02/06/2026
🔹 შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ფაკულტეტის სტუდენტებთან.
🔹 ყურადღება გამახვილდა საჯარო მმართველობის ასპექტებზე და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
02/06/2026
📍 მუხიანი, N153 საბავშვო ბაგა-ბაღი
🔹 ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელდა სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია და გამაგრდა ბაღის შენობების დამაკავშირებელი ფლიგელი. ასევე, სრულად განახლა ეზოს ინფრასტრუქტურა, სადაც დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სათამაშო მოედნები კაუჩუკის საფარითა და თანამედროვე ატრაქციონებით, დამონტაჟდა საჩრდილობლები, დაიდგა საპარკო სკამები, საქვიშე მაგიდები და მოეწყო სტადიონი სპორტული აქტივობებისათვის.
02/06/2026
📍ზაჰესი, მაყაშვილის ქუჩა - გამგეობა საგზაო სამუშაოებს აწარმოებს.
01/06/2026
🔊 გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
🚜 ამჯერად, სამუშაოები ზაჰესში, მაყაშვილის ქუჩაზე დაიწყო, სადაც მოსახლეობას გრუნტის ზედაპირზე უწევდა გადაადგილება, რაც მნიშვნელოვან პრობლემებთან იყო დაკავშირებული.
➡️ პროექტის თანახმად, დაახლოებით, 5000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
➡️ მიმდინარე სამუშაოებს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად ადგილზე გავეცანი და ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდი.
01/06/2026
ბავშვის ღიმილი სამყაროს ალამაზებს 🩵
დღეს 1 ივნისია - მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ, უდარდელ და სიყვარულით სავსე ბავშვობას !
30/05/2026
გილოცავ კვარა ! 🇬🇪✊ საქართველოს ჰყავს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის თასი მეორედ აღმართა.
არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა.
ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!
ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელსაც დღეს თითოეული ქართველი განვიცდით, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალი კიდევ ერთხელ დაიპყარი და საქართველოს სახელი მსოფლიოს ყველაზე დიდ საფეხბურთო სცენაზე კიდევ ერთხელ, ხმამაღლა გააჟღერე.
არაერთხელ დაამტკიცე, რომ არა მხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელი და სანიმუშო სპორტსმენი, არამედ განსაკუთრებული ადამიანი ხარ, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საკუთარი ნიჭით, შრომითა და თავმდაბლობით მილიონობით ადამიანის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
ამავდროულად, ჩვენი შვილების, იმ ახალგაზრდების შთაგონების წყარო ხარ, ვინც შენი შემხედვარე ოცნებას ბედავს, ოცნებას ისე თამამად, როგორც ერთ დროს შენ ოცნებობდი!
დღეს შენი, ისევე, როგორც საქართველოს ოცნება მეორედ ახდა!
გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ შენი დღევანდელი გამარჯვება განსაკუთრებით ძვირფასია პირადად ჩემთვის, რადგან შენი სახით საქართველოს ჰყავს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის თასი მეორედ აღმართა და ყველაზე მეტად კაშკაშებდა გზაზე, რომელიც უდიდეს შრომას, ბრძოლას, რწმენასა და თავდადებას მოითხოვდა.
გისურვებ, რომ მომავალი სეზონი ახალი მწვერვალების, ახალი რეკორდებისა და ახალი ტრიუმფების წელი იყოს. მთელი გულით მინდა, რომ სწორედ შენ გახდე პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მესამედ მოიგებს და ქართული ფეხბურთის სახელით კიდევ ერთ ისტორიულ ფურცელს დაწერს.
როგორც აქამდეც არაერთხელ დაამტკიცე, შენთვის შეუძლებელი არაფერია!
გილოცავ ჩემპიონო!
28/05/2026
🔹 გამგეობის თანამშრომლებთან ერთად შეხვედრა გავმართე მოხალისეთა ორგანიზაციასთან - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“.
🔹 საინფორმაციო შეხვედრაზე ორგანიზაციამ მათი საქმიანობის სპეციპიკისა და პროექტების შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია.
🔹შეხვედრას მოხალისეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ედვარდ ჯიშკარიანი, მისი მოადგილე გიორგი სურმავა და საზოგადოებასთან ურთიერიერთობის სამსახურის სპეციალისტი თამარ საბაური ესწრებოდნენ.