საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

Share

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2008 წელს ქვეყნის ეროვნულ და მსოფლიო მნიშვნელობის კომპლექსური ძეგლების ბაზაზე შეიქმნა, წარმოადგენს მათ ერთობლიობასა და სამართალმემკვიდრეს.

27/05/2026

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი არქიტექტორის, ნელი გვასალიას გარდაცვალების გამო.

ნელი გვასალია დაიბადა 1943 წლის 28 მარტს, თბილისში. 1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი და იმავე წლიდან დაიწყო პროფესიული საქმიანობა „თბილქალაქპროექტში“. 1975 წლიდან იგი „საქქალაქმშენსახპროექტში“ მუშაობდა, სადაც არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელისა და პროექტის მთავარი არქიტექტორის პოზიციებს იკავებდა.

მისი ავტორობით შეიქმნა არაერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობა: სასტუმროები და დასასვენებელი სახლები ქუთაისში, კინდღსა და ბაკურიანში, სასტუმრო რუსთავში, ჟურნალისტთა საცხოვრებელი სახლი თბილისში, რუსთავის დრამატული თეატრის შენობა და სხვა.

იგი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გახლდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრი და ექსპერტი.

სააგენტო უსამძიმრებს ამ დიდ დანაკარგს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად პროფესიულ საზოგადოებას.

27/05/2026

მიმდინარე წლის 27 მაისს, გამთენიისას, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, ვიზიტორთა გადასაადგილებელ ტერიტორიაზე (ე.წ. საიდუმლო გვირაბთან), ქვათაცვენა დაფიქსირდა, რამაც საფეხმავლო ბილიკი და უსაფრთხოების ჯებირი დააზიანა.

ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიკეტება. სპეციალისტები უკვე ადგილზე მუშაობენ, რათა შეაფასონ არსებული მდგომარეობა და დაიგეგმოს შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გთხოვთ, ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაემორჩილოთ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა მითითებებს.

26/05/2026
26/05/2026
Photos from საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო's post 25/05/2026

უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასასრულს, პროექტ „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, თეა ონიანი დაესწრო.

პროექტის ფარგლებში მოეწყო მხატვარ რეზო მექვაბიშვილის გამოფენა, რომელზეც ავტორის 20-მდე ნამუშევარი გამოიფინა. გორის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების, ჩოხოსნებისა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა მონაწილეობით მოეწყო ჩირაღდნების მსვლელობა, რომელიც ფოლკლორული კონცერტით დაგვირგვინდა. სპეციალურად ამ დღისთვის, უფლისციხის ,,მაყვლიანის დარბაზში”, ჩრდილების თეატრმა სამი სპექტაკლი წარმოადგინა, რომელთაც მაყურებელი დიდი ინტერესით შეხვდა.

პროექტ „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, ნოქალაქევის არქიტექტურულ-ისტორიულ მუზეუმ-ნაკრძალში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, გრემის მუზეუმში, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმსა და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად მართავს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებას და მასში სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი ყველა მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი მონაწილეობს.

Photos from საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო's post 23/05/2026

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი სხვადასხვა მუზეუმის თანამშრომლები — იროდი მჭედლიშვილი, ნარგიზა ხუხია, ვლადიმერ თაქთაქიძე, გიგუცა თათრიშვილი და ნანა ფირანიშვილი — კულტურის სამინისტროს მიერ წლის მუზეუმელის წოდებით დაჯილდოვდნენ.

იროდი მჭედლიშვილი გრემის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ექსკურსიამძღოლია 1981 წლიდან. იგი უკვე 45 წელია, რაც ქართულ და რუსულ ენებზე ატარებს ექსკურსიებს და დაუღალავად, განსაკუთრებული გულისხმიერებით ემსახურება მუზეუმ-ნაკრძალის ვიზიტორებს, რითაც გამორჩეული წვლილი შეაქვს მუზეუმის საქმიანობაში.

ნარგიზა ხუხია პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ექსპოზიციის მეთვალყურეა. იგი 1982 წლიდან მუშაობს მუზეუმში და უკვე 44 წელია, ერთგულად ემსახურება მუზეუმ-ნაკრძალს.

ვლადიმერ თაქთაქიძე ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ფონდების მცველია, რომელმაც ჯერ კიდევ 1963 წელს გიდის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. იგი გახლავთ მუზეუმ-ნაკრძალის ისტორიის ცოცხალი მატიანე და უკვე 63 წელია, დაუღალავად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

გიგუცა თათრიშვილი უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ექსკურსიამძღოლია, რომელიც უკვე 40 წელია, ერთგულად ემსახურება ნაკრძალის დამთვალიერებელს.

ნანა ფირანიშვილი ამჟამად სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის კოლექციათა ატრიბუციის სპეციალისტია, რომელიც 1986 წლიდან იკავებს სხვადასხვა პოზიციას მუზეუმში. იგი არის აქტიური, საქმეზე ორიენტირებული, აღწერს და აღრიცხავს სამუზეუმო ექსპონატებს და მათ შესახებ ქმნის ელექტრონულ მასალას. ქალბატონი ნანა უკვე მრავალი წელია, ერთგულად და ნაყოფიერად ემსახურება მუზეუმს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ულოცავს თითოეულ მათგანს დამსახურებული ჯილდოს მიღებას.

Photos from საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო's post 19/05/2026

მუზეუმების საერთაშორისო დღე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

ნოქალაქევის არქიტექტურულ-ისტორიულ მუზეუმ-ნაკრძალში გაიმართა ლანა შერმადინის პერსონალური გამოფენა და ანსამბლ „გოგოლაის“ კონცერტი, ბავშვებისთვის კი სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა მოეწყო.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში გაიმართა წიგნის – „ჩემი ექვთიმე“ – პრეზენტაცია, რომლის ავტორია რეზო თაყაიშვილი.

გრემის მუზეუმში ჩატარდა სხვადასხვა თემატიკის საჯარო შეხვედრები დამთვალიერებლებთან, ასევე სკოლის მოსწავლეებმა საგალობლები და ლექსები წარადგინეს.

ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით – „მე ვარ საქართველო“, რომელიც აერთიანებს ბავშვებს, რომლებიც საქართველოს „აცოცხლებენ“ სხვადასხვა კუთხით: ისტორიით, კულტურით, ბუნებით, ადამიანებითა და ღირებულებებით.

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა დიდი ჯიხაიშის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ, დამთვალიერებლებისთვის ექსკურსიები ჩაეტარებინათ; მოეწყო ანა თადუმაძის ნამშევრების გამოფენა და საჭადრაკო ტურნირი, ასევე მოეწყო ადგილობრივი მხატვრების გამოფენა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო თექაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა და ბორჯომის სატყეო მუზეუმის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია.

უფლისციხეში გაიმართა ადგილობრივი მხატვრების გამოფენა და ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი, ხოლო ვარძიაში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ზედა ვარძიის დედათა მონასტრის ნაქარგი ნამუშევრების გამოფენა. ასევე ასპინძის შშმ პირთა განვითარების ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად უერთდება მუზეუმების საერთაშორისო დღის აღნიშვნას და მთელი დღის განმავლობაში დამთვალიერებელს მრავალფეროვან გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობს.

Photos from საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო's post 16/05/2026

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა❗️

ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დამთვალიერებლებისთვის შესვლა უფასო იქნება.

მთელი დღის განმავლობაში თითოეულ მუზეუმში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.

🔹გარდა ამისა, 23 მაისს, პროექტ „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებში ღამის ღონისძიებები მოეწყობა.

პროგრამის მიმდინარეობისას დასწრება თავისუფალია, ხოლო დღის განმავლობაში მუზეუმები დამთვალიერებლებს ჩვეული რეჟიმით უმასპინძლებენ.

თითოეულ მუზეუმში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ⤵️

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

დავით აღმაშენებლის N79
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00