Home
>
Georgia >
Tbilisi >
ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების თბილისის ორგანიზაცია
ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების თბილისის ორგანიზაცია
Share
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების თბილისის ორგანიზაცია, Political Party, მარი ბროსეს N1, Tbilisi.
ახალგაზრდა თავისუფალ დემოკრატებს საქართველოს მომავალი ევროპული ტიპის სახელმწიფოდ წარმოუდგენიათ და აქტიურად იცავენ იმ ღირებულებებს, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი საფუძვლებია:
• ადამიანის უფლებები;
• დამოუკიდებელი სასამართლო;
• თავისუფალი მედია;
• თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემო ბიზნესისა და ბიზნესმენებისათვის.
ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები აქტიურად მონაწილეობენ პარტიის ყოვე
ლდღიურ ცხოვრებაში. მათი როლი უმნიშვნელოვანესია თავისუფალი დემოკრატების პარტიის განვითარებისა და გამარჯვებისათვის. ახალგაზრდული მოძრაობის პარტიული მიზნები და ამოცანებია:
• ახალგაზრდებისა და სტუდენტების ჩაბმა ქვეყნის საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხორებაში;
• ახალი წევრების მოზიდვა, საიმედო და კომპეტენტური კადრების მომზადება თავისუფალი დემოკრატების ძირითადი ორგანიზაციისთვის;
• თავისუფალი დემოკრატების პოზიციებისა და პროგრამების განმარტება ახალგაზრდობისა და სტუდენტებისათვის;
• საქართველოს ყველა რეგიონში ძლიერი და ეფექტური ორგანიზაციების დაარსება.
• საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციებში ინტეგრირება.
ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაა. ახალგაზრდული მოძრაობა ზრუნავს სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მომავალი თაობის განვითარებისათვის და ამ კუთხით ახორციელდებს არაერთ პროექტს:
• კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
• საგანმანათლებლო პროექტები საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაში;
• სხვადასხვა დარგის ექსპერტების მონაწილეობით ახორციელებს კონფერენციებს ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემატიკაზე;
• ლაშქრობები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში;
• ფოტო გამოფენები;
• სპორტული ტურნირები.
ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები არის ორგანიზაცია, სადაც ყველა წევრს აქვს თავისი შესაძლებლობებისა და იდეების განხორციელებისთვის საჭირო პირობები. ორგანიზაცია ორიენტირებულია განვითარებასა და გამარჯვებაზე.
სწორედ იმიტომ რომ თავისუფალი დემოკრატების მიზანი მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნაა, ახალგაზრდა თავისუფალ დემოკრატებს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ თავისუფალი დემოკრატების წინა თაობასთან. მათი თავმჯდომარე სულხან ღლონტი წარმოადგენს ახალგაზრდულ მოძრაობას პარტიის გამგეობაში.