🔷პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ კატეგორიულად გმობს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც ევროპულმა სტრუქტურამ საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული დათქმებისა და პირობების შესრულება მოსთხოვა.
🔷„მხოლოდ ქართველ ხალხს აქვს უფლება მიუთითოს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას მიანიჭოს ხალხის სახელით მოქმედების მანდატი.
🔷ჩვენი პარტია მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა.
🔷ასევე, მოუწოდებთ ევროსაბჭოში შემავალ ჯერ კიდევ საღად მოაზროვნე ძალებს, რომლებსაც კვლავ შემორჩათ დამოუკიდებელი აზროვნებისა და ქმედებების სურვილი, იყვნენ პრინციპულები და გადადგან იგივე ნაბიჯი, რათა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობა ულტიმატუმისა და შანტაჟის ენიდან, ხალხის არჩევანის მიმართ პატივისცემის, დემოკრატიული ფასეულობების დაცვის, სხვადასხვა სუვერენული სახელმწიფოების შინაურ საქმეებში ჩაურევლობისა და სამართლიანობის პრინციპზე აგებულ ურთიერთობებზე არ გადავა.
🔷„ევროპელი სოციალისტები“ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას ყველა იმ მნიშნელოვან გადაწყვეტილებაში, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, გახდის მას უფრო უსაფრთხოს, სოციალურად თანასწორს, ტრადიციებზე და ადათ-წესებზე დაფუძნებულს“. - ნათქვამია პარტიის განცხადებაში .
ევროპელი სოციალისტები • European Socialists
პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ოფიციალური ფეისბუკ გვერდი
პარტიის მთავარი იდეოლოგია ეფუძნება ეროვნულ და პატრიოტულ სულისკვეთებას. „ევროპელი სოციალისტების“ სამომავლო გეგმაში უმთავრესი ადგილი უკავია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნის საფუძველი გახდება.
ქვეყნის უსაფრთხოება, ეროვნულობა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პარტიის უმთავრესი პრიორიტეტია.
19/01/2025
04/01/2025
🔸“ჩვენი ქვეყნის სულიერ მამას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ვულოცავთ 92 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, დღეგრძელობას, ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ, მრავალჟამიერ!
25/12/2024
🔷ვულოცავთ საქართველოს კათოლოკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ჩვენი ერის სულიერ მამას აღსაყდრებიდან 47 -ე წლისთავს, ვუსურვებთ დღეგრძელობას, მხნეობას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ!
📍 პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს აფასებს როგორც საქართველოში რადიკალური ოპოზიციური პარტიების გამოყენებით, გარე ძალების მიერ, სახელმწიფოში დესტაბილიზაციის, არეულობისა და რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობად.
🔷 მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, გამოიჩინოს მაქსიმალური გონიერება, ყურადღება, სიმკაცრე და კანონის უზენაესობის აღსრულების ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების წესს.
🔷 რა თქმა უნდა, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა არის ის საფუძვლები, რომლებიც ფუნდამენტურია სახელმწიფოს განვითარებისთვის.
🔷 ამასთანავე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც პოლარიზაციას და დესტრუქციულ პროცესებს უწყობს ხელს, იმოქმოდონ მხოლოდდამხოლოდ კანონის ფარგლებში, ქვეყნისა და ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე, რადგან ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს არა დაპირისპირებას და არეულობას, რაც გარე ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, არამედ კონსტრუქციულ დიალოგს, თანამშრომლობას და საერთო პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე.
🔷 ჩვენ უნდა გავხდეთ რეგიონში მისაბაძი ქვეყანა დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით, ქვეყანა, რომელიც ამავდროულად ეყრდნობა ჩვენს ქართულ მენტალიტეტს, ადათ-წესს, ისტორიას, კეთილმეზობლობას და სტუმართმოყვარეობას.
🔷 ჩვენი პარტია აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში.
პარტიის მთავარ პრიორიტეტად იყო და რჩება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება.
📍 პარტია „ევროპელი სოციალისტების“
განცხადება
🔷პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მიესალმება მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენის შესახებ.
🔷მიხეილ ყაველაშვილი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპული პოზიციით ქვეყნისთვის ეროვნული მნიშნელობის საკითხებთან დაკავშირებით.
🔷მეათე მოწვევის პარლამენტში „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკურ ჯგუფს არაერთგზის ჰქონდა საქმიანი, კონსტრუქციული და კანონშემოქმედებითი ურთიერთობა პარტია „ხალხის ძალასთან“, სადაც მიხეილ ყაველაშვილს ყოველთვის ჰქონდა თავისი გამორჩეული ადგილი.
🔷დარწმუნებული ვართ, მიხეილ ყაველაშვილის როგორც ეროვნული, პატრიოტი და ვაჟკაცი პიროვნების საქმიანობა ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციაზე, იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იგი იყო დღემდე.
🔷„ევროპელი სოციალისტები“ მიხეილ ყაველაშვილს ვუსურვებთ წარმატებებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაში.
01/11/2024
📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია საქართველოს პარლამენტში ევროპის პარლამენტის დეპუტატს ონდრეი დოსტალს შეხვდა.
🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილა „ევროპელი სოციალისტების“ როგორც საპარლამენტო პარტიის 4 წლიანი საქმიანობა, რომელიც ფრიდონ ინჯიას განცხადებით, აგებული იყო კონსტრუქციულ ოპონირებაზე მმართველ პარტიასთან.
🔷„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური პარტია წარმოადგენს ოპოზიციურ ძალას, რომელიც 4 წლის განმავლობაში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მმართველ პარტიას უწევდა ჯანსაღ და კონსტრუქციულ ოპონირებას.
🔷„ქართული ოცნების“ გუნდმა ჩვენს მიერ წარმოდგენილი ბევრი ინიციატივა თუ წინადადება გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, იყო საკითხები, რაზეც გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენი ოთხწლიანი თანამშრომლობა იყო ნაყოფიერი და კონსტრუქციული.
🔷ჩვენმა პარტიამ 2021 წელს მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში, სადაც როგორც ახალგზარდა პარტიამ, საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა და დღეს „ევროპელ სოციალისტებს“ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების რამდენიმე საკრებულოში ჰყავს საკუთარი დეპუტაცია.
🔷რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებს, ჩვენს პარტიას ამ არჩვენებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მხარი დავუჭირეთ მმართველ პარტიას, რომელიც დარწმუნებული ვარ, დღეს აკეთებს სწორედ იმ საქმეს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში“. - აღნიშნა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.
🔷ევროპარლამენტარ ონდრეი დოსტალის განცხადებით, ევროპარლამენტში მის საქმიანობაში უმთავრესი დანიშნულებაა, გააჟღეროს სამართლიანი, ობიექტური და რეალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაშიც მისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის უცვლელი.
🔷ევროპარლამენტარის შეფასებით, ევროპის ქვეყნებმა და ევროპულმა ინსტიტუტებმა პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ არჩევანს.
🔷როგორც ონდრეი დოსტალმა შეხვდრაზე აღნიშნა, იგი სრულად იზიარებს და ეთანხმება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციას, რომელმაც საქართველოში ოფიცალური ვიზიტისას ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიული და თავისუფალი უწოდა.
🔷ევროპის პარლამენტის დეპუტატმა ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მცდარია შეხედულება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი შეფერხდება.
ონდრეი დოსტალის განცხადებით, იგი მზად არის თავის კოლეგა დეპუტატებთან ერთად, იმუშაოს საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე მთელი რიგი სექტორების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის მიზნით.
🔷გარდა ამისა, იგი მზად არის მის კოლეგა დეპუტატებთან ერთად ეწვიოს საქართველოს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
🔷შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ჯანდაცვის სფეროში აუცილებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებისა და ფარმაცევტული საწარმოების სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოქცევას გულისხმობს.
🔷„ჯანდაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტულ დარგს უნდა წარმოადგენდეს, უნდა იყოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. საავადმყოფოების უმრავლესობა სახელმწიფოს საკუთრებში უნდა გადავიდეს.
🔷ქვეყანაში, უნდა შეიქმნას ფარმაცევტული წარმოება, რომელიც ოლიგოპოლიის მარეგულირებელი მექანიზმი იქნება და მოსახლეობა შეძლებს პირველადი მოხმარების მედიკამენტების მათთვის ხელმისაწვდომ ფასში შეძენას“. - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔷თავის მხრივ, ონდრეი დოსტალმა აღნიშნა, რომ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, მის მშობლიურ ჩეხეთში, ბოლო ორი წელიწადია, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ჯანდაცვის ახალი მოდელის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც კერძო სექტორთან ერთად სახელმწიფოს როლის გაძლიერებას გულისხმობს, რაშიც ევროკავშირის რესურსიც არის გამოყენებული.
31/10/2024
https://geworld.ge/ge/sakartvelos-parlamentis-tsevri-pridon-injia-evropeli-sotsialistebi/
საქართველოს პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია („ევროპელი სოციალისტები“) გამოეხმაურა ქართული ს საქართველოს პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია („ევროპელი სოციალისტები“) გამოეხმაურა ქართული საზოგადოებრიობის სა...
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Website
Address
Tbilisi
0108
