ახალგაზრდები საქართველოსთვის

ახალგაზრდები საქართველოსთვის

Share

პარტია „საქართველოსთვის'' ახალგაზრდული მიმართულების ოფიციალური გვერდი

20/04/2026
02/04/2026

‼️‼️‼️

11/03/2026

ოცნება ასეთი ბინძური მეთოდებით ცდილობს, მოკლას საქართველოში დემოკრატია

ნიკოლოზ ღლონტი

13/02/2026

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია 13-15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში (MSC) მიიღებს მონაწილეობას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან გამართავს შეხვედრებს.

MSC არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, სადაც წელიწადში ერთხელ იკრიბებიან სახელწიფოს მეთაურები გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.

წელს კონფერენციაში, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი - მარკო რუბიო, გერმანიის კანცლერი - ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი - ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები.

18/12/2025

ნიკოლოზ ღლონტი საქართველოში მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების მნიშვნელობაზე

22/09/2025

,,მეგობრებო, ნაცნობებო, სამტრედიელებო,

4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში სამტრედიის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ვარ.

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიის პირველი ნომერი და ამავდროულად — ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი მესამე ოლქში (3, 12, 35 უბნებზე).

ეს ნაბიჯი ჩემთვის შემთხვევითი არ არის.

ცოტა ხნის წინ დავასრულე სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე. ეს არის ჩემი პროფესია, ჩემი ინტერესის სფერო და ჩემი პირადი ვალდებულება ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი ქალაქის წინაშე. მსურს, ამ წლების განმავლობაში დაგროვებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო და ამ გზით ვემსახურო ჩემს ქალაქს.

ამ ნაბიჯით, მსურს შევუერთდე ჩემს თაობას, რომელსაც სურს მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ მომავალზე.

მე ვარ იმ თაობის ნაწილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში, თაობის, რომელსაც მერწმუნეთ, კარგად ესმის მშვიდობის ფასიც, პატივს სცემს ქართულ კულტურასაც და ტრადიციებსაც.

სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნების” პროპაგანდა ხშირად ცდილობს ახალგაზრდების დისკრედიტაციას — ერთი-ორი მავნე საქციელის მაგალითით აყალიბებს სურათს, თითქოს სრულიად ახალგაზრდობა, დესტრუქციულია. მაგრამ ეს არის ტყუილი, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს… ძალაუფლების შენარჩუნება.

ძალიან კარგად მესმის, რომ წინ რთული, ძალიან მძიმე და უთანასწორო საარჩევნო გარემო მელოდება, თუმცა მე არ დავაკლებ მცდელობას, რომ თითოეულ თქვენგანს გაგიზიაროთ ის ხედვები, რასაც მხარდაჭერის შემთხვევაში საკრებულოდან გავაჟღერებ, და ამავდროულად ვიყო თქვენი სანდო ხმა მუნიციპალურ ორგანოში.”

მოდი არჩევნებზე და გააფერადე 25 ,,გახარია საქართველოსთვის” 💜

🎙️ნიკოლოზი ხაბეიშვილი - პარტია ,,გახარია - საქართველოსთვის”

22/09/2025

🟣 დავით ნიჟარაძე - ხაიშის მაჟორიტარად

“მე ვარ დავით ნიჟარაძე, 26 წლის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის თემიდან.
2021 წელს დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სწავლის დასრულებისთანავე გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი ჩემს სოფელში, რადგან მჯეროდა, რომ სწორედ აქ, ჩემი თემის განვითარებააი შემეძლო ყველაზე დიდი წვლილი შემეტანა.

უკვე 4 წელია ვმუშაობ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფში (LAG). ამ დროის განმავლობაში ვიყავი ჩართული უამრავ პროექტში, რომლებიც მიზნად ისახავდა ზემო სვანეთის მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, ახალგაზრდების მხარდაჭერას და საზოგადოების გაძლიერებას.

ამ წლებში დავრწმუნდი, რომ ჩვენი თემის მთავარი სიმდიდრე არის ხალხი — განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ იდეები, ენერგია და სურვილი, უკეთეს მომავალს შექმნან. მაგრამ ამ შესაძლებლობებს ხშირად ზღუდავს ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, ინფორმაციის მიუწვდომლობა და ინტერესთა არასაკმარისი დაცვა”

ხაიშელების ხმა მესტიის საკრებულოში!
გააფერადე 2️⃣5️⃣

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

Tbilisi
Tbilisi