ანგლო - ამერიკული სამკითხველო დარბაზი

ანგლო - ამერიკული სამკითხველო დარბაზი

Share

Marjory & Oliver Wadrops English and Anglo-American
Reading Hall of The National Parliamentary Library of Georgia

04/05/2026

ჩვენი ინგლისური ენის სასაუბრო გაკვეთილები გრძელდება 🙂
ყოველ ორშაბათს, 18:30 საათზე, დასწრება თავისუფალია.
მეტი მსურველი თუ დაემატება, საკონფერენციო დარბაზში ჩავატარებთ

Photos from ანგლო - ამერიკული სამკითხველო დარბაზი's post 27/04/2026

ძვირფასო მკითხველებო,
ჩვენი ინგლისური ენის სასაუბრო გაკვეთილები განახლდა. შეხვედრები ტარდება ყოველ ორშაბათს, 18:30 საათზე. დასწრება თავისუფალია :)

06/04/2026

ეროვნულ ბიბლიოთეკას ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, თეოლოგიის დოქტორი, კონგრესის ბიბლიოთეკის ქართულენოვანი და სომხურენოვანი მასალების კურატორი პოლ კრეგო ესტუმრა. ის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა. სტუმარი ასევე ეწვია ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ დარბაზს.
პოლ კრეგოს ხელშეწყობით წლებია ვითარდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკას შორის ურთიერთობები. იგი პირადად ქმნის ქართული ლიტერატურის კოლექციას კონგრესის ბიბლიოთეკაში.
ამჯერად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მას საჩუქრად გადასცა ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული ლიტერატურა, მათ შორის ისტორიული ნარკვევები, კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანები, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ნოდარ დუგლაძის პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გამოცემული გაზეთ „ივერიის“ 1886 და 1887 წლების ნომრების კრებულები.

31/03/2026

დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბატონი პოლ კრეგო გვეწვია და და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მოგვილოცა. წლების განმავლობაში, ბატონი კრეგო კონგრესის ბიბლიოთეკაში ქართული გამოცემების კოლექციას ქმნის და ქართულ ენაზე საუბრობს. მადლობა

Photos from ანგლო - ამერიკული სამკითხველო დარბაზი's post 31/03/2026

დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბატონი პოლ კრეგო გვეწვია და და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მოგვილოცა. წლების განმავლობაში, ბატონი კრეგო კონგრესის ბიბლიოთეკაში ქართული გამოცემების კოლექციას ქმნის და ქართულ ენაზე საუბრობს. მადლობა ❤️

30/03/2026

ძვირფასო მკითხველებო, კარგი ამბავი მაქვს, ჩვენს დარბაზში თქვენთვის საყვარელი ინგლისურის გაკვეთილები აპრილის მეორე ნახევრიდან განახლდება. ამჯერად, ჯედისა და რამდენიმე ინგლისურენოვანი მასწავლებლის დახმარებით, მადლობა!

09/03/2026

ძვირფასო მკითხველებო,
ვაგრძელებთ პულიცერის პრემიის წიგნების გაცნობას. ამჯერად წარმოგიდგენთ Americans in Paris: A Literary Anthology.
ეს არის წიგნი, რომელშიც სამი საუკუნის განმავლობაში მოღვაწე 70 მწერალი აღწერს საკუთარ შთაბეჭდილებებს „სინათლის ქალაქზე“. ამერიკის შეერთებული შტატების დაარსების პირველივე წლებიდან პარიზი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა ამერიკელ მწერლებზე. მწერლებისა და მოაზროვნეებისთვის ეს ქალაქი თითქმის გარდაუვალი დანიშნულების ადგილი იყო და სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვაგვარ მნიშვნელობას ატარებდა:
ძველი ევროპის ტრადიციებზე დამყარებული კულტურის ციხე-სიმაგრედ,
პოლიტიკაში და ხელოვნებაში ინოვაციური იდეების კერად,
ევროპის დედაქალაქი აღიქმებოდა სივრცედ, სადაც შესაძლებელი იყო ცხოვრების სიყვარულის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, რაც სამშობლოში ხშირად შეუძლებელი იყო.
მოთხრობების, წერილების, მემუარებისა და ჟურნალისტური ტექსტების გაერთიანებით, „Americans in Paris“ წარმოადგენს სამი საუკუნის განმავლობაში შექმნილი, ბრწყინვალე და ემოციურად ძლიერი ლიტერატურული ნამუშევრების კრებულს. ჰენრი ჯეიმსი პარიზს უწოდებდა „მსოფლიოში ყველაზე ბრწყინვალე ქალაქს“.
ამერიკელი მწერლები პარიზში ჩადიოდნენ სხვადასხვა მიზეზით: სახელმწიფო მოღვაწეებად, ჯარისკაცებად, სტუდენტებად ან ტურისტებად. ანთოლოგია იწყება თომას ჯეფერსონისა და ბენჯამინ ფრანკლინის ადრეული შთაბეჭდილებებით და მთავრდება უფრო გვიანდელი ავტორების — ჯეიმს ბოლდუინის, აისედორა დუნკანისა და ჯეკ კერუაკის ფიქრებით.
გზაში ვხვდებით მეცხრამეტე საუკუნის აქტიურ მოგზაურებს: ემერსონს, მარკ ტვენს, ჰენრი ჯეიმსს, აგრეთვე მეოცე საუკუნის „პილიგრიმებს“: გერტრუდ სტაინს, ფ. სკოტ ფიცჯერალდს, ე. ე. კამინგსს, კოულ პორტერს და ჰენრი მილერს.
ტექსტებში ვკითხულობთ, როგორ მონაწილეობდა თომას პეინი საფრანგეთის რევოლუციაში; როგორ სტუმრობს ჰარიეტ ბიჩერ სტოუ ლუვრს; როგორ აღწერს თეოდორ დრაიზერი პარიზული ღამის ცხოვრების ცდუნებებს; როგორ აღიქვამდა ედით უორტონი დედაქალაქს პირველი მსოფლიო ომის პირველ დღეებში; როგორ აღწერს ჯონ დოს პასოსი 1930-იანი წლების პოლიტიკური ქარიშხლების მოახლოებას; როგორ იხსენებს პოლ ცვაიგი ენისა და სიყვარულის სიამოვნებებს; და როგორ მოგვითხრობს ლიბლინგი ფრანგულ კულინარიულ გამოცდილებაზე.
„Americans in Paris“ მრავალფეროვანი და საინტერესო ლიტერატურული მოზაიკაა. იგი სავსეა კულტურული განსხვავებების, გაუგებრობების, პირადი და ლიტერატურული ექსპერიმენტების და თვითაღმოჩენის მომენტებით.
ადამ გოპნიკი, ჟურნალ The New Yorker-ის ავტორი და ბესტსელერის Paris to the Moon მწერალი, 1995–2000 წლებში ცხოვრობდა პარიზში ოჯახთან ერთად. მისი ნაშრომები დაჯილდოებულია National Magazine Award-ით და George Polk Award-ით.
მადლობა ყურადღებისთვის!

02/03/2026

მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველებო,
შეგახსენებთ, რომ ანგლო-ამერიკულ დარბაზში სამკითხველო კოლექცია სრულიად განახლდა. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ როგორც დარგობრივ ლიტერატურას და მდგრადი განვითარების ბიბლიოთეკის სრულ კოლექციას, ისევე კლასიკურ და თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურასა და ისტორიულ თემაზე პულცერის პრემიის სრულ კოლექციას. დღეს სწორედ პულიცერის პრემიის პირველ და დიდმასშტაბიან წიგნს გაგაცნობთ:
Gotham: A History of New York City to 1898 by Edwin G. Burrows და Mike Wallace. წიგნი ნიუ-იორკის ისტორიას აღწერს უძველესი დროიდან 1898 წლამდე, როცა შეიქმნა დიდი ნიუ-იორკი. ეს არ არის ძირითადად ქრონოლოგიური ამბები, წიგნი აერთიანებს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებს და ქმნის ქალაქის, როგორც ადამიანის მხატვრულ პორტრეტს, რომელიც მსოფლიო მეგაპოლისად გადაიქცა.

ნაშრომი იწყება დედაქალაქის ბუნების აღწერით და პირველი დასახლებით. ავტორები აღწერენ ბუნებრივ გარემოს, მდინარეებს, ტყეებს, ნავსადგურის გეოგრაფიულ უპირატესობებს და ხალხის ცხოვრებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მათ ეკონომიკურ და სულიერ ცხოვრებას, მიწასთან ურთიერთობასა და იმ ბალანსს, რომელიც მათ ბუნებასთან აკავშირებდათ და იგრძნობა.
შემდეგ თხრობა გადადის ევროპელების გამოჩენაზე და ჰოლანდიური კოლონიის, ნიუ-ამსტერდამის დაარსებაზე. აღწერილია სავაჭრო ინტერესები, ჰადსონის მდინარის სტრატეგიული მნიშვნელობა და მრავალეთნიკური გარემო, რომელმაც ქალაქის ადრეული სახე ჩამოაყალიბა. ნაჩვენებია, როგორ გადაიქცა მცირე სავაჭრო პუნქტი სწრაფად მზარდ საერთაშორისო ცენტრად. ჰოლანდიური მმართველობის პერიოდი გამოირჩევა რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით, თუმცა ასევე დაპირისპირებებითა და ძალაუფლებისთვის ბრძოლით.

ქალაქში ინგლისელების დასახლების შემდეგ, დიდი ნიუ-ამსტერდამი ნიუ-იორკად იქცა. ავტორები დეტალურად აღწერენ, როგორ შეიცვალა მმართველობის სისტემა, როგორ გაძლიერდა ბრიტანეთის გავლენა და როგორ ჩაება ქალაქი საერთაშორისო დიდ ვაჭრობაში. ნელნელა, ახალი ნიუ-იორკი გადაიქცა ეკონომიკურ ცენტრად, სადაც ვაჭრები, ხელოსნები და ემიგრანტები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ახალ კულტურულ ცხოვრებას იწყებდნენ.
ამერიკის რევოლუციის პერიოდი წიგნში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ნიუ-იორკი იყო როგორც ბრძოლის ველი, ისე პოლიტიკური დაპირისპირების არენა. მოსახლეობაში ღრმა დაყოფა იგრძნობოდა, მაგრამ ამერიკის რევოლუციის შემდეგ ქალაქი სწრაფად აღდგა და ახალი რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდა.
მე-19 საუკუნეში, ნიუ-იორკის ზრდა განსაკუთრებულ ტემპს იღებს. ემიგრაციის ტალღები, განსაკუთრებით ირლანდიიდან და გერმანიიდან, ქალაქის დემოგრაფიულ სურათს ცვლიდა. ავტორები აღწერენ ინდუსტრიალიზაციას, პორტის გაფართოებას, ფინანსური სექტორის გაძლიერებას და უოლ სტრიტის აღმავლობას. ამავე დროს ისინი მოგვითხრობდნენ სიღარიბეს, საცხოვრებელი პირობების სიმძიმეს, ეპიდემიებსა და სოციალურ უთანასწორობას, რაც სწრაფი ურბანიზაციის თანმდევი იყო და მოთხრობილია, როგორ დაძლიეს ეს.
ავტორები დიდ ყურადღებას უთმობენ პოლიტიკურ კორუფციასა და რეფორმებს. აღწერილია ტამანი ჰოლის გავლენა და ისეთი ფიგურები, როგორიც იყო უილიამ ტვიდი, რომლის მმართველობაც კორუფციის სიმბოლოდ იქცა და თაობებს დღემდე ახსოვთ. მათ პარალელურად გამოჩდნენ ახალი რეფორმატორები და ჟურნალისტები, რომლებიც საზოგადოებრივ სიფხიზლეს ხელს უწყობდნენ. სოციალურ მდგომარეობას აუმჯობესებდა ისეთი პიროვნებების საქმიანობა, როგორებიც იყვნენ იაკობ რიისი და თეოდორ რუზველტი, მათი პოლიტიკა.
სამოქალაქო ომის პერიოდი ნიუ-იორკში მწვავე დაპირისპირებებით აღინიშნა, მათ შორის სამხედრო გაწვევის წინააღმდეგ აჯანყებებით, რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად დაძაბული და მრავალშრიანი იყო ქალაქის სოციალური სტრუქტურა. მიუხედავად კრიზისებისა, ეკონომიკური დინამიკა და გეოგრაფიული მდებარეობა ქალაქს საშუალებას აძლევდა, კვლავაც განეგრძო ზრდა.
ნაშრომის კულმინაცია არის 1898 წლის კონსოლიდაცია, როდესაც მანჰეტენს შეუერთდა ბრუკლინი, ქვინსი, ბრონქსი და სტეიტენ აილენდი და შეიქმნა თანამედროვე დიდი ნიუ-იორკი. ავტორები აჩვენებენ, რომ ეს გაერთიანება მხოლოდ ადმინისტრაციული ცვლილება არ ყოფილა, მან საფუძველი ჩაუყარა ქალაქის მომავალ გლობალურ როლს, როგორც ფინანსურ, კულტურულ და დემოგრაფიულ ცენტრს.
წიგნი Gotham არა მხოლოდ ისტორიულ ქრონიკას, არამედ ქალაქის ცოცხალ ბიოგრაფიას წარმოადგენს: ეს ამბავია იმ ადამიანების, იდეების, კონფლიქტების, შერიგებისა და ოცნებების შესახებ, რომლებმაც ნიუ-იორკი ჩამოაყალიბეს. წიგნი აჩვენებს, რომ ქალაქის სიძლიერე ყოველთვის მის მრავალფეროვნებასა და მუდმივ გარდაქმნაში მდგომარეობდა და ყოველთვის ასე იქნება

24/12/2025

გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალ 2026 წელს!
Merry Christmas and Happy New Year 2026 to All 🎄❤️😊🎉🥂📀🥰

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი კვიპროსის საბიბლიოთეკო კონფერენციას დაესწრო 28/11/2025

From November 21 to 23, 2025, the Limassol International Book Fair was held at the historic Carob Mill building, built in 1900. The event was attended by publishers, librarians, authors, and readers from across Europe and Asia. This year, 114 publishers were represented at the fair, more than 120 events were held, and the exhibition attracted many visitors.
An important part of the fair was the professional conference for libraries, aimed at providing specialised training for librarians and creating an ideal meeting space for book industry professionals.

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი კვიპროსის საბიბლიოთეკო კონფერენციას დაესწრო 2025 წლის 21-23 ნოემ

28/10/2025

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენმა საბიბლიოთეკო პროექტმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად შევქმენით, ევროკავშირის კულტურის ფონდის პროგრამაში, "ევროპული გამოწვევა" გაიმარჯვა, ევროკავშირის 301 ბიბლიოთეკიდან სულ 60 პროექტი შეირჩა და მასში საქართველოს ბიბლიოთეკა პირველად მონაწილეობს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ბიბლიოთეკებში ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საბაზისო უნარების დანერგვას პირველ ეტაპზე. მსოფლიო ექსპერტების აზრით, ყველა ორგანიზაცია 3 წელში მზად უნდა იყოს AI დანერგვისთვის, რომ ჩვენს საუკუნეში რელევანტური იყოს. უფრო ვრცლად ახლო მომავალში გიამბობთ 🙂 ❤️ 🇬🇪🇪🇺✌️

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

გუდიაშვილის 7
Tbilisi
0107

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00
Sunday 10:00 - 20:00