სხეული აღდგა. გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენენ (მათე 27: 51-53).
„იესომ დიდი ხმით შესძახა და თქვა: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული“ ეს თქვა და სული განუტევა.“ (ლუკა 23: 46). უფალმა ადრე თქვა: „ძალი შემწევს დავდვა სული ჩემიო“ ეს ჭეშმარიტება იყო და მან თავისი სული თავისივე ნებით მამას გადასცა. [ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი „ახალი აღთქმის კომენტარები. განმარტება წმიდა მათეს სახარებისა“ გვ. 341 მიხედვით].
ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო“. (მათე 27: 54).
სასწაულის წყალობით ვინც იმ დროს იქ იყო, თავად წარმართმა ასისთავმაც კი ირწმუნა, რჯულის და წინასწარმეტყველების მქონე იუდეველები კი ურწმუნოები დარჩნენ. ის ასისთავი მოგვიანებით ქრისტესათვის ეწამა კიდეც. [ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი „ახალი აღთქმის კომენტარები. განმარტება წმიდა მათეს სახარებისა“ გვ. 342-343 მიხედვით].


სამარხის დაცვა.
წმ. წერილიდან ცნობილია, რომ უფალმა იესო ქრისტემ არაერთხელ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ თავისი ტანჯვის შემდეგ იგი მკვდრეთით აღდგებოდა (მათე 16: 21 და სხვა).
„მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან. თქვეს: „ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უყარაულონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო. უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება.“ უთხრა მათ პილატემ: თქვენ გყავთ დაცვა. წადით და უდარაჯეთ როგორც იცით.“ ისინი წავიდნენ, სამარხი უსაფრთხო ჰყვეს: დაბეჭდეს და დაცვა დაუყენეს. (მათე 27: 62-66).
რატომ შეშფოთდნენ ასე იუდეველები? იუდეველი მღვდელმთავრები ამჯერად მიხვდნენ, რომ (იონას ყოფნაზე დიდი თევზის მუცელში) უფალი თავისი ხორციელი სიკვდილის შემდეგ საკუთარ აღდგომას წინასწარმეტყველებდა (მათე 12:40). ამიტომაც შეეშინდათ და შაბათს, როცა რჯულის თანახმად არაფრის კეთება არ შეიძლებოდა, კანონიერი კრების ნაცვლად ბოროტისაგან აღგზნებულები უცხოთესლ პილატესთან შეიკრიბნენ და უფლის საფლავთან დაცვის დაყენება მოითხოვეს (მათე 27: 62), მაგრამ ესეც ღვთის დაშვებით მოხდა, რათა უფლის მკვდრეთით აღდგომა დაბეჭდილი და დაცული საფლავისაგან მტრების თანდასწრებით მომხდარიყო. მხედრების დასი კი რომაელი მეომრებისაგან შედგებოდა. („ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. „იოანეს სახარების განმარტება“. გამომცემლობა „მრწამსი“ 2008 წ. გვ. 348-349 მიხედვით.).
როგორც შემდგომში მოხდენილი მოვლენები გვაჩვენებს, ამ საქციელით მათ ფაქტიურად თავადვე მოიჭრეს უკანდასახევი გზა.
„შაბათი რომ გავიდა, შვიდეულის პირველი დღის განთიადზე მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი. და აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მოვიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი - თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით შედრკნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. ანგელოზმა კი მიმართა დედაკაცებს და უთხრა: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც იწვა. დაუყოვნებლივ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.“ ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით, და გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის. და აჰა, იესო შეხვდა მათ და უთხრა: „გახაროდეთ! ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას!“ მაშინ უთხრა მათ იესომ ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ“ (მათე 28: 1-10).
უფალი მაშინ აღდგა, როდესაც საფლავზე ჯერ კიდევ ქვა იდო. მის აღდგომისთანავე ანგელოზიც მოვიდა, რათა ლოდი გადაეგორებინა და ქალებისათვის სამარხში შესვლის საშუალება მიეცა, მიწისძვრა კი იმიტომ მოხდა, რომ მცველები პოსტზე დგომისას დამახასიათებელი ნახევრადინერტული მდგომარეობიდან (ანუ თვისებური ძილ-ღვიძილიდან) გამოსულიყვნენ და მომხდარი ფაქტის სიდიადე დაეფიქსირებინათ. ანგელოზმა ქალებს მიმართა - ნუ გეშინიათო, ე. ი. მცველებს უნდა ეშინოდეთ და არა თქვენ, ქრისტეს მოწაფეებსო, ანგელოზმა ისინი ჯერ შიშისაგან გაანთავისუფლა, მერე კი აღდგომა ახარა. ანგელოზი არ თაკილობს, უფალს ჯვარცმული უწოდოს, რადგან ის ჯვრით, როგორც გამარჯვების ნაალაფევით, ამაყობს კიდეც.
„როცა ისინი მიდიოდნენ, აჰა, მცველთაგან ზოგიერთები მივიდნენ ქალაქში და აუწყეს მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა. ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს და უთხრეს: თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა. და თუ ამას გაიგებს განმგებელი, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას.“ მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე.“ (მათე 28: 11-15). მცველებმა ყველაფერი აუწყეს: ის, რომ მიწისძვრა მოხდა, ისიც, რომ ლოდი თავისით გადაგორდა და შიშისაგან კინაღამ დაიხოცნენ, მაგრამ იდეველები გონს ვერც წამების დროს მომხდარმა სასწაულებმა მოიყვანა და ვერც მხედრების ნაამბობმა. მათ მხედრებს ვერცხლისმოყვარეობის შენი შეჰყარეს და დაარწმუნეს ეთქვათ ის, რაც ყველაზე დიდი უსინდისობა და უგუნურება იყო: „გვამი მოიპარესო“, მაგრამ მოწაფეები გვამს როგორ მოიპარავდნენ, როდესაც შიშით იყვნენ ჩაკეტილები ანდა ამის მერე რაღა აზრი ქონდა, იმის ქადაგებას და თავის სასიკვდილოდ გაწირვას, რომ უფალი მკვდრეთით აღდგა? („ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. „იოანეს სახარების განმარტება“. გამომცემლობა „მრწამსი“ 2008 წ. გვ. 347-349 მიხედვით.). ამასთან, საფლავი დაცული იყო - მას რომაელი მეომრები იცავდნენ და იუდევეთა შიშის გამო სახლში ჩაკეტილი მოწაფეები მათ როგორ მიუახლოვდებოდნენ?
„ჩვენ რომ გვეძინაო“ - ასეთი სისულელის მოფიქრება მხოლოდ იუდეველ მღვდელმთავრებს და ფარისეველებს თუ შეეძლოთ, რადგან რომაელი მეომრები იქ დასაძინებლად არ მისულან (თუ ძილი მოუნდათ, განა ყაზარმაში დასაძინებელი ადგილი ვერ ნახეს?), არამედ ეს იყო მათი სადარაჯო პოსტი, ხოლო რომაული არმიის შინაგანაწესის თანახმად, პოსტზე დაძინება ან პოსტის მიტოვება სიკვდილით ისჯებოდა. ასე რომ პროფესიონალი რომაელი მეომრები პოსტზე (სრულ) დაძინებაზე ვერც კი იოცნებებდნენ.
აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ აღსრულდა უფლის სიბრძნით გამოთქმული წინასწარმეტყველება, რომ შურისა და ბოროტების გამო გულით და გონებით დაბრმავებული იუდეველები მკვდრეთით რომ ვინმე აღმდგარიყო, იმასაც არ მიიღებდნენ (ლუკა 16: 31).

აქ აღსანიშნავია, იმის შეფასება, რომ აღსრულდა ძველი წელთაღრიცხვის ყველა შესაბამისი წინასწარმეტყველება.
ამ დროს უფლის სიტყვების თანახმად, რჩეული ერის ტიტული ჩამოერთვა უფლისაგან განდგომილ და მთელი კაცობრიობის მისი ცოდვებიდან გამომხსნელი მესიის მკვლელი იუდეველების საკრებულოს და გადაეცა “ახალ მევენახეებს“ (მათე 21: 3-46) - ქრისტეს ეკლესიას (1 პეტრე 2: 9; 1 ტიმოთე 3: 15 და სხვ.).

ებრაული კოლონიები უფალ იესო ქრისტეს დროს.
თითოეული ებრაული კოლონია, რომლებითაც იესუ ქრისტესა და მის პირველ მოციქულთა დროისთვის მთელი მსოფლიო მოიფინა, ქმნიდა ერთგვარ რესპუბლიკას, რომლის რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრი სინაგოგა იყო. მაგრამ ეს ადგილობრივი სინაგოგები მხოლოდ ანარეკლი იყო იმ წმინდა ადგილისა, რომლისკენაც იყო მიპყრობილი განთესილ ებრაელთა მზერა.
მხოლოდ იერუსალემის ამ ტაძარში შეწირული მსხვერპლი მიიჩნეოდა ნამდვილად, მსხვერპლის შეწირვა სხვა ნებისმიერ ადგილას აკრძალული იყო.
ტაძრის შესანახად მსოფლიოს ყველა კუთხეში ყოველწლიურად იკრიბებოდა გადასახადი და იგზავნებოდა იერუსალემში: ამ მიზნით გაღებული ღალა - ორი დრაქმა [დიდრაქმა იყო ბერძნული მონეტა, ეს გადასახადი - ორი დიდრაქმა, მოსთხოვეს იესუ ქრისტეს, როდესაც ის კაპერნაუმში შევიდა (მათე 17:24-27).] კაცზე, იყო ისეთი გადასახადი, რომელზეც ებრაელები სიხარულით თანხმდებოდნენ, რამეთუ ის ამტკიცებდა მათ ეროვნულ ერთობას და, ამავე დროს, აკმაყოფილებდა მათ რელიგიურ გრძნობას.
ჩვენს მიერ აღწერილი ორგანიზაციის წყალობით, ებრაელი ხალხი ჩვენი წელთაღრიცხვის 35-ე წელს წარმოადგენდა (გვ 39-40), უკიდურესი განთესვისა და უმჭიდროვესი რელიგიური და პოლიტიკური ერთობის პარადოქსულ წინააღმდეგობრიობას.
რომაული, აზიური და თვით ბარბაროსული ქალაქების ასეულობით “გეტოს” თავს აფარებდა იუდეის ძველი სამეფოს მოსახლეობის სამი მეოთხედი; სინედრიონი და იერუსალემის ტაძარი ისეთივე მიმზიდველობას და ავტორიტეტს ინარჩუნებდნენ ამ დევნილთათვის, როგორიც ისინი პალესტინაში დარჩენილ ძმათათვის იყო.
იხდიდნენ რა იმავე გადასახადებს, ისინი ერთიანდებოდნენ მსხვერპლშეწირვის ირგვლივ. სინედრიონისთვის ეს ხალხი წარმოადგენდა ქვეშევრდომებს, რომლებთან ურთიერთობაც, მართალია, გართულებული იყო, მაგრამ ყურადღების გარეშე მაინც არ ტოვებდნენ და ხშირად უგზავნიდნენ მალემსრბოლებს.
[ფ. ბრენიე „ებრაელობა და თალმუდი. 1928 წ. გვ. 39 ასევე
http://www.apocalypse.ge/usjuloebis_saidumlo_ebraelebi_da_talmudi_1_4.html].

ანტისემიტიზმი.
აქ აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება: დაინტერესებული პირები - უფალ იესო ქრისტეს ჯვარმცმელი იუდეველების იდეური და ხორციელი შთამომავალ- მემკვიდრეები ყველას, ვინც გაბედავს და დაიწყებს იუდეველების შესახებ კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმას, მას მაშინვე „ანტისემიტის“ იარლიყს აკერებენ და მისი იდეების დევნას შეუდგებიან. რა არის ანტისემიტიზმი.
მოკლედ გავიმეორებ ებრაელი ერის ერთი ნაწილის განდგომილების ისტორიას.
როგორც უკვე აღინიშნა, ღმერთმა თავისი სარწმუნეობის შესანარჩუნებლად, მხსნელი მესიის შესახებ სწავლების შესანახად და დასაცავად გამოირჩია ებრაელი ერი არა რაიმე დამსახურების, არამედ მხოლოდ თავისი გულმოწყალების გამო, მაგრამ მათი ერთი ნაწილი ხშირად უარყოფდა ღვთის ამ წყალობას და მეზობელი ხალხების მსგავსად კერპების თაყვანისცემას იწყებდნენ.
ამიტომ ებრაელი ერის წარმომადგენლებს შორის, ყოველთვის იყო ორი ბანაკი - ღვთისმსახურების და განდგომილების. დავბრუნდები უკან და შემოკლებით, თავიდან განვიხილავ ღვთივრჩეული ერის ღვთივგანდგომილების ისტორიის რამოდენიმე ნაწილს:
მაშინ, როდესაც იაკობი ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურებოდა, მისი ბიძა ლაბანი კერპმსახური იყო (შესაქმე 31: 19, 30, 32), ასევე იაკობის სახლის ზოგიერთი მცხოვრები (შესაქმე 35: 2, 4). შემდგომში, იაკობის მთელი შთამომავლობა გადასახლდა ეგვიპტეში.
ებრაელების ეგვიპტეში ცხოვრების დროს ებრაელები დაუახლოვდნენ ეგვიპტელებს და მათგან გადაიღეს მათი ღვთაებების (ანუ კერპების) თაყვანისმცემა, ზოგმა მათგანმა სავსებით დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი (იხ. იესო ნავეს ძე 24: 14). ამის შედეგი კი ახალი ფარაონის აღზევება და ებრაელების დევნა-შევიწროება იყო.
ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ არაერთი ურჩობის შემდეგ ღმერთმა მოსეს უთხრა: „როდემდის უნდა მირღვევდეთ მცნებებს და სჯულდებებს?“ (გამოსვლა 16: 28).
შემდგომ ისევ შემოაკლდათ წყალი და ისევ დაუწყეს გამოსცადეს უფალი - ისევ დაუწყეს ყვედრება მოსეს, რომელმაც ხორების მთასთან თავისი კვერთხი კლდეს დაჰკრა და წყალი წამოვიდა. (გამოსვლა 17: 1-6). (დეკანოზი ნესტორ ყუბანეიშვილი „ძველი აღთქმის საღვთო ისტორია“ თბილისი 1990 წ. გვ. 40-41 მიხედვით).
ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ მესამე თვეს ებრაელები მივიდნენ სინაის მთასთან. ღმერთმა მოსეს მეშვეობით აუწყა ებრაელ ხალხს, რომ თუკი ისინი დაიცავდნენ ღვთის მცნებებს, სხვა ხალხებისაგან განსხვავებით ებრაელები მისი ერი იქნებოდნენ. ხალხმა ერთხმად მიუგო: „რაც ბრძანა უფალმა, ყველაფერს აღვასრულებთ“ (გამოსვლა 19: 4-8). შემდეგ, სჯულის მიღების წინ ებრაელებმა ღმერთს ყველაფრის შესრულება ხელახლა აღუქვეს (გამოსვლა 24: 3,7).
მაგრამ ებრაელების ეს აღთქმა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან როდესაც კეთილმორწმუნე მოსე წინასწარმეტყველი ღმერთს ესაუბრებოდა და მისგან მცნებებს იღებდა, მისი ეგვიპტურ კერპთაყვანისცემას კარგად გაცნობილი თანამოძმეების ნაწილმა ხბოს კერპი შექმნეს და მისი თაყვანისცემა დაიწყეს (გამოსვლა 32: 6),
სინაის მთიდან წამოსვლის შემდეგ ებრაელებმა მოსეს და მოსეს საშუალებით - ღმერთს დაუწყეს ყვედრება მგზავრობის სიძნელეების გამო. ღმერთი განურისხდა მათ და ცეცხლით ბევრი მათგანი დაწვა და მხოლოდ მოსეს შუამდგომლობის საშუალებით შეწყდა ღვთის სასჯელი ამ ადგილს ებრაელებმა უწოდეს ტაბერა (ცეცხლით მოწვა). (რიცხვნი 11: 1-3) . . . მოგვიანებით, ქანაანის დასაზვერად გაგზავნილი ებრაელებიდან 10 ურწმუნო აღმოჩნდა, და მხოლოდ 2 ღვთისმოშიში, ებრაელებმა ურწმუნოების მხარე დაიჭირეს და ორი ღვთისმოშიში მზვერავის ჩაქოლვა მოინდომეს (რიცხვნი მე 13 თავი; 14: 1-10). ამ დროს მოძრავი ტაძრის მაღლა ღრუბლის სახით გამოცხადდა ღვთის დიდება. მან მოსეს გაუმეორა ებრაელთა მუდმივი განდგომილების სიტყვები: „როდემდის უნდა მგმობდეს ეს ხალხი, როდემდის არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მათ შორის მოვახდინე გავუჩენ ჭირს და გადავაშენებ, შენგან კი დიდ ხალხს შევქმნი, მასზე ძლიერს“ (რიცხვნი 14: 11-12). მოსე ამჯერადაც შეევედრა ღმერთს ხალხის შეწყალებას. მისი ლოცვით ღმერთმა ხალხს ცოდვა შეუნდო, არ ამოწყვიტა ისინი, მაგრამ აცნობა, რომ ისინი კიდევ 40 წელიწადს იხეტიალებდნებ უდაბნოში (რიცხვნი 14: 34). ებრაელებს დაენანათ აღთქმის ქვეყნის დატოვება და ღვთის ნების წინააღმდეგ აღთქმული ქვეყნის ძალით დაპყრობა მოინდომა, მაგრამ იმ ქვეყნის მოსახლეობამ ისინი დაამარცხა და უკან გამორეკა (რიცხვნი 14: 40-45).
უდაბნოში დაბრუნების შემდეგ ებრაელებმა გააგრძელეს ტრადიციად ქცეული ამბოხი ღვთისა და მისი წინასწარმეტყველის - მოსეს წინააღმდეგ. რისი შედეგი ის იყო, რომ მიწა გასკდა და მეამბოხე კორესი, დათანი და აბირამი ერთად თან ჩაიტანა. ზოგი კი ცეცხლმა დაწვა. (რიცხვნი 16 თავი). 14 700 კაცის კი ჭირის ეპიდემიამ იმსხვერპლა. შემდგომში ღვთის წინააღმდეგ ამბოხებული ებრაელები შხამიანი გველების ნაკბენებით კვდებოდნენ გადარჩა მხოლოდ ის, ვინც რწმენით შეხედავდა მოსეს მიერ გაკეთებულ სპილენძის გველს (რიცხვნი 21: 4-9).
ამ დროის განმავლობაში ებრაელებს ჭეშმარიტი ღმერთისათვის მსხვერპლი არ შეუწირავთ, სამაგიეროდ, დიდი წარმატებით აითვისეს წარმართული კერპების – მოლოქისა და ქიუნის კულტი (ბროკჰაუზისა და ეფრონის „ახალი ენციკლოპედიური ლექსიკონი“ ტომი მე–18. რუსულ ენაზე. გვ. 567). (ასევე იხ. ამოს. 5: 26).
უფალმა ღმერთმა მოსეს მეშვეობით ებრაელ ერს (სხვა მცნებებთან ერთად) უთხრა, რომ იგი მათ წინაშე აყრიდა წარმართ ტომებს, მათ კი კავშირი არ უნდა შეეკრათ მათთან, უნდა გაენადგურებინათ მათი კერპები და კერპების სამსხვერპლოები. მათ შვილებს არ უნდა შეერთოთ მათი ქალიშვილები და არ უნდა მიეთხოვებინათ მათი მათთვის თავიანთი ასულები (გამოსვლა 34: 11-17 მიხედვით). მაგრამ ებრაელებმა როგორც ყოველთვის, არ შეასრულეს ღვთის ეს დავალება. ამიტომ მოგვიანებით, იესო ნავეს ძის სიცოცხლის დროს ისრაელიანელებს გამოეცხადათ უფლის ანგელოზი, რომელმაც მათ უთხრა ღვთის სიტყვები: „ასე ამბობს უფალი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი. ვუთხარი არ დავარღვევ-მეთქი თქვენთან დადებულ აღთქმას უკუნისამდე. ოღონდ ნუ შეკრავთ-მეთქი კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან, ნუ იწამებთ მათ ღმერთებს, დაამსხვრიეთ მათი კერპები, დაანგრიეთ-მეთქი მათი სამსხვერპლოები. თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი. ეს რა ჩაიდინეთ!“ (მსაჯულნი 2: 1-2).
იესო ნავეს ძემ სიკვდილის წინ ებრაელებს დაუბარა დაეცვათ მოსეს რჯული და არ გადაეხვიათ მისგან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არ დაევიწყებინათ ღმერთი და ღვთის რჯული, არ შერეოდნენ წარმართებს (იესო ნავეს ძე 23: 6-7) . . . ისრაელიანებმა ისევ ღვთის სამსახურში ყოფნა ირჩიეს და აღთქმა დადეს, რომ მისი ერთგულები იქნებოდნენ. მაშინ იესო ნავეს ძემ მათ მოთხოვა, უარეყოთ იმ ღმერთების მსახურება რომლებსაც ისინი იქვე სცემდნენ თაყვანს (იესო ნავეს ძე 24: 23). ერმა კიდევ აღუთქვა: „უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას“ (იესო ნავეს ძე 24: 24).
მაგრამ ეს აღთქმაც ხანმოკლე გამოდგა, რადგან იესოს და მისი თაობის ადამიანების სიკვდილის შემდეგ მოვიდა ებრაელთა სხვა თაობა, რომელსაც არაფერი გაეგონა არც ჭეშმარიტი ღმერთის, არც მისი საქმეების შესახებ (მსაჯულნი 2: 10 მიხედვით). ებრაელების ამ ახალმა თაობამ საერთოდ დაივიწყა ღმერთი და დაუწყეს მსახურება მეზობელ ხალხების ღმერთებს. „დაივიწყეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშორეთებს“ (მსაჯულნი 2: 13). ასე გრძელდებოდა მთელი მსაჯულების მთელი ეპოქის განმავლობაში.
იგივე კერპმსახურების გამო ებრაელთა სახელმწიფო ჯერ ორ ნაწილად: ისრაელის და იუდეის სამეფოებად გაიყო (3 მეფეთა 11: 17–24).
ისრაელის სამეფოში თავიდანვე მასიურად იყო გავრცელებული კერპმსახურება ამ დროს ისრაელიანელების ღალატით შეწუხებულმა ელია წინასწარმეტყველმა უფალს შესჩივლა: „დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი; მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ“ (3 მეფეთა 19: 10), რაზეც უფალმა უპასუხა, რომ მას დატოვებული ყავდა კიდევ 7 000 კაცი, რომელიც არ იყო ბაალის მიმდევარი (3 მეფეთა 19: 18 მიხედვით).
მიუხედავად წინასწარმეტყველების მხრიდან უამრავი გაფრთხილების მიუხედავად ისრაელიანების მოუქცევლობის გამო ძველი წელთაღრიცხვის 722 წელს ასურეთის ჯარებმა დაიპყრეს სამარია და ისრაელი, რის გამოც ისრაელის სამეფომ არსებობა შეწყვიტა. ასურეთის მეფე სარგონ მეორემ ისრაელიანები გადაასახლა ასურეთიის სხვადასხვა კუთხეში.
იუდას სამეფომ შედარებით დიდ ხანს გასძლო, რადგან კერპმსახურების გარდა იქ კეთილმსახური გვირგვინოსნები მეფობდნენ, რომლებიც თავიანთი ზეობისას კერპმსახურებას აუქმებდნენ და ჭეშმარიტი ღვთის მსახურებას აღადგენდნენ. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ იუდას სამეფოს მოსახლეობა კერპმსახურებით დასნეულდა და ისრაელს კიდეც გადააჭარბა (იერემია 3: 11). უფალი წინასწარმეტყველ იერემიას პირითა ამბობდა: „რჯულის კაცებმა აღარ მიცნეს, მწყემსები განმიდგნენ, წინასწარმეტყველები ბაალის სახელით გაქადაგდნენ და უსარგებლო კერპებს აეკიდნენ“ (იერემია 2: 8). ებრაელმა მწიგნობრებმა უკუღმართი კალმით ღვთის რჯულიც სიცრუედ აქციეს (იერემია 8: 8–9). მათ თავიანთი სიბილწეები (ანუ კერპები) ღვთის სახლში შეიტანეს (იერემია 7: 30).
ღმერთი ებრაელებს დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდა, რომ თუკი ისინი უკეთურებისაგან (კერპმსახურებისაგან) არ მოიქცეოდნენ, იგი მათ გაანადგურებდა (იერემია 13: 10–14), სხვა ქვეყნებში გადაასახლებდა, რათა მათი „ღმერთებისათვის“ იქ ემსახურათ (იერემია 16: 11).
ებრაელების კერპმსახურებიდან მოუქცევლობის გამო, ღვთის ნებით, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ძვ. წ. აღ. 596 და 586 წლებში ორჯერ დალაშქრა იერუსალიმი. მეორე შემოსევისას (ძვ. წ. აღ. 586 წ.) მისმა ჯარმა იერუსალიმი აიღო, ქალაქი და ტაძარი დაანგრია. მოსახლეობის ნაწილი ამოხოცა, დიდი ნაწილი ტყვედ გარეკა. იუდეის სამეფომ არსებობა შეწყვიტა.
შემდგომში, ბაბილონში გადასახლებული ებრაელები თავიანთი სწავლული ლევიტელების საშუალებით დაუახლოვდნენ ქანაანელებს და მათგან გადაიღეს რიგი წარმართული სწავლებები. რომლისგანაც წარმოიშვა ე. წ. „ებრაული კაბალა“. ეს მოძღვრება შემდგომში საფუძვლად დაედო თალმუდის წინასახეებს მიდრაშს და მიშნას.
ამას გარდა, ებრაელები რიგრიგობით მოექცნენ ჯერ ბაბილონის, სპარსეთის, საბერძნეთის და რომის ძალაუფლების ქვეშ. კოლონიალურმა და სოციალურმა ჩაგვრამ კაბალის მიერ დამახინჯებულ და გადაგვარებულ ღვთივრჩეულობის მოძღვრებასთან ერთად ებრაელი ერის ერთ ნაწილში წარმოშვა რევანშისტულ ნიადაგზე დაფუძნებული რასისტულ-ფაშისტური იდეები ებრაელი მესიის გამოცხადების, მის მიერ წარმართთა ბროლისუნარიანი ნაწილის განადგურების, გადარჩენილების დამონების და დედამიწაზე (ზოროასტრულ-ბაბილონურ საფუძველზე აღმოცენებული სწავლება) ებრაელთა მსოფლიო იმპერიის, იუდაიზმის და ებრაელი ერის მსოფლიო ბატონობის იდეა.
ეს იდეა მთელ ებრაელ ხალხში ფარისეველების - ღვთისაგან განდგომილი და ქალდეური მოძღვრების საიდუმლოდ მაღიარებელი სექტანტების მეშვეობით გავრცელდა და მრავალი მიმდევარი გაიჩინა.
ძირითადად ამ მოძღვრების მეშვეობით ვერ იცნო ებრაელი ერის ერთმა ნაწილმა მთელი კაცობრიობის მისივე ცოდვებისაგან გამოსახსნელად განხორციელებული დიდების უფალი (1 კორინთელთა 2: 8), რომელიც მოივლინა ანგელოზთა გალობით „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“; (ანგელოზთა ამ სიტყვებში ბევრი რამ არის ნათქვამი) რომელიც ებრაელებს შორის არა წარმართთა მიმართ ცოფიან სიძულვილს, არამედ ყველას მიმართ სიყვარულს ქადაგებდა.
მესია ვერ იცნეს, ჯვარზე გააკვრევინეს და მოკლეს ღვთისაგან განდგომილმა ებრაელებმა, მათ საკუთარ თავს და მთელ მათ შთამომავლობას თავს დაატეხეს მათივე პირიდან წარმოთქმული წყევლა. (მათე 27: 25).


ვინ არის ანტისემიტი
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საკუთარი თავის და საკუთარი ერის მტრები - ანტისემიტები - ღვთისაგან განდგომილი (შემდგომში ფარულკაბალისტი) ებრაელები იყვნენ, რომელთა თვითნებობას, ურჯულოებას და კერპმსახურების მიმართ დაუძლეველ ლტოლვას ეწირებოდა მთელი ერის თავისუფლება და სიცოცხლეც. მათივე შავი „დამსახურება“ იყო ჯერ ებრაელთა ერთიანი სახელმწიფოს, მერე კი მისგან დარჩენილი იუდას და ისრაელის სამეფოების სრული განადგურება და ებრაელი ერის მთელ მსოფლიოში გაფანტვა. ებრაელ ხალხზე აბსოლუტური ძალაუფლების სურვილის და წარმოუდგენელი შურის გამო მათ თავად უარყვეს, განსაჯეს, სიკვდილი მიუსაჯეს და რომაელებს მოაკვლევინეს სწორედ ის მესია, რომელსაც მთელი ებრაელი ერი (და არა მხოლოდ ისინი) საუკუნეების განმავლობაში მოელოდა. რითაც საკუთარ ერს და მთელ მათ შთამომავლობას მძიმე ტვირთად დაადეს მხრებზე მესიის მკვლელობის უმძიმესი ცოდვა. რამაც გამოიწვია უმძიმესი სასჯელები.

ზაზა გოგოლაძე

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

მოსაშვილის 11, VI სართული
Tbilisi