04/06/2026
🗓 4 ივნისი 2026.
თბილისში დღეს გახსნილ მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაში - ინვესტიციები და უძრავი ქონების ბაზარი, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძემ მიიღო მონაწილეობა
➡️ იხილეთ ვრცლად: https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=8611
29/05/2026
თბილისის საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე • Zurab Abashidze-ის ხელმძღვანელობით გაიმართა.
2026 წლის თბილისის ბიუჯეტი 45 მილიონ 23 ათასი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 636 მილიონ 851 ათას ლარს მიაღწია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი გამოიყო თბილისის საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის. გაიზარდა რამდენიმე რაიონში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაფინანსება
➡️ იხილეთ ვრცლად: https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=8600
28/05/2026
🗓28 მაისი 2026
✅თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
✅ სხდომაზე, რომელსაც ნიკოლოზ კახეთელიძე და კონსტანტინე ზარნაძე უძღვებოდნენ, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლის თანახმად 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 45 023,9 ათასი ლარით იზრდება და 2 636 851,6 ათას ლარს შეადგენს.
✅დღესვე, საკრებულოს წევრებმა დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების და დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს.
✅ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზეც იმსჯელეს.
✅ასევე, სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
✅ორი კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" თბილისის საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
✅ ცვლილებები შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს შესაბამის დადგენილებაშიც.
✅ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წევრებიც ესწრებოდნენ.
#ურბანულიკომისია
15/05/2026
🗓 15 მაისი 2026
✅თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა.
✅ სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
✅ამას გარდა, კომისიის წევრებმა თბილისში, სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
✅დღესვე, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების“ ასევე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
✅ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საკითხები, რომლებიც დეპუტატებმა დღეს განიხილეს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.
#ურბანულიკომისია