13/10/2026
გვჭირდება თქვენი დახმარება
ჩვენს ერთ-ერთ ბენეფიციარს ახლა ჩვენი და თქვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება.
ტერფის მოტეხილობის შემდეგ მას გადაადგილება უჭირს და დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ესაჭიროება სხივური თერაპია, სამკურნალო ვარჯიშები და სუპინატორი.
მას აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. გადაადგილების სირთულის გამო ვეღარ მუშაობს, ფინანსური მდგომარეობა კი აუცილებელი მკურნალობის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.
საჭირო პროცედურებისა და სუპინატორისთვის 1600 ლარის შეგროვება გვჭირდება.
მოგმართავთ თხოვნით, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, დაგვეხმაროთ ამ თანხის შეგროვებაში. თითოეული ლარი მნიშვნელოვანია და ნებისმიერი, თუნდაც მცირე დახმარება, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს საჭირო თანხის შეგროვებასთან.
💳 თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი GE47TB7940645063600033
თანხის შეგროვებას ორგანიზებას უწევს ასერტული სერვისის სოციალური მუშაკი ნინო ჩირგაძე.
გულით მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ ადამიანს დახმარების ხელს გაუწვდის, გააზიარებს ამ პოსტს ან სხვებსაც მიაწვდენს ჩვენს თხოვნას.