შსს მიგრაციის დეპარტამენტი / Migration Department of MIA

შსს მიგრაციის დეპარტამენტი / Migration Department of MIA

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from შსს მიგრაციის დეპარტამენტი / Migration Department of MIA, Government Organization, გახოკიძის ქ. №16, Tbilisi.

მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: - კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა; - კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება; - უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

Photos from შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia's post 31/05/2023
31/05/2023

#31მაისიპოლიციელისდღეა
#ვემსახურებისაქართველოს

26/05/2023

#ესდღეჩვენია
#თავისუფლებისსიყვარულით
#26 მაისი

Photos from შსს მიგრაციის დეპარტამენტი / Migration Department of MIA's post 23/02/2023

🔹შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - ევია კოტანი ესტუმრნენ.

🔹ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" - ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გარე სივრცის 2 სატრენაჟორო კომპლექსი გადასცა. აღნიშნული კომპლექსები განკუთვნილია მიგრაციის დეპარტამენტის მიგრანტთა დროებითი მოთავსების ცენტრში მყოფი პირების რეკრეაციული აქტივობებისთვის.

🔹სატრენაჟორო კომპლექსების გადაცემის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა - მიხეილ ჩიკვაიძემ უმასპინძლა. მან მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და ევროკავშირის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

🔹აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2022 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას საზღვრების ინტეგრირებული მართვის და მიგრაციის მართვის სფეროებში.

31/12/2022
Photos from შსს მიგრაციის დეპარტამენტი / Migration Department of MIA's post 16/09/2022

🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ ჩიკვაიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

🔹 შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: IOM-ის თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში; დროებითი განთავსების ცენტრში არსებული პირობების მონიტორინგი; დაკავების ალტერნატიული ზომები და რეადმისიის მართვა საქართველოში.

🔹 მიხეილ ჩიკვაიძემ მიგრაციის დეპარტამენტსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა საქართველოში მიგრაციისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერების კუთხით IOM-ის საქმიანობის მნიშვნელობას.

🔹 მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

🔹 შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჩიკვაიძემ სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

Photos from შსს მიგრაციის დეპარტამენტი / Migration Department of MIA's post 17/08/2022

🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები ეწვივნენ.
🔹 შეხვედრის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა - მიხეილ ჩიკვაიძემ​ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ცენტრში განთავსებული სრულწლოვანი თავშესაფრის მაძიებლებისთვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებს.
მემორანდუმი სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში გაფორმდა.
🔹 სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში, რომელიც სოფელ მარტყოფში მდებარეობს, არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ასევე, ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას და სერვისებს გაეცნენ.
🔹 ცენტრი აშენდა და ფუნქციონირებს ევროკავშირის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის (EUCOM) მხარდაჭერით.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

გახოკიძის ქ. №16
Tbilisi
0182

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00