„მწვანეთა პარტია“ ერთადერთი და უნიკალური! ჭეშმარიტად ეროვნული, პატიოსანი და პრინციპული! შემოგვიერთდით, ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ლამაზი სამშობლო!
გია გაჩეჩილაძე "მწვანეთა პარტია"/George Gachechiladze "Greens Party"
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გია გაჩეჩილაძე "მწვანეთა პარტია"/George Gachechiladze "Greens Party", Tbilisi.
05/06/2026
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა!
გილოცავთ და გვინდა გახსოვდეთ, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა!! - "ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში" - (მუხლი 29). ავტორი გია გაჩეჩილაძე - "საქართველოს მწვანეთა პარტია".
(აღინიშნება 1972 წლიდან "გაეროს" გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობისა და ბუნების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით). #გარემო #დაცვა #ეკოლოგია #ადამიანისუფლებები
04/06/2026
⭕ უნგრეთმა მოხსნა ვეტო, რომლითაც ის უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას ბლოკავდა - პეტერ მადიარის ახალმა მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, „დაუშვას ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება უკრაინისა და მეზობელი მოლდოვის გაწევრების შესახებ“. ინფორმაცია Financial Times-მა გაავრცელა.
გუშინ, 3 ივნისს Coreper II-ის ფორმატში ევროკავშირის ელჩების შეხვედრის დღის წესრიგს უკრაინის და მოლდოვის გაწევრების საკითხი დაემატა, დღის ბოლოს კი კვიპროსის თავმჯდომარეობამ განაცხადა, რომ რომ დაიწყო უკრაინისა და მოლდოვის გაწევრების მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის ოფიციალური გახსნისთვის მზადების პროცესი.
პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი მხარს დაუჭერს კიევის გაწევრების პროცესს „უკრაინასთან ყოვლისმომცველი შეთანხმების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში უნგრული უმცირესობის ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაფართოებას“.
15 ივნისს, ლუქსემბურგში გაიმართება ორი მთავრობათაშორისი კონფერენცია - ცალ-ცალკე უკრაინისა და ერთი მოლდოვისთვის.
ხოლო საკითხი საბოლოოდ 18 ივნისს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე დამტკიცდება და შესაბამისად, პირველი კლასტერიც გაიხსნება.
ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები დაყოფილია ექვს სხვადასხვა ე.წ. კლასტერად, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობის სფეროებს ან „თავებს“ ფართო თემატურ პოლიტიკურ მიმართულებებად აჯგუფებს.
თითოეული კლასტერის გახსნას ევროკავშირის 27-ვე მთავრობის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. ამასთან, ვეტოს უფლებამ შესაძლოა, შეაჩეროს მოლაპარაკებების პროგრესი, თუ მიიჩნევა, რომ კანდიდატი ქვეყნები რეფორმების გზიდან უხვევენ.
მოლაპარაკებებში პირველი ასეთი „კლასტერი“ ეხება ევროკავშირის ფუნდამენტურ დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი იხსნება, ასევე ბოლოა, რომელიც იხურება.
03/06/2026
სომხეთში ისტორიული საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება, რომლის შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენი რეგიონისთვის არამედ გლობალური გეოპოლიტიკისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმაც აშშ-სთანაც სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს, ხოლო საქართველომ დაკარგა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა და მიუხედავად კონსტიტუციის მოთხოვნისა ანტიდასავლურ კურსს დაადგა! საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო გამოკითხვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლური პარტია 32 %-ით ლიდერობს და სამჯერ უსწრებს პრორუსული (კარაპეტიანი, ქოჩარიანი, წარუკიანი) პარტიების ჯამურ რეიტინგს - 10%-ს! #სომხეთი #არჩევნები #გეოპოლიტიკა
01/06/2026
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ გისურვებთ კეთილდღობას, ჯანმრთელობას და წარმატებულ სიყვარულთ სავსე ბედნიერ მომავალს!
უფალი ფარავდეთ ყველა ბავშვს!
ტრაგედიაა, რომ 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში:
სოციალურად დაუცველ ოჯახებში-სიღარიბეში ცხოვრობს 379 957 ბავშვი,
საარსებო შემწეობას იღებს 278 639 ბავშვი,
სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინა 588 ბავშმა! სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს აღინიშნება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა!!
#ბავშვები #სიღარიბე #დანაშაული #ნინო #წმინდა
31/05/2026
💖2 ჩემპიონთა ლიგა 25 წლის ასაკში - ეს ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიაა!
28/05/2026
„ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა“ საქართველოს გადამრჩენია! როცა ჩევნი ბავშვები უხარისხო საკვებისგან დაუცვლები არიან და ჩვენი სოფლები სიღარიბისა და უპერსპექტიობის გამო იცლება, როცა ბაზარს იმპორტი ახრჩობს და პროდუქტებზე ფასები გამუდმებით იზრდება გამოსავალი არსებობს! - ჩვენი გლეხებისა და ფერმერების მატერიალური და ფინანსური ხელშეწყობა აწარამოონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი! გარდა კვების უსაფრთხოებისა ეს იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან მსოფლიო ბაზრებზე და განსაკუთრებით ევროპაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე მოთხოვნილება მზარდია! („საქართველოს მწვანეთა პარტიის“ პროგრამიდან)
#კვება #ბავშვები #რძე #ეკოლოგიურადსუფთა #მწვანეთაპარტია #სოფელი
28/05/2026
⛓ პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა
💬 „პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შსს-ის გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.“ - წერია პროკურატურის განცხადებაში
⛓ დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
27/05/2026
⭕ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დღეს, 26 მაისს ერევანში ხელი მოაწერეს „სომხეთსა და აშშ-ს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას“.
მათ ასევე გააფორმეს „ჩარჩო მემორანდუმი სომხეთსა და აშშ-ს შორის კრიტიკული და იშვიათი მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში მიწოდების უზრუნველყოფის შესახებ“.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ საფეხურზე ავიყვანეთ და მას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ვუწოდეთ“, - განაცხადა მინისტრმა მირზოიანმა.
სომეხთსა და აშშ-ს შორის 2025 წლის იანვარში გაფორმდა „სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“. არარატ მირზოიანის თქმით, იმ დოკუმენტისგან განსხვავებით, დღეს ხელმოწერილი ქარტია უფრო მდიდარია და ახალ შესაძლებლობებს იძლევა მნიშვნელოვანი სექტორებისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ორმხრივ ურთიერთობებში ახალ გზას სახავს, რომლითაც როგორც სომხები, ისე ამერიკელები ისარგებლებენ.
„ჩვენ ვასრულებთ ფუნდამენტურ სამუშაოს, რომელიც გახდება ეკონომიკური საფუძველი სომხებისა და ამერიკელების ერტობლივი მუშაობისთვის“, - განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში დღეს, 26 მაისს ჩავიდა.
26/05/2026
26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა! #მერაბკოსტავა #ეროვნული #გმირი #დამოუკიდებლობის
Click here to claim your Sponsored Listing.
