09/04/2026
პასკვინადზე გამოსახულია რისხვის ნიშნად ხელშემართული ღმერთი, რომელიც წმინდა პეტრეს ეუბნება: "მე დავამხობ რომს, როგორც სოდომს!" "გაგიჭირდება უფალო! - რომი, შენ კი არა, პაპმა ვერ დაამხო".
ალექსანდრე პარადისისი
"ბალთაზარ კოსა"
25/02/2025
Celebrating my 12th year on Facebook. Thank you for your continuing support. I could never have made it without you. 🙏🤗🎉
02/11/2024
Ben doğmadan önce arkamda sınırsız bir zaman vardı. Ben öldükten sonra da, bitip tükenmeyecek bir zaman! Yaşarken hiç düşünmezdim bunları; ışıklar içinde yaşayıp giderdim, iki karanlık zamanın arasında.
Orhan Pamuk
"Benim adım kırmızı"
12/08/2024
მთავარია მსჯავრი აიცდინო თავიდან. სასჯელი აიცდინო-მეთქი, როდი ვამბობ: სასჯელი მსჯავრის გარეშე ადვილი ასატანია. მას სახელად უბედურება ჰქვია, რაც ჩვენს უცოდველობას ამტკიცებს.
ალბერ კამიუ
"დაცემა"
13/07/2023
მატარებლები ამ მხარეში აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით მიმოდიოდნენ...
რკინიგზის გაღმა-გამოღმა უზარმაზარი უდაბური სივრცე გადაჭიმულიყო - სარი-ოზექი, ყვითელ ტრამალთა შუაგული.
ამ მხარეში ყველა მანძილი, გრინვიჩის მერიდიანის მსგავსად, რკინიგზასთან მიმართებით იზომებოდა.
მატარებლები კი აღმოსავლეთიდან დასავლეთით და დასავლეთიდან აღმოსავლეთით მიმოდიოდნენ.
ჩინგიზ აითმათოვი
"და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე..."
17/11/2022
* * *
მიდიხარ... ისე მიგაქვს წვალება,
თითქოს ზღვის კარად თივას თიბავდე.
ვინა თქვა შენი გარდაცვალება?
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.
მიდიხარ... აღარ დაგემდურება
არც მიწიერი, არც ზეციერი,
ვინა თქვა შენი უბედურება?
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.
მიდიხარ... ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყოს ზღაპარი.
ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.
მიდიხარ... შენს ბედს ბევრი ინატრებს
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არი,
შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს -
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.
გალაკტიონ ტაბიძე
17/11/2022
***
თუ ჩიტის ბუდე ხეს ვეღარ შერჩა,
ის ხე ჩიტების ობელისკია,
მძიმე ტკივილით დაჭრილი მკერდში
იგონებს მკვდარ თუ ობოლ მესკიებს.
თუ იქნებოდა ჩემ მხრივ სიკეთე, -
ბუდედ ამ საწყალ გულს დავკიდებდი...
შოთა ნიშნიანიძე