02/12/2022
პოლიტიკური პარტია "კანონი და სამართალი" 2019 წლის 10 მარტს დაფუძნდა. პარტიის ლიდერია თამარ ჩარკვიანი, რომელიც იყო კოალიციის „ძალა ერთობაშია“ წევრი.
პარტიის საგარეო ორიენტაცია მკვეთრად პროევროპულია, რომლის მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნით, აქტიური მუშაობა.
თამარ ჩარკვიანი იყო კოალიციის "ძალა ერთობაშია" სპიკერი და 2019 წლიდან, "კანონიდა სამართალი" ამავე კოალიციის წევრი გახდა.
2020 წელს, თამარ ჩარკვიანი საარჩევნო ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებლის“ თანადამფუძნებელი გახლდათ. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად შექმნილ ბლოკში მიიღო მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
თამარ ჩარკვიანი 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“.
ჩარკვიანმა შარლ მიშელის დოკუმენტს კი ხელი არ მოაწერა, რადგან 20 ივნისის საქმეების ამნისტიას არ ეთანხმებოდა.

02/12/2022