ფინანსთა სამინისტროს აკადემია / MOF Academy

ფინანსთა სამინისტროს აკადემია / MOF Academy

Share

სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ოფიციალური გვერდი

Official page of the Academy of the Ministry of Finance of Georgia

ფინანსთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მოწოდებულია საზოგადოების ყველა სეგმენტს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და ტრენინგები.

აკადემია ზრუნავს პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაზე ფინანსთა სამინისტროს სისტემ

21/05/2026

📚აკადემია აგრძელებს თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის გაზიარებას.

📑 გთავაზობთ საჯარო ლექციას თემაზე: ''უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების აღრიცხვისა და ანგარიშგებაში ასახვის თავისებურებები.''

თარიღი: 28 მაისი
დრო: 19:00 საათი

ხანგრძლივობა: 1 საათი
ფორმატი: Online

▶️ 27 მაისის ჩათვლით დარეგისტრირდით ბმულზე: https://e.mofacademy.ge/ka/Course/ViewCourse/4272

🔸საჯარო ლექციას გაუძღვება ლაშა ღვინიანიძე

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#საჯაროლექცია

15/05/2026

📢 აკადემია გაძლევთ შესაძლებლობას შეისწავლოთ ექსელში ფინანსური საკითხების ეფექტურად მართვა, მათი ანალიზი და დამუშავება.

ვაცხადებთ მიღებას ტრენინგკურსზე: ფინანსური მოდელირება Ms. Excel-ში.

🔸ტრენერი: ირაკლი გოდუაძე

ღირებულება: 432 ₾
ხანგრძლივობა: 18 საათი
ფორმატი: Online
📅 4 ივნისი- 2 ივლისი
განრიგი: სამშაბათი, ხუთშაბათი
🕒 20:00 საათი

👉 მოხდება ტრენინგის ჩაწერა და თითოეული შეხვედრის ჩანაწერი გაზიარებული იქნება პირად მეილზე

❗რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22 მაისი

👉 დეტალური ინფორმაცია: https://mofacademy.ge/ka/training/fme

👉 რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://e.mofacademy.ge/ka/Course/MyInterests/1257

საკონტაქტო პირი: მაქს კვიჟინაძე
📱მობ: +995 511 18 05 31
📧[email protected]

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#ტრენინგკურსი
#ფინანსურიმოდელირება

Photos from ფინანსთა სამინისტროს აკადემია / M*F Academy's post 13/05/2026

📚ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა: საშემოსავლო გადასახადის ეფექტური მართვა.

შეხვედრის მიზანია საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების პროცესის, სამართლებრივი რეგულაციებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების სიღრმისეული ანალიზი, ახალი წესებისა და მიდგომების დამუშავება.

სამუშაო შეხვედრას აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერი ლაშა კობერიძე უძღვება.

13/05/2026

#ტრანსფერფრაისინგი #ტრენინგკურსი

Photos from ფინანსთა სამინისტროს აკადემია / M*F Academy's post 11/05/2026

📚ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობს ტრენინგკურსი: რისკების მართვა საჯარო დაწესებულებაში.

სასწავლო კურსის მიზანია საჯარო სამსახურის მენეჯერებისა და საჯარო მოსამსახურეების ცნობიერების
ამაღლება მათი საქმიანობის მიზნებთან მიმართებით რისკების იდენტიფიკაციის, შეფასებისა და მართვის კუთხით, ასევე, რისკის მართვის საერთაშორისო და
ადგილობრივი მარეგულირებელი ჩარჩოს, კარგი პრაქტიკებისა და ტექნიკების მიმართულებით.

სასწავლო კურსს აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერი ცოტნე ხვიჩია უძღვება.

Photos from ფინანსთა სამინისტროს აკადემია / M*F Academy's post 11/05/2026

📚ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის მიმდინარეობს სასწავლო კურსი: სამეწარმეო სამართალი.

კურსის მიზანია მონაწილეებს განუვითაროს პრაქტიკაზე ორიენტირებული სტრატეგიული ხედვა სამეწარმეო სამართალში, რათა მათ შეძლონ სამართლის გამოყენება როგორც ეფექტიანი ბიზნეს ინსტრუმენტი.

სასწავლო კურსს აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერი დავით მაისურაძე უძღვება.

08/05/2026
Photos from ფინანსთა სამინისტროს აკადემია / M*F Academy's post 04/05/2026

ფინანსთა სამინისტროს აკადემიას სამუშაო ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკისა და ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ვიზიტის მიზანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობის, სასწავლო პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა, ასევე გამოცდილების გაზიარება.

დაგეგმილია აკადემიის რეგიონული ფილიალების – ქუთაისისა და ბათუმის მონახულებაც, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნობიან სასწავლო ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე პროგრამებს.

04/05/2026

📚აკადემია აგრძელებს თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის გაზიარებას.

📑 გთავაზობთ საჯარო ლექციას თემაზე: სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების წესში შესული აქტუალური საკანონმდებლო
სიახლეები, აღნიშნულ პირებთან განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრის თავისებურებები.

საჯარო ლექციის მიზანია მსმენელთათვის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების (მიკრო, მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი) გამოყენების წესში შესული ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა. აგრეთვე, სპეციალური დაბეგვრის სტატუსის მქონე სუბიექტებთან განხორციელებული ოპერაციების თავისებურებების მიმოხილვა, რათა დამსწრე პირებმა დამოუკიდებლად შეძლონ შესაბამისი ოპერაციების შედეგების ანალიზი და თანმდევი საგადასახადო რისკების შეფასება.

თარიღი: 13 მაისი
დრო: 19:00 საათი
ხანგრძლივობა: 2 საათი
ფორმატი: Online

▶️ 12 მაისის ჩათვლით დარეგისტრირდით ბმულზე: https://e.mofacademy.ge/ka/Course/ViewCourse/4260

🔸საჯარო ლექციას გაუძღვება თათია ბერიანიძე

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#საჯაროლექცია

27/04/2026

📚 ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით განხორციელდა საჯარო ლექცია: ''საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის გაქირავება/იჯარის დროს წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები და შეღავათები''.

🔸ლექციას თათია ბერიანიძე უძღვებოდა.

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#საჯაროლექცია
#საგადასახადოშეღავათები

21/04/2026

📑საგადასახადო ვალდებულებების სწორად მართვა საჭიროებს სისტემურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

თუ გაქვთ ბიზნესი, ან ხართ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელიც საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის იყენებს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სერვისებს (ახდენს დეკლარირებას), აკადემია გთავაზობთ ტრენინგკურსს: საგადასახადო დეკლარაციების შევსების წესი და პირადი აღრიცხვის ბარათი.

აღნიშნული კურსი დაგეხმარებათ მიიღოთ ცოდნა და პრაქტიკული უნარები საგადასახადო დეკლარაციების სწორად შევსებისა და პირადი აღრიცხვის ბარათზე მონაცემთა გატარების წესთან დაკავშირებით.

🔷 ტრენერები: ხატია ცხვედიანი, ანა რომანენკო

ფორმატი: online
განრიგი: 4 მაისი-25 მაისი
სასწავლო დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
დრო: 19:00-21:30

👉 დეტალური ინფორმაცია: https://mofacademy.ge/ka/training/sdswpab

👉 სარეგისტრაციო ბმული: https://e.mofacademy.ge/ka/Course/ViewCourse/4250?regByLink=1

საკონტაქტო პირი: მადუსა ჩაჩავა
📱(+995) 551 111 531
📧 [email protected]

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#სასწავლოკურსი
#საგადასახადოდეკლარაცია

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

ვლადიმერ წითლანაძის ქ. №5
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00