სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau

Share

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო | NATIONAL FORENSICS BUREAU OF GEORGIA

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა.

იგი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საექსპერტო მომსახურებით. ის ერთადერთი დამოუკიდებელი სასამართლო ლაბორატორიაა ქვეყნის მასშტაბით.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ: როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სტრუქტურები;საბიუჯეტო ორგანიზაციები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები, ასევე ფიზიკური პირები.

Photos from სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau's post 03/06/2026

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ციურიხში იმყოფებოდა, სადაც სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და მუდმივი წარმომადგენლების ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სასამართლო ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულებით არსებული აქტუალური გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები, რომლებიც დარგის თანამედროვე მოთხოვნებსა და შემდგომ პროგრესს უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში ბიუროს დელეგაციისთვის მოეწყო გაცნობითი ტური ციურიხის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის ახალ შენობაში. სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საექსპერტო ლაბორატორიები და გაეცნენ ინსტიტუტის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს.

სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) ყოველწლიურ შეხვედრას ევროპის 40 ქვეყნის 75 წარმომადგენელი ესწრებოდა, რაც ღონისძიების მაღალ საერთაშორისო წარმომადგენლობასა და მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

Photos from სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau's post 02/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და ბიუროს თანამშრომელთა შვილებს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში პატარები გაეცნენ ბიუროს საქმიანობას, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ ექსპერტიზებში და სპეციალურად მათთვის მომზადებულ გასართობ აქტივობებში.

02/06/2026

ექსპერტიზის ბიურომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

01/06/2026

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

Photos from სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau's post 30/05/2026

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
ადამიანის უფლებების დაცვის
დეპარტამენტის თანამრომლები.

ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ დამსწრე საზოგადოებს გააცნო ის პროექტები და ინიციატივები, რომლებიც ბოლო წლებში ბიუროში განხორციელდა და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას. საუბარი შეეხო როგორც ინფრასტრუქტურულ ადაპტაციას, ასევე თანამშრომელთა გადამზადებას, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსა და ელექტრონული სერვისების განვითარებას.

ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის ბიუროს ვებგვერდის ადაპტაციისა და აუდიო გზამკვლევის შექმნის ინიციატივები, რომლებიც სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების კიდევ უფრო მეტად გამარტივებას ემსახურება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიუროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შექმნის ინიციატივას.

აღნიშნული საბჭო გააერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის, შესაბამისი ორგანიზაციებისა და სფეროს ექსპერტების წარმომადგენლებს, რაც ბიუროს საშუალებას მისცემს სამომავლო საქმიანობა და მომსახურების განვითარების პროცესები მათი რეკომენდაციებისა და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით წარმართოს.

30/05/2026

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

27/05/2026

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო-ს ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო ამერიკული კომპანიის Collaborative Testing Services (CTS)-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ლაბორატორიათშორის ტესტირებაში.

ტესტირების ფარგლებში ბიუროს ექსპერტებმა:
* განსაზღვრეს სხვადასხვა სახეობის ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობა;
* მოახდინეს ობიექტებზე არსებული უცხო ბოჭკოვანი მიკრონაწილაკების იდენტიფიცირება;
* დაადგინეს ბოჭკოვანი მიკრონაწილაკების წარმომავლობა;
* შეაფასეს და ინტერპრეტაცია გაუკეთეს მიღებულ შედეგებს.

საერთაშორისო ტესტირებაში მსოფლიოს 83 წამყვანი ლაბორატორია მონაწილეობდა. მიღებული შედეგები სტატისტიკურად დამუშავდა „CTS“-ის სპეციალისტების მიერ, რის საფუძველზეც მომზადდა საბოლოო ანგარიში.
ლაბორატორიათშორის ტესტირების შედეგების მიხედვით, ბიუროს ექსპერტებმა როგორც კვლევის ჩატარების, ასევე შედეგების შეფასებისა და ინტერპრეტაციის მიმართულებით უმაღლესი შეფასება მიიღეს. აღნიშნულმა შედეგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ექსპერტთა მაღალი პროფესიული კომპეტენცია, ჩატარებული კვლევების სიზუსტე, უტყუარობა და სანდოობა. ბიუროს ლაბორატორიამ კვლავ ღირსეული ადგილი დაიკავა ამერიკისა და ევროპის წამყვან ლაბორატორიებს შორის.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველო საქართველოში ტექსტილის ანალიზის სფეროში ერთადერთი ლაბორატორიაა, რომელიც აკრედიტებულია „სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018“ სტანდარტის შესაბამისად. ლაბორატორიის საქმიანობა სრულად ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე კვლევით მეთოდოლოგიებს.

26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

25/05/2026

ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტი

Photos from სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau's post 22/05/2026

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ , შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელმა ანნ მონტავონმა მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისი მონაცემების გაზიარებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ოჯახების უფლებები და პერსონალური მონაცემები. აღნიშნული ხელს შეუწყობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფლის დადგენის პროცესსა თანამშრომლობის განმტკიცებას.

აღსანიშნავია, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიკაციის პროცესი წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს. ბიურო აღნიშნულ პროცესში, დაღუპული პირების იდენტიფიკაციის მიზნით, სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის ფარგლებშია ჩართული

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

ჭავჭავაძის გამზ. 84
Tbilisi
0162