ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი

ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი

Share

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია

მუშა 04/06/2026

სს „თელასი“აცხადებს ვაკანსიას საწარმოო შენობების და ნაგებობების კაპიტალური მშენებლობისა და რემონტის განყოფილებისმუშის პოზიციაზე (მომსახურების ხელშეკრულებით).
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.telasi.ge/ka/career/5389-musha/
დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ მითითებულ ნომერზე: ცხელი ხაზი, ტელ: 277-99-99 (24 საათი);
ასევე დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს „რეზიუმეს გაგზავნა“.

მუშა მუშა

საინვესტიციო პროექტების მართვის სპეცილისტი 25/05/2026

სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას კაპიტალური მშენებლობისა და საინვესტიციო საქმიანობის სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საინვესტიციო პროექტების მართვის სპეცილისტის თანამდებობაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.telasi.ge/ka/career/5341-sainvestitsio-proeqtebis-martvis-spetsilisti/
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე /CV ქართულსა და რუსულ ენაზე და დააჭიროთ ღილაკს „რეზიუმეს გაგზავნა“.

საინვესტიციო პროექტების მართვის სპეცილისტი საინვესტიციო პროექტების მართვის სპეცილისტი

Photos from ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი's post 22/05/2026

✅კომპანია„თელასმა“ მონაწილეობა მიიღო მასშტაბურ ღონისძიებაში „დასაქმების ფორუმი - 2026“, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) 21 მაისს ჩატარდა. SEU-მ ერთ სივრცეში გააერთიანა სტუდენტები, კურსდამთავრებულები და დამსაქმებელი ორგანიზაციები.

✅ფორუმის ფარგლებში კომპანიების პერსონალთან მუშაობის სამსახურის სპეციალისტები შეხვდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, გაეცნენ მათ პროფესიულ ინტერესებს და გაუზიარეს კომპანიებში არსებული აქტიური ვაკანსიები.
ღონისძიებამ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მისცა პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინათ კომპანიებთან და მიეღოთ ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესახებ.

✅დასაქმების ფორუმზე შედგა შეხვედრა სს "თელასის" და SEU-ს ინდუსტრიასთან თანამშრომლობისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელთა შორის. მხარეებმა განიხილეს ახალი ინიციატივები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.

07/04/2026

🔻სს „თელასის“ განცხადება.

✅გაურკვეველი პირები კომპანია „თელასის“ სახელით ტელეფონით უკავშირდებიან მომხმარებლებს და ითხოვენ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის საბანკო რეკვიზიტებს და შიდა ელექტროქსელზე დაშვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან ელექტროენერგიის გათიშვით.

✅გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ზარებთან „თელასს“ არანაირი კავშირი არ აქვს.

✅მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და გადაუმოწმებლად არ გასცეთ პერსონალური ინფორმაცია.

Send a message to learn more

28/02/2026

კომპანია თელასის განცხადება

✅17.30 წუთისთვის მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70 0000 მომხმარებელს მთაწმინდის მაღალი ძაბვის ხაზზე ავარიული სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიია მიეწოდა.

✅13.00 საათისათვის ტექქნიკური სამსახურების მიერ აღდგენილია დიღმის რაიონში 30000 მომხმარებლების ელექტრომომარაგება, ასევე სოლოლაკის და ვარკეთილის რაიონების 28 000 მომხმარებლის ელექტრომამარაგება.

✅უამინდობით გამოწვეული ქსელში დაზიანებების სიმრავლის გამო თელასის ტექნიკური სამსახურები მობილიზებულია და გადასულია 24 საათიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

28/02/2026

✅დღეს დედაქალაქის ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდის, ვაკის და დიღმის დასახლების 100 000 მიმხმარებელს.
✅დილის ხუთ საათზე დაზიანების გამო ელექტროენერგია შეუწყდა ქვესადგურს დიღომი-1 , მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანების გამო. აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და 12 საათისთვის 30000 მომხმარებელს ელექტროენერგია უკვე მიეწოდა

✅ასევე დილის 10 საათისთვის დაზიანდა მთაწმინდა 1 და 2 მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70000 მომხმარებელს.
თელასის ტექნიკური სამსახურის მიერ ადგილზე მიმდინარეობს ხაზების დათვალიერება, რომ აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დასრულდეს.

Photos from ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი's post 10/02/2026

სს „თელასი“ „Barta-2025„ კონკურსის გამარჯვებულია

სს „თელასი“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსის “Barta-2025“ გამარჯვებულია.

მსხვილ არასაფინანსო კომპანიებს შორის „თელასმა“ უმაღლესი შეფასება მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო მდგრადობის ანგარიში“, რომელიც წელს პირველად დაწესდა.

2019-2021 წლებში „თელასმა“ მსხვილი არასაფინანსო კომპანიების ნომინაციაში ზედიზედ სამი წლის განმავლობაში დაიმსახურა „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო“.

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს დაწესდა. პროექტის მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

კონკურსი ტარდება მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით.

„მაღალი ხარისხის ანგარიშგება, გამჭვირვალობა და სანდოობა ის სტანდარტებია, რომლებიც ჩვენ მრავალი წლის წინ დავამკვიდრეთ და მათ დაცვას დღემდე ვაგრძელებთ“ - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

09/02/2026

თელასის განცხადება

✅დღეს 12.32 წუთზე დიღომი -102 მაღალი ძაბვის ხაზი დააზიანა ამწე კრანმა, რომელიც სხვა ორგანიზაციას ეკუთვნის.
✅ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 70000 მომხმარებელს.
✅სარეზერვო სქემით კომპანიამ 13.22 წუთზე შეძლო მომხმარებლების 80% თვის ელექტროენერგიის მიწოდება.
✅აღდგენითი სამუშაოები კომპანიამ ოპერატიულად აწარმოა და ყველა მომხმარებელს 14.00 ელექტროენერგია მიეწოდა.

Photos from ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი's post 26/12/2025

კომპანია „თელასმა“ მაღალი ძაბვის ქვესადგური „ტაბახმელას“ სრული რეკონსტრუქცია დაასრულა

კომპანია „თელასმა“ მაღალი ძაბვის ქვესადგური „ტაბახმელას“ სრული რეკონსტრუქცია დაასრულა. აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით უზრუნველყოფს თბილისის ცენტრალურ და სწრაფად განვითარებად რაიონებს.

განახლებული ქვესადგური საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა დაათვალიერეს.

ქვესადგური „ტაბახმელა“ ექსპლუატაციაში 1967 წელს შევიდა. არაერთი კაპიტალური რემონტის მიუხედავად, ქვესადგურის აღჭურვილობა ფიზიკურად და მორალურად მოძველებული იყო. გამომდინარე აქედან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დავალებით, „თელასმა“ 2024-2029 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქვესადგურის სრული რეკონსტრუქცია ჩაატარა. ინვესტიციის მოცულობამ 7 მილიონ ლარს გადააჭარბა.

პროექტის ფარგლებში, ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 80 მეგავატამდე გაიზარდა. ქვესადგური აღჭურვილია მაღალი საიმედოობის მოწყობილობებით. ღია გამანაწილებელ მოწყობილობაში გამოყენებულია თანამედროვე მაღალი ძაბვის ელეგაზური და ვაკუუმური ელექტროდანადგარები, რელეური დაცვის ავტომატიკის და სიგნალიზაციის უახლესი მიკროპროცესორული ტერმინალები. ასევე ქვესადგური აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგისა და სხვა საჭირო სისტემებით.

ქვესადგური „ტაბახმელა“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ორთაჭალა ჰესი-სოლოლაკი-ტაბახმელა-კიკეთი-კოჯორის“ კვანძის ელექტრომომარაგებაში. ის ასევე ენერგიით მოამარაგებს “კრწანისის” ახალ ქვესადგურს. აღსანიშნავია, რომ ქვესადგური „ტაბახმელას“ რეკონსტრუქციის და ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისის“ მშენებლობის პროექტების დასრულებით კომპლექსური ენერგეტიკული პროექტის ფარგლებში სს „თელასმა“ სრულად შეასრულა სემეკის 2022 წლის 28 ივლისის №32/8 და 2023 წლის 21 დეკემბრის №60/2 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებები.

„სს „თელასის“ პრიორიტეტი მომავალშიც იქნება კომპანიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა განაწილების ქსელის მშენებლობის, განახლების და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით“ - განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address

ვანის ქ. #3
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:00 - 21:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 21:00
Saturday 09:00 - 21:00
Sunday 09:00 - 21:00