წიგნის მუზეუმი /The Museum of Rare Books

წიგნის მუზეუმი /The Museum of Rare Books

Share

The National Parliamentary Library of Georgia / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

წიგნის მუზეუმი / იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი

14/05/2026

„მანანა“. ღვთისმშობლისა და სხვათა შესხმა.

ხელნაწერი შედგენილია 1801 წელს საეკლესიო მოღვაწის, მწერალისა და კალიგრაფის გაბრიელ მცირეს მიერ.

მხედრული ასოებით დაწერილი ტექსტი შესრულებულია ცისფერ ქაღალდზე, შავი ფერის მელნით. დასაწყისი ასოები და სათაურები ნუსხურით არის დამშვენებული, წითელი მელნით.

ტექსტს უძღვის ფერადი ნახატი: ოქროს ტაკუკი – ბარძიმი, თასი შეუსმელი – ღვთისმშობელი ყრმით. რომელსაც ახლავს მინაწერი:
„ტაკუკო ოქროსაო სავსეო მანანითაო“.

ხელნაწერი წიგნი ქაღალდგადაკრული მუყაოს ყდითა და; ტყავის ყუით არის დაცული.

ხელნაწერი მოიცავს 148 ფურცელს, რომელთა შემონაჭერი მოხატულია ყვავილოვანი ორნამენტით.

ტექსტს ერთვის საძიებელი და ქართული ანბანი (მხედრული და ნუსხური).

ბეჭდური წიგნი გამოიცა თბილისში, 1882 წელს.

Photos from წიგნის მუზეუმი /The Museum of Rare Books's post 01/05/2026
18/03/2026

https://www.facebook.com/100090078123439/posts/%EF%B8%8F%EF%B8%8F17-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%AA-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%91/907073168971946/

✍️▪️17 მარტს გარდაიცვალა გალაკტიონი...

🖤ამ დღეს მიიცვალა ჩვენი პატრიარქიც...

🌘ის დღეც სამშაბათი იყო…

💔მაშინ გალაკტიონს წესი არ აუგეს, ბუმბერაზი პოეტი ისე დაასაფლავეს…

⌛️წლების შემდეგ, ილია II-მ შეავედრა ის უფალს და წესი აუგო!

🙏საუკუნოდ იყოს მათი ხსენება, ამინ!..

"სიკვდილის გზა არრა არის,
ვარდისფერ გზის გარდა.."

/გალაკტიონ ტაბიძე/

27/02/2026

ვოინიჩის ხელნაწერი, ან ვოინიჩის მანუსკრიპტი (ინგლ. Voynich Manuscript) — ილუსტრირებული კოდექსი, დაახლოებით XV საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი უცნობი ავტორის მიერ უცნობ ენაზე უცნობი ანბანის გამოყენებით.
ხელნაწერის ოთხი ფურცლის რადიოაქტიური ანალიზის შედეგების მიხედვით ქიმიკოსი და არიზონას უნივერსიტეტის არქეომეტრისტმა გრეგ ხოჯინსმა დაამტკიცა, რომ პერგამენტი მანუსკრიპტისთვის შექმნილი იყო 1404 წელსა და 1438 წელს შორის რენესანსის ეპოქაში. ხელნაწი განიხილებოდა კრიფტოგრაფიის მოყვარულთა მიერ და კრიპტოანალიზის პროფესიონალთა მიერ, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კრიპტოანალიტიკოსების მიერ. მთლიანი ხელანწერის კი არა მისი მცირე ნაწილის გაშიფრვაც ვერ მოხერხდა. დამარცხებების რიგმა მანუსკრიპტი კრიპტოლოგიაში ცნობილი საგანი გახადა. ამჟამად არსებობს ბევრი ვარაუდი ხელნაწერის შინაარსის, მნიშვნელობისა და ავტორის შესახებ. რიგი ვარაუდების მიხედვით ის დაწერილია უცნობი ხელოვნური ენით ან კიდე ევროპული ენებიდან რომელიმეზე. ასევე არსებობს ვარაუდი აღმოსავლეთ-აზიური ენებიდან ერთ-ერთის გამოყენების შესახებ ავტორის მიერ შექმნილი ანბანით და იმის შესახებ, რომ ხელნაწერი არის მისტიფიკაცია.
მაგრამ ვარაუდებიდან არ არის მიღებული ცალსახა მტკიცება და აღიარება სამეცნიერო სფეროში.
წიგნი ატარებს ვილფირდ ვოინიჩის სახელს, რომელმაც შეიძინა ის 1912 წელს. 1961 წელს ბუკინისტმა ჰანს კრაუსმა (ინგლ. Hans P. Kraus) იყიდა წიგნის მის მემკვიდრესთან ეტელ ვოინიჩისაგან და 1969 წელს და მიყიდა ის ბეინეკის უცნაური წიგნებისა და ხელნაწერების ბიბლიოთეკას იელსის უნივერსიტეტში.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address

საქართველო, თბილისი, გუდიაშვილის ქუჩა № 7
Tbilisi