მემკვიდრეობის პლატფორმა • Heritage Platform

მემკვიდრეობის პლატფორმა • Heritage Platform

Share

მემკვიდრეობის პლატფორმა - გამოწვევებისა და წარმატებული გამოცდილების გაზიარების სივრცე

მემკვიდრეობის პლატფორმის მიზანია სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, რათა ხელი შეუწყოს მემკვიდრეობის დაცვას საყოველთაო კეთილდღეობისთვის.
მემკვიდრეობის პლატფორმა არის გამოწვევებისა და წარმატებული გამოცდილების გაზიარების სივრცე, რომელსაც იყენებენ მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაცია თუ საინიციატივო ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით. Heritage Platfo

Photos from მემკვიდრეობის პლატფორმა • Heritage Platform's post 09/10/2024

📢 💥 ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს გრან-პრის მფლობელი გახდა

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების, ევროპული მემკვიდრეობის პრიზის /ევროპა ნოსტრას ჯილდოს, 2024 წლის გამარჯვებულები გუშინ ბუქარესტში რუმინულ ათენეუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.

🔷 ევროპა ნოსტრას დაჯილდოების ცერემონიამ თავი მოუყარა 800-მდე პროფესიონალს, მოხალისეს, ენთუზიასტს და მხარდამჭერს მთელი ევროპიდან.

🔷 ცერემონიალზე დასახელდა გრან-პრის ხუთი ლაურეატი და 2024 წლის ხალხის რჩეულის ნომინაციის გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს 10000 ევროს ოდენობით. გრან-პრის მფლობელები ევროპა ნოსტრას საბჭომ, დამოუკიდებელი ექსპერტების ჟიურის რეკომენდაციით ევროპის 18 ქვეყნის 26 გამარჯვებულს შორის შეარჩია.

გრან-პრის მფლობელები გახდნენ:

1️⃣ მოქალაქეების მიერ ცისკარაულების კოშკის (საქართველო) რეაბილიტაცია, ახიელი, საქართველო, გამარჯვებული კატეგორიაში "მოქალაქეების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება".

2️⃣ დუბროვნიკის სიძველეების მეგობრების საზოგადოება, ხორვატია
გრან პრის გამარჯვებული კატეგორიაში "კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონები".

3️⃣ ინგოცის ისტორიული მაღარო, რიბნიკი, პოლონეთი
გრან პრის გამარჯვებული კატეგორიაში "კონსერვაცია და ადაპტაცია".

4️⃣ საქსონური ეკლესია ალმა ვიში, რუმინეთი
გრან პრის გამარჯვებული კატეგორიაში "კონსერვაცია და ადაპტაცია".

5️⃣ ტრადიციული ფერმის შენობების პროგრამა, ირლანდია
გრან პრის გამარჯვებული კატეგორიაში "განათლება, სწავლება და უნარები".

6️⃣ საქსონური ეკლესიის ალმა ვიში, რუმინეთში - 2024 წლის ხალხის რჩეულის ჯილდო.

---

ხევსურული კოშკის აღდგენის პროექტი 2021-2023 წლებში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული ცისკარაულების კოშკის გადარჩენას გულისხმობდა.

ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა. პროექტი ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია.

პროექტის წამყვანი პარტნიორი იყო ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია (INTO), რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნულ ფონდთან, რამპართან (REMPART) (საფრანგეთი) და სიდლეჩინის კოშკის ასოციაციასთან (პოლონეთი). პროექტი განხორციელდა კონფლიქტურ რეგიონებში მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსის (ALIPH) მხარდაჭერით.

#კულტურულიმემკვიდრეობა #ევროპულიჯილდო #ცისკარაულებისკოშკი

Photos from მემკვიდრეობის პლატფორმა • Heritage Platform's post 02/10/2024

მემკვიდრეობის პლატფორმის განცხადება !

🕌 2024 წლის სექტემბერში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განკარგულებით მოხდა ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ძენწმანის უნიკალური მეჩეთის დემონტაჟი რესტავრაციის მიზნით.

⇨დემონტაჟი არ შეესაბამება ძეგლის რესტავრაციის ადგილობრივ და საერთაშორისო პრინციპებს. დემონტაჟის ადგილი არ არის შემოსაზღვრული, არ არის განთავსებული ინფორმაცია. დემონტაჟი არღვევს მოქალაქის კულტურულ მემკვიდრეობაზე წვდომისა და მის მართვაში ჩართვის უფლებას.

⇨ დემონტაჟი ემუქრება ქედას მუნიციპალიტეტის ზვარეს უნიკალურ მეჩეთსაც.

2024 წლის 27-28 სექტემბერს ქედის მუნიციპალიტეტის ზვარეს მეჩეთი დაათვალიერეს სპეციალისტებმა. ზედაპირული დათვალიერებითაც შესამჩნევია, რომ

⇨ შეიძლება ზვარეს მეჩეთის აღდგენა დემონტაჟისა და უხეში ჩარევის გარეშე.

⇨ ძეგლის დემონტაჟი გამოიწვევს, ზვარეს მეჩეთის რთული და ორიგინალური გადახურვის, ორნამენტებისა და შენობის მასშტაბის შენარჩუნების პრობლემებს.

⇨მემკვიდრეობის პლატფორმა მიმართავს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს , საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მოახდინოს რეაგირება და მოხდეს ზვარეს მეჩეთის აღდგენა/რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია დაშლის და უხეში ჩარევის გარეშე. წარიმართოს რესტავრაციის პროცესი ადგილობრივი თემის ჩართულობით. ასევე მიეცეს პროფესიულ საზოგადოებას შენობის შესწავლისა და სარესტავრაციო პროცესების მეთვალყურეობის საშუალება.

ICOM Georgia - საქართველო
მე ვარ ქალაქი
Lomeki • ლომეკი
სოლიდარობის მუზეუმი
Georgian House • ქართული სახლი
სოლიდარობის თემი / Solidarity Community

ზვარე და ძენწნამი

Photos from მემკვიდრეობის პლატფორმა • Heritage Platform's post 31/05/2024

📣 ევროპიდან კარგი ამბები გვაქვს:

ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების ჯილდო მოიპოვა. 🌞

„ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის - ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა, რომელიც დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია.

„ევროპა ნოსტრას“ ჯილდო პროექტის ავტორს, საქართველოს ეროვნულ ფონდს გადაეცემა კატეგორიაში ‘მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება’ გამარჯვებისთვის, ევროპის 6 სხვა ქვეყანასთან. გამარჯვებულთა შორისაა პროექტები ბელგიიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ხორვატიიდან და საქართველოდან.

👉 ევროპა ნოსტრას“ ჟიურის შეფასებით:

აღნიშნული პროექტი „მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ყოვლისმომცველი მიდგომის სრულყოფილ ნიმუშად გვევლინება. ეს მიდგომა გულისხმობს ძეგლის რესტავრაციის პროცესს, თემის ჩართულობას, საერთაშორისო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას... პროექტმა წვლილი შეიტანა საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში, მშვიდობისა და ურთიერთნდობის ხელშეწყობაში, და შექმნა ერთობა - მემკვიდრეობისათვის“, - ნათქვამია ჟიურის გადაწყვეტილებაში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის შესახებ.

✅ ძეგლის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა.

„პროექტი „მოქალაქეთა მიერ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია“ საქართველოში 2021-2023 წლებში განხორციელდა ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation, დიდი ბრიტანეთი), “რამპართან” (REMPART, საფრანგეთი) და ასოციაცია სიდლეცინის კოშკის (‘Ducal Tower in Siedlecin’, პოლონეთი) - მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი დააფინანსებულია საერთაშორისო ფონდ “ალიფის” (ALIPH Foundation) მიერ.

ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცის პროექტი „ევროპა ნოსტრას“ კონკურსის კიდევ ერთ - „საზოგადოების არჩევანის“ - კატეგორიაშიც მონაწილეობს, რომელიც ევროპის მასშტაბით, ონლაინ ხმის მიცემით მიმდინარეობს. ხმის მისაცემად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://vote.europanostra.org.

✅ ევროპა ნოსტრა“ ევროპის ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში, 60-წლიანი ისტორიით. ის 1963 წელს დაარსდა პარიზში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით; აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყანას და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

#ევროპანოსტრა #კულტურულიმემკვიდრეობა #ცისკარაულებისკოშკი

11/04/2024

მემკვიდრეობის პლატფორმის განცხადება❗️

➡️ მემკვიდრეობის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის: „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ხელახლა დარეგისტრირებას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 2024 წლის 8 აპრილს.

➡️ ჩვენ, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვეწინააღმდეგებით ამ კანონით სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციას.

➡️შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ კულტურული მემკვიდრეობა უნივერსალური ღირებულებაა. საქართველოს მეგობარი ქვეყნები იზიარებენ, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა არის ეროვნული იდენტობის საფუძველი და პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების წინაპირობა. ისინი ფინანსური დახმარებით ხელს უწყობენ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას საქართველოში.

⬇️სწორედ რომ უცხოური დაფინანსების მხარდაჭერითა და ჩვენი მუშაობის შედეგად შევძელით:

ისტორიული შენობების, ქუჩების, უბნების რეაბილიტაცია თბილისსა და რეგიონებში; საქართველოს საეკლესიო არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების რესტავრაცია ფიტარეთსა და იკორთაში; ტრადიციული სამშენებლო ხერხების, ხელოსნობის კვლევა და სწავლება; კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის მოხალისეთა ახალგაზრდული ბანაკების შექმნა; ცისკარაული კოშკის რეაბილიტაცია არხოტის ხეობაში; კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოების გზამკვლევების შედგენა; სამუზეუმო სფეროს განვითარების ხელშეწყობა მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალებისთვის სწავლების საერთაშორისო პროგრამების შექმნით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და კვლევებით; ტრადიციული რეწვის დარგების რეაბილიტაცია, განვითარება, ოსტატების ხელშეწყობა და პროდუქციის შექმნა; სათემო ორგანიზაციების შესწვლა რეგიონებში და სათემო ინიციატივების მხარდაჭერა და ა.შ.
ჩვენი საქმიანობა, რომელსაც ეხმარება არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც, საჯაროა და მასზე ინფორმაციახელმისაწვდომია ყველასათვის.

➡️მემკვიდრეობის პლატფორმა მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას კანონის განხილვაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის კულტურული მემკვიდრეობის და მშვიდობის შენარჩუნებას.

ICOMOS საქართველო
საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia
საქართველოს ლურჯი ფარი Blue Shield Georgia
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია • Georgian Craft Association
CDC სათემო განვითარების ცენტრი/Community Development Centre
ICOM Georgia - საქართველო
მე ვარ ქალაქი
საზოგადოება ბათომი
მწვანე ალტერნატივა • Green Alternative
მდგრადი კავკასია
ლომეკი
ქართული სახლი

Photos from მემკვიდრეობის პლატფორმა • Heritage Platform's post 07/02/2024

მემკვიდრეობის პლატფორმის განცხადება აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში მდებარე კულტურის სახლის რესტავრაციის შესახებ

☞ გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2023 წლის 26 დეკემბრის ფეისბუქ-პოსტს (https://fb.watch/pa_9mKHQgM/) აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში მდებარე კულტურის სახლში (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი) მიმდინარე რეაბილიტაციის შესახებ.

☞ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფოტოების საფუძველზე, გამოვთქვამთ შეშფოთებას, რადგან 2021 (კვლევითი ეტაპის) და 2023 წლების (შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების) ფოტოების შედარების საფუძველზე, ნათლად ჩანს, რომ კულტურის სახლის მთავარ დარბაზში არსებული მხატვრობის ნაწილები კიდევ უფრო დაზიანებულია, მათი დიდი ნაწილი კი - დაკარგული!

☞ 2022 წელს, როდესაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი სოფელ მარანის კულტურის სახლის რეაბილიტაციის ფიზიკურ სამუშაოებზე (NAT220004402 და NAT230012396), კვლევითი პროექტის ავტორებმა წერილობით მიმართეს სააგენტოს, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული მხატვრობის ძლიერ დაზიანებული არეების გამაგრების აუცილებლობა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე. პროექტის კვლევით ნაწილში ნათლად არის განსაზღვრული და არგუმენტირებული ჩარევების მეთოდოლოგიისა და ეტაპების დაცვის აუცილებლობა, რაც სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული არ იყო, თუმცა მოცემულ წერილს სააგენტოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

☞ სამწუხარო და სავალალოა, რომ შენობის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის, სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეწირა მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება - მოხატული პანოები, რომლებიც წარმოადგენენ ძეგლის მნიშვნელოვან სახასიათო ელემენტებს და განსაზღვრავენ მის უნიკალურობას.

☞ ჩვენი რეკომენდაციაა, შეჩერდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაგრძელდეს მხოლოდ დარგის სპეციალისტების (კედლის მხატვრობის რესტავრაცია) მოწვევით, მათი რჩევების გათვალისწინებითა და სარესტავრაციო პროცესში უშუალო მონაწილეობით, რათა სწორი მეთოდოლოგიით მოხდეს კედლის მხატვრობის იმ ნაწილების კონსერვაცია, რომლებიც გადარჩა.

მემკვიდრეობის პლატფორმა:
ICOMOS საქართველო
საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia
საქართველოს ლურჯი ფარი Blue Shield Georgia
CDC სათემო განვითარების ცენტრი/Community Development Centre
ICOM Georgia - საქართველო
მე ვარ ქალაქი
მწვანე ალტერნატივა • Green Alternative
ქართული სახლი
მდგრადი კავკასია
ლომეკი

19/12/2023

🔸‘მემკვიდრეობის პლატფორმა’ აერთიანებს სამოქალაქო საოზგადოების ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი განხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგნელობის მხარდაჭერით.

🔸პროექტის ფარგლებში შეიქმნა საინფორმაციო დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია 2023 წლის საქმიანობის მიმოხილვა. დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://drive.google.com/file/d/1Caio8XALkxpty8fKEtcnvCj2Ke0mHUjs/view?usp=sharing

🔸‘Heritage Platform’ unites civil society organisations and initiative groups throughout Georgia. The project was implemented with the support of the European Union.

🔸Heritage Platform Newsletter was issued in November envisioning the Platform activities throughout 2023. Please, see the document on the following link - https://drive.google.com/file/d/1Caio8XALkxpty8fKEtcnvCj2Ke0mHUjs/view?usp=sharing

01/12/2023

🔴 ცირა ელისაშვილი ხელოვნების მუზეუმის შესახებ

25/11/2023

🔴 ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის - ალავერდის კომპლექსის - ტერიტორიაზე მშენებლობისას გამოკვეთილ დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს მშენებლობის შესახებ იურიდიული დასკვნის ავტორი, იურისტი სულხან სალაძე.

✅ ალავერდის ტერიტორიაზე მშენებლობის იურიდიული შესწავლა მემკვიდრეობის პლატფორმის ინიციატივით ჩატარდა. 2007 წლიდან, ალავერდის კათედრალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.

„შესაძლო სამოხელეო დანაშაული" - სპეციალისტები ალავერდთან სასტუმროს მშენებლობაზე 24/11/2023

🔻 სპეციალისტების შეფასებით, სასტუმროს მშენებლობა აზიანებს ძეგლს, არღვევს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების რეჟიმს და წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

🔻 გარდა ამისა, „მემკვიდრეობის პლატფორმა” სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს – მათი თქმით, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან ძეგლის ინტერესების საწინააღმდეგოდ, როგორც მოქმედება, ისე უმოქმედობა, შესაძლოა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და/ან სამსახურებრივი გულგრილობით იყო განპირობებული, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

⬇ პროექტის და იურიდიული დასკვნის შესახებ დეტალურად გაეცანით პუბლიკა • Publika-ს სტატიას

„შესაძლო სამოხელეო დანაშაული" - სპეციალისტები ალავერდთან სასტუმროს მშენებლობაზე პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

24/11/2023

დღეს, 12:00-ზე წარვადგენთ დასკვნას ⬇️

🔴 ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის - ალავერდის კომპლექსის - ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობით სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

✔️ამ საკითხთან დაკავშირებით, 24 ნოემბერს, 12 საათზე მემკვიდრეობის პლატფორმა გამართავს შეხვედრას სადაც იურიდიულ შეფასებას წარადგენს.

შეფასების მიხედვით, რომელიც მემკვიდრეობის პლატფორმის ინიციატივით ჩატარდა, ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე სასტუმროს მშენებლობით იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259.2-ე და 259.3-ე მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სამოხელეო დანაშაულის ნიშნებსაც, რაც შესაბამისი გამოძიების ორგანოების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. 2007 წლიდან, ალავერდის კათედრალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.

✔️ შეხვედრაზე პლატფორმის წევრები ასევე გააკეთებენ განცხადებას თბილისის ისტორიული ნაწილის მემკვიდრეობის ძეგლების საკითხზე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხელოვნების მუზეუმის შენობის სტატუსის შესახებ, რომელიც პრობლემურია კულტურის სამინისტროს გაუმჭვირვალე პოლიტიკის ფარგლებში.
მემკვიდრეობის პლატფორმა მოითხოვს მთავრობისა და დარგის სპეციალისტების ყურადღებას აღნიშნული შემთხვევების მიმართ.

მისამართი: მეფე სოლომონ ბრძენის 33, თბილისი

ფოტო publika.ge-დან



ICOMOS საქართველო
საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia
საქართველოს ლურჯი ფარი Blue Shield Georgia
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია • Georgian Craft Association
CDC სათემო განვითარების ცენტრი/Community Development Centre
ICOM Georgia - საქართველო
Lomeki • ლომეკი
მე ვარ ქალაქი
საზოგადოება ბათომი
მწვანე ალტერნატივა • Green Alternative
Georgian House - ქართული სახლი
@მდგრადი კავკასია

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address

33 Mefe Solomon Brdzeni Street
Tbilisi
0103